Betaplus Fertility

Betaplus Fertility ხელოვნური განაყოფიერების კლინიკა წარმატების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით

ბეტა პლიუსი არის ერთადერთი ევროპული კლინიკა საქართველოში, რომელიც უშვილო წყვილებს სთავაზობს შემდეგი სახის მომსახურებებს: ექსტრაკორპორული განაყოფიერება, კვერცხუჯრედის დონაცია, გესტაციური სუროგაცია, პრედიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტირება. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ჩვენი პროფესიონალი ექიმების და უცხოელი ემბრიოლოგების დახმარებით გვაქვს შესაძლებლობა, შევთავაზოთ უშვილო წყვილებს რეპროდუქციული ხასიათის

პრობლემების გადაჭრა მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში აპრობირებული მიდგომებითა და ტექნოლოგიებით. როდესაც თქვენ ირჩევთ ხელოვნური განაყოფიერების კლინიკა ბეტა პლუსს, თქვენ ირჩევთ მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდს, რომელთა მიზანი თქვენი თანადგომა და სანუკვარი ოცნების ახდენაა.

🔔 როდესაც შენი და შენი პატარას ჯანმრთელობაზე ზრუნვა მთავარი პრიორიტეტი ხდება, ხშირად ჩნდება კითხვები: „ეს შეიძლება?“ „ეს...
21/04/2026

🔔 როდესაც შენი და შენი პატარას ჯანმრთელობაზე ზრუნვა მთავარი პრიორიტეტი ხდება, ხშირად ჩნდება კითხვები:
„ეს შეიძლება?“
„ეს უსაფრთხოა?“

🔹გთავაზობთ მოკლე გზამკვლევს, რაზე ღირს უარის თქმა ან რისი შეზღუდვაა აუცილებელი:

• მავნე ჩვევები: თამბაქო, ალკოჰოლი და ნარკოტიკული საშუალებები კატეგორიულად დაუშვებელია - ისინი პირდაპირ გავლენას ახდენენ ნაყოფის განვითარებაზე

• თერმული პროცედურები: მოერიდეთ ცხელ აბაზანას, საუნასა და სოლარიუმს. სხეულის გადახურებამ შესაძლოა დისკომფორტი შეუქმნას პატარას

• კვების რაციონი: შეზღუდეთ უმი თევზი (სუში), თერმულად დაუმუშავებელი ხორცი და რბილი, დაუპასტერიზებელი ყველი. ასევე, ყურადღება მიაქციეთ კოფეინის რაოდენობა

• თვითმკურნალობა: ნებისმიერი მედიკამენტი, მათ შორის მცენარეული ნაყენებიც კი, მიიღეთ მხოლოდ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ

• მძიმე ფიზიკური დატვირთვა: სიმძიმეების აწევა და ზედმეტი გადაღლა ამ პერიოდში ნამდვილად არ არის რეკომენდებული

❓გაქვს დამატებითი კითხვები? 
ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროს ამ ლამაზ გზაზე

✔️კონსულტაციაზე ჩასაწერად
დაგვიკავშირდით
📲 595 00 95 93
ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში

🧬 იცოდით, რომ IVF ლაბორატორიებს, ხშირად, ფანჯრები საერთოდ არ აქვთ?🔹 ძირითადად,  IVF ლაბორატორიები სპეციალურად შენდება ფა...
17/04/2026

🧬 იცოდით, რომ IVF ლაბორატორიებს, ხშირად, ფანჯრები საერთოდ არ აქვთ?

🔹 ძირითადად,  IVF ლაბორატორიები სპეციალურად შენდება ფანჯრების გარეშე, რადგან პირდაპირმა მზის სხივებმა შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ინკუბატორებზე

🔹 თუ ლაბორატორიას ფანჯარა აქვს, მისი გახსნა მკაცრად აკრძალულია - გარედან შემოსული ჰაერი შეიძლება შეიცავდეს ტოქსინებს, რომლებიც ემბრიონის განვითარებისთვის საზიანოა

🔹 ამ მიზეზით, ემბრიოლოგები მუდამ მუშაობენ დახურულ, სტერილურ სივრცეში - სადაც ყველაფერი მაქსიმალურად კონტროლირებულია, ტემპერატურიდან ჰაერის ხარისხამდე

✨ სწორედ ასეთ გარემოში იწყება სიცოცხლის ყველაზე ფაქიზი ეტაპი

✔️კონსულტაციაზე ჩასაწერად
დაგვიკავშირდით 📲 595 00 95 93
ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში

15/04/2026

რეპროდუქციული კლინიკა Beta Plus გილოცავთ ლაბორატორიული მედიცინის კვირეულს!

🔬 თანამედროვე რეპროდუქციული მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა ემბრიონის ბიოფსიაა. ეს მეთოდი წყვილებს აძლევს შესაძ...
15/04/2026

🔬 თანამედროვე რეპროდუქციული მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა ემბრიონის ბიოფსიაა. ეს მეთოდი წყვილებს აძლევს შესაძლებლობას, უფრო გაცნობიერებული ნაბიჯებით მივიდნენ ჯანმრთელი შვილის ყოლამდე

🧬 ემბრიონი შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან:

ტროფექტოდერმა, საიდანაც პლაცენტა ყალიბდება და შიდა უჯრედული მასა, რომელიც თავად ნაყოფად ვითარდება.

ბიოფსიის დროს ემბრიოლოგი მუშაობს მხოლოდ ტროფექტოდერმაზე და არ ეხება იმ უჯრედებს, რომლებიც მომავალ ბავშვს ქმნის, რაც პროცესს უსაფრთხოს ხდის

🧪 ბიოფსია გვაძლევს შესაძლებლობას მივიღოთ ემბრიონის ზუსტი და დეტალური გენეტიკური ინფორმაცია

✨ ემბრიონის შერჩევა აღარ არის მხოლოდ იმედზე დაფუძნებული, არამედ ეფუძნება მონაცემებს და ანალიზს, რაც ზრდის წარმატებული ორსულობის ალბათობას და ამცირებს რისკებს

✔️კონსულტაციაზე ჩასაწერად
დაგვიკავშირდით

📲 595 00 95 93

ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში

🐣 რეპროდუქციული კლინიკა Beta Plus გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!🌿 გაცნობებთ, რომ 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლ...
12/04/2026

🐣 რეპროდუქციული კლინიკა Beta Plus გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

🌿 გაცნობებთ, რომ 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით, კლინიკაში უქმე დღეებია

მუშაობა განახლდება 2026 წლის 14 აპრილიდან

მადლობა თავისუფლებისთვის!
09/04/2026

მადლობა თავისუფლებისთვის!

🤍რეპროდუქციული ჯანმრთელობა არის მომავლის საფუძველი, ამიტომაც მისი დროული შეფასება უმნიშვნელოვანესია✨აპრილში, Beta Plus გ...
08/04/2026

🤍რეპროდუქციული ჯანმრთელობა არის მომავლის საფუძველი, ამიტომაც მისი დროული შეფასება უმნიშვნელოვანესია

✨აპრილში, Beta Plus გთავაზობთ ქალის ფერტილობის სრულ სქრინინგს სპეციალურ ფასად

პაკეტი მოიცავს:

✔️ექიმთან კონსულტაციას

✔️სრულ ვაგინალურ ექოსკოპიას

✔️სარძევე ჯირკვლის ექოსკოპიას

✔️AMH ჰორმონის განსაზღვრას

✔️პაპ ტესტს

✔️უსაფრთხო სისხლის ანალიზებს

💰650 ლარის ნაცვლად 450 ლარად

📞 ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
�0322 88 01 77

🌿 გაცნობებთ, რომ რეპროდუქციული კლინიკა Beta Plus ისვენებს 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით📌 კლინიკა მუშაობას განაახლებს 20...
06/04/2026

🌿 გაცნობებთ, რომ რეპროდუქციული კლინიკა Beta Plus ისვენებს 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით

📌 კლინიკა მუშაობას განაახლებს 2026 წლის 14 აპრილიდან

წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

📩 ნებისმიერ შეკითხვაზე მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში 
 📞 ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით
0322 88 01 77

🧬უნაყოფობა მხოლოდ ქალის პრობლემა არ არის - ხშირ შემთხვევაში მიზეზი მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობაც შეიძლება იყოსმოდ...
01/04/2026

🧬უნაყოფობა მხოლოდ ქალის პრობლემა არ არის - ხშირ შემთხვევაში მიზეზი მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობაც შეიძლება იყოს
მოდით, გავეცნოთ მამაკაცის

უნაყოფიბის ყველაზე გავრცელებული ფაქტორებს 👇
1️⃣ სპერმის დაბალი მაჩვენებელი ან ხარისხი -
სპერმატოზოიდების რაოდენობა, მოძრაობა და მორფოლოგია მნიშვნელოვანია განაყოფიერებისთვის. 
მათი შემცირება პირდაპირ ამცირებს შანსებს

2️⃣ ჰორმონალური დისბალანსი -
ტესტოსტერონის ან სხვა ჰორმონების დონის დარღვევა გავლენას ახდენს სპერმის წარმოებაზე და ზოგად რეპროდუქციულ ფუნქციაზე

3️⃣ ვარიკოცელე - 
ვენების გაფართოება სათესლეებში, რაც ზრდის ტემპერატურას და უარყოფითად მოქმედებს სპერმის ხარისხზე

4️⃣ ინფექციები და ანთებითი პროცესები - 
გარკვეული ინფექციები აზიანებს სპერმის წარმოებას ან აფერხებს მის გადაადგილებას

5️⃣ ცხოვრების წესი - 
🚬 მოწევა
🍺 ალკოჰოლი
🍀 მარიხუანა
😴 გადაღლა და სტრესი
🍔 არაჯანსაღი კვება

ყველაფერი ეს გავლენას ახდენს ფერტილობაზე

📌 მნიშვნელოვანია:
მამაკაცის უნაყოფობა ხშირ შემთხვევაში მართვადია და დროული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვნად ზრდის შედეგის მიღების შანსს

❓ გაქვთ კითხვები?
💬 დაგვიწერეთ კომენტარებში ან ჩაეწერეთ კონსულტაციაზე
📞 0322 88 01 77

❤️ ჩვენი პაციენტების მხარდაჭერა და კეთილი სიტყვები ჩვენთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია✨ რეპროდუქციული კლინიკა “ბეტა პლუსი...
31/03/2026

❤️ ჩვენი პაციენტების მხარდაჭერა და კეთილი სიტყვები ჩვენთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია

✨ რეპროდუქციული კლინიკა “ბეტა პლუსი” - ერთი გუნდი. ერთი პასუხისმგებლობა. ერთი ასრულებული ოცნება

🔔 ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
0322 88 01 77

წარმოგიდგენთ ბეტა კლინიკის რადიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელს ნინო როსტიაშვილს, რომელიც უკვე 7 წელია ჩვენი გუნდის მნ...
25/03/2026

წარმოგიდგენთ ბეტა კლინიკის რადიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელს ნინო როსტიაშვილს, რომელიც უკვე 7 წელია ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრია და აქვს 13 წლიანი სამუშაო გამოცდილება თბილისის წამყვან კლინიკებში

მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
🔘 სამეანო და გინეკოლოგიური ულტრაბგერითი კვლევები
🔘 პრენატალური სკრინინგი, მაღალი რისკის ორსულობების მონიტორინგი და ექსპერტული ულტრაბგერითი კვლევები
🔘 ფარისებრი და სარძევე ჯირკვლის დიაგნოსტიკა
🔘 მუცლის ღრუსა და საშარდე სისტემის ორგანოების ულტრაბგერითი კვლევები
🔘 თითოეულ პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომა, დიაგნოსტიკის მაღალი სიზუსტე და ეფექტური კომუნიკაცია ნინოს მუშაობის მთავარი პრინციპებია
🔘 საერთაშორისო ტრენინგები და სერტიფიკატები, მრავალწლიანი გამოცდილება, თანამედროვე გაიდლაინებზე დაფუძნებული მიდგომა და უახლესი აპარატურა უზრუნველყოფს სანდო და ზუსტ შედეგებს
🔘 ნინოს ხელმძღვანელობით რადიოლოგიური გუნდი ბეტაპლუს კლინიკაში ქმნის გარემოს, სადაც ხარისხი, სიზუსტე და პაციენტზე ზრუნვა პრიორიტეტულია

კონსულტაციაზე ჩასაწერად
დაგვიკავშირდით 📲 595 00 95 93

ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ✔️

19/03/2026

Address

Davit Aghmashenebeli Alley 234
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 14:00

Telephone

+995595009593

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Betaplus Fertility posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Betaplus Fertility:

Share

ხელოვნური განაყოფიერების კლინიკა წარმატების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლით/IVF Clinic in Tbilisi, Georgia

თუ გაწუხებთ უშვილობასთან დაკავშირებული პრობლემები, თქვენ მარტო არ ხართ. დაგვიკავშირდით, გაგვიზიარეთ თქვენი პრობლემები, ემოციები, შეკითხვები. ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენს წარმატებას მშვიდ, უსაფრთხო და საიმედო გარემოში. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 📷🗨️ E-mail: info@betaplusfertility.com 📷🗨️ტელეფონი: (+995) 595 009593

Beta Plus Fertility is a fertility clinic that provides IVF, Egg Donor and Gestational Carrier services to couples around the world struggling with infertility. As the only European clinic open and operating in Georgia, we are happy to be able to provide our solutions to the couples with the assistance of our highly qualified doctors. When you choose Beta Plus Fertility, you are choosing a team of qualified professionals that offer more than just IVF . We offer compassionate help, and the promise of a new baby to call your own.Fore more information please feel free to contact us : 📷 E-mail: info@betaplusfertility.com 📷Phone (+995) 595 009593