14/11/2025
🔵 14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა.
💢 ამ თარიღის აღნიშვნის მიზანია კიდევ ერთხელ საზოგადოების ყურადღების მიპყრობა დაავადების მიმართ, სათანადო ინფორმაციის გავრცელება და ცნობიერების ამაღლება.
⭕️ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
📌 პირველ რიგში - პრევენციული თვალსაზრისით.
⭕️ დიაბეტი (ამ შემთხვევაში მეტწილად დიაბეტი ტიპი 2-ს ვგულისხმობთ) არის დაავადება, რომლის თავიდან აცილება ან გამოვლენის მნიშვნელოვნად გადავადება შესაძლებელია ბაზისური რეკომენდაციების დაცვით (რაც მოცავს კვებას, ფიზიკურ აქტივობას, ძილის მოწესრიგებას, თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმას).
🔴 ადამიანებმა, განსაკუთრებით გენეტიკური დატვირთვის, ჭარბი მასის, სხვადასხვა მეტაბოლური დარღვევების მქონე პირებმა, უნდა იცოდნენ დიაბეტის რისკების არსებობის და დაავადების თავიდან აცილების შესაძლებლობების შესახებ. ამას შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს დიაბეტის შემთხვევების მზარდი მსოფლიო სტატისტიკა.
📌 ინფორმაციის გავრცელება მნიშვნელოვანია სკრინინგული თვალსაზრისითაც.
⭕️ დაავადების ხასიათიდან გამომდინარე ის
საწყის ეტაპზე ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, დაგვიანებული დიაგნოსტირების მომენტში კი შესაძლოა უკვე დიაბეტური გართულებებით იყოს წარმოდგენილი. ამიტომ მნიშვნელოვანია სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც დაიგეგმოს პერიოდული კვლევები დაავადების დროული აღმოჩენის მიზნით.
❓ არის თუ არა დიაბეტი სერიოზული დაავადება?
ცუდად მართული დიაბეტი წამყვანი მიზეზია ისეთი მდგომარეობების, როგორიცაა, სიბრმავე, ფეხის ამპუტაცია, თირკმლის ტერმინალური უკმარისობა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის იშემიური დაზიანებები. ამიტომაც არის აუცილებელი პაციენტს გათვითცნობიერებული ჰქონდეს ეს შესაძლო შედეგები, რათა სიმპტომების არარსებობის დროსაც არ მოხდეს სისხლში შაქრის მაღალი მაჩვენებლების დაიგნორება.
📌 დიაბეტზე საუბარი და ინფორმაციის გავრცელება მნიშვნელოვანია ასევე ზოგადად საზოგადოების ცნობიერებისთვის, რათა ჩამოყალიბდეს სტიგმებისგან მაქსიმალურად თავისუფალი გარემო, სწორი დამოკიდებულება და სწორი სასაუბრო ლექსიკა დიაბეტის მქონე პირთა მიმართ. მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრად ამსუბუქებს იმ ფსიქოლოგიურ ტვირთს, რასაც მათ ჯანმრთელობაზე ყოველდღიური ფიქრი და ზრუნვა უქმნის.
💢 კომპანია Sinocare გლუკომეტრი-ს დიაბეტის მართვის ჯგუფი სწორედ ამ მიზნებს ემსახურება.
❤️ სინოქეა ყოველდღიურ რეჟიმში განგრძობითად ცდილობს ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის ხელში აღებას და შესრულებას სხვადასხვა აქციების, კამპანიების და დიაბეტის მართვის ჯგუფის მხარდაჭერის საშუალებით.
➡️ გაწევრიანდით და მიიღეთ მონაწილეობა ამ პროცესში - @დიაბეტი/დიაბეტის მართვა
➡️ გაეცანით სტატიებს სხვა საინტერესო თემებზე ენდოკრინოლოგიის ონლაინ-ჟურნალში https://endocrinolo.gy
🩵 დღეგრძელ, ბედნიერ, ხარისხიან ცხოვრებას გისურვებთ! 🫶
#ენდოკრინოლოგი
#დიაბეტისდღე