20/11/2025
❓როგორ უნდა გავერთიანდეთ ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრევენციისთვის?
⏳ყოველწლიურად, 18-24 ნოემბერს ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეული აღინიშნება. კვირეული მიმართულია იმაზე, რომ საზოგადოებას გააცნოს, რა მნიშვნელობა აქვს ანტიმიკრობული საშუალებების სიფრთხილით გამოყენებას და როგორ შეიძლება გადავდგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები რეზისტენტობის წინააღმდეგ.
✅ კვირეული გვაძლევს შესაძლებლობას, მეტად აქტიურად ვისაუბროთ პრობლემაზე, რომელიც უკვე გლობალური საფრთხეა და ყველა სექტორს შეეხება – ადამიანის ჯანმრთელობას, ცხოველებს, მცენარეებს და გარემოს. აუცილებელია საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა, რათა მედიკამენტების მოხმარეა მოხდეს სწორად.
👩🏻⚕️რა არის ანტიმიკრობული რეზისტენტობა, რატომ არის გლობალური პრობლემა და ვინ შეიძლება გახდეს მოწყვლადი? ამ და სხვა თემებზე საუბრობს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ეპიდემიოლოგი მაია კაშია.
❓რა არის ანტიმიკრობული რეზისტენტობა (АМР)?
ანტიმიკრობული რეზისტენტობა ვითარდება მაშინ, როდესაც ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები ან პარაზიტები აღარ პასუხობენ მედიკამენტებს. ეს პრობლემა საფრთხეს უქმნის ადამიანებს, ცხოველებს, მცენარეებსა და გარემოს.
❓რატომ არის АМР გლობალური პრობლემა ?
ანტიმიკრობული რეზისტენტობა დღეს გლობალური ჯანმრთელობის ათ უმთავრეს საფრთხეს შორისაა დასახელებული. ბოლო 100 წლის განმავლობაში ანტიბიოტიკებმა და სხვა ანტიმიკრობულმა საშუალებებმა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, თუმცა, მათი ჭარბი ან არასწორი გამოყენება რეზისტენტობის განვითარებას იწვევს. შედეგად, ზოგიერთი ინფექცია მედიკამენტებზე აღარ რეაგირებს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას.
❓ვინ შეიძლება გახდეს მოწყვლადი АМР-ის მიმართ?
ანტიმიკრობული რეზისტენტული ინფექციები ადამიანებს ნებისმიერ ასაკში ემუქრება (ბავშვებს, მოზარდებს, მოზრდილებს და ხანდაზმულებს). ასევე, რისკის ქვეშ შეიძლება იყოს ნებისმიერი რეგიონი მსოფლიოში, მიუხედავად ქვეყნის განვითარებისა ან რესურსების დონისა. რისკის ზრდას ხელს უწყობს მედიკამენტების არასწორი ან ზედმეტი გამოყენება ადამიანებში, მეცხოველეობასა და სოფლის მეურნეობაში, რადგან მიკროორგანიზმები მიჩვეულია პრეპარატებს და ჩამოყალიბდება რეზისტენტობა. დამატებით, სუფთა წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის შეზღუდული ხელმისაწვდომობა ხელს უწყობს ინფექციების გავრცელებას და ამ გზით ზრდის რისკს, რომ ადამიანები დაინფიცირდნენ რეზისტენტული მიკროორგანიზმებით.
❓რამდენი ადამიანი ავადდება ყოველწლიურად?
მსოფლიოში ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ავადდება ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული ინფექციებით. ეს პრობლემა განსაკუთრებით საგანგაშოა, რადგან რეზისტენტული ინფექციები მკურნალობას ართულებს, ზრდის გართულებებისა და მძიმე დაავადებების რისკს და სერიოზულად მოქმედებს როგორც ინდივიდებზე, ასევე საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე. საზოგადოების დიდი ნაწილი ამ საფრთხის შესახებ ნაკლებად არის ინფორმირებული, რის გამოც აუცილებელია ცნობიერების ამაღლება, მედიკამენტების მიზნობრივი გამოყენება, ინფექციების პრევენცია და ჰიგიენის გაუმჯობესება. მხოლოდ მრავალმხრივი მიდგომით შეგვიძლია შევამციროთ რეზისტენტული ინფექციების გავრცელება და დავიცვათ ჯანმრთელობა.
❓როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ პრობლემის შემცირებას?
ანტიმიკრობული რეზისტენტობის გავრცელების შეჩერება მოითხოვს მრავალმხრივ და მიზნობრივ მიდგომას. მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტები გამოიყენებოდეს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, ექიმის მითითებით და სწორი დოზირებით, რათა თავიდან იქნას აცილებული ბაქტერიებისა და სხვა მიკროორგანიზმების წინააღმდეგ პრეპარატების რეზისტენტობის განვითარება. ასევე, აუცილებელია ინფექციების პრევენცია: რეგულარული ჰიგიენა, სუფთა წყლის ხელმისაწვდომობა და გარემოს სისუფთავის უზრუნველყოფა. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და განათლება არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რადგან მხოლოდ ინფორმირებული ადამიანები აცნობიერებენ, რატომ არის სიფრთხილით გამოყენება აუცილებელი. საბოლოოდ, სექტორთაშორისი თანამშრომლობა – ჯანმრთელობის, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სფეროებში, საშუალებას აძლევს ერთიან ძალისხმევას, რომელიც ეფექტურად შეზღუდავს რეზისტენტული ინფექციების გავრცელებას.
❓🏥როგორ არის ჩართული ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი კამპანიაში?
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი აქტიურად უერთდება ინიციატივას „ლურჯი ფერი АМР-ისთვის“ და მხარს უჭერს მსოფლიო ანტიმიკრობული რეზისტენტობის ცნობიერების ამაღლების კვირეულს სხვადასხვა აქტივობებით, რათა გაზარდოს საზოგადოებრივი ცნობიერება და ხელი შეუწყოს მედიკამენტების სიფრთხილით გამოყენებას.
❓რას შეუძლია საზოგადოებას გააკეთოს АМР-ის წინააღმდეგ?
🔵გამოიყენეთ მედიკამენტები მხოლოდ ექიმის მითითებით – არასაჭირო მედიკამენტები, ან ანტიბიოტიკის თვითნებურად მიღება ზრდის რეზისტენტობის რისკს.
🔵დაიცავით პირადი ჰიგიენა – სუფთა ხელები, წყალი და გარემოს სისუფთავე ხელს უწყობს ინფექციების კონტროლს.
🔵გაითვალისწინეთ პასუხისმგებლობა მეცხოველეობასა და სოფლის მეურნეობაში – მედიკამენტების ჭარბი გამოყენება ცხოველებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეზისტენტობის გაჩენაში.
🔵გააზიარეთ ინფორმაცია და ჩაერთეთ აქტივობებში, ეს აძლიერებს ცნობიერებას და ერთობლივი ძალისხმევა ეფექტიანად ამცირებს რეზისტენტული ინფექციების გავრცელების შესაძლებლობას.
#ჯოენისსაუნივერსიტეტოჰოსპიტალი
#შენთვისშენიგულისთვის
#მაიაკაშია
#ანტიმიკრობულირეზისტენტობა
29 წელი - შენთვის, შენი გულისთვის!