Georgian Respiratory Association

Georgian Respiratory Association საქართველოს რესპირაციული ასოციაცია - Georgian Respiratory Association It has regional branches all over Georgia and has about 400 active members.

The Georgian Respiratory Association was established in 2004 with the aim of developing and promoting respiratory medicine in Georgia. Its main activities consist in promoting basic, epidemiological and clinical research in respiratory medicine; producing guidelines on the management of respiratory diseases; promoting continuing medical education for medical specialists and organizing scientific meetings and other events. Funding comes mainly from membership fees and donations from different nongovernmental organizations. The Association has made a significant contribution to the education of doctors in remote parts of the country through the organization of regional meetings held three times a year. It is the first medical association in
Georgia to have created national guidelines and provided appropriate training processes. A significant achievement has been the continuing education of doctors in remote parts of the country, through the organization of regional congresses for different specialists, in collaboration with major institutions, research and scientific centers. This allows for the continuous exchange of the latest medical information. It also publishes the Georgian Respiratory Journal, the country’s only medical publication in respiratory medicine. Other achievements are the organization of its first international congress, which provided an opportunity to discuss modern methods of diagnosis and management of different respiratory diseases; the congress has received European accreditation. The Association has also prepared the first national guidelines for respiratory diseases, with appropriate training processes. It collaborates internationally and has begun pilot projects on surveillance of chronic respiratory diseases at primary health-care levels.

28 მარტს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ჩატარდა ჩვენი ასოციაციის 49-ე რეგიონული კონფერენცია გურიის რეგიონის ექიმებისთვის, ...
29/03/2026

28 მარტს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ჩატარდა ჩვენი ასოციაციის 49-ე რეგიონული კონფერენცია გურიის რეგიონის ექიმებისთვის, პირველად ოზურგეთში. დიდი მადლობა გურიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს დათო მდინარაძეს საუკეთესო საკონფერენციო სივრცის შერჩევის და შესანიშნავი ორგანიზებისთვის. მადლობა ჩვენს პარტნიორებს, სპიკერებს და ასოციაციის ერთგულ წევრებს ოზურგეთიდან, ჩოხატაურიდან და ლანჩხუთიდან. დიდი მადლობა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი ღურჯუმელიძეს, ოზურგეთის მერის მოადგილეს ჯანდაცვის, სოციალურის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით სოფო რამიშვილს გამოჩენილი ყურადღების და მხარდაჭერისთვის.

ვიწყებთ მზადებას 50-ე საიუბილეო კონფერენციისთვის!

საქართველოს რესპირაციული ასოციაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უ...
21/03/2026

საქართველოს რესპირაციული ასოციაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების გამო.

ილია მეორე თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ის იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, ერთიანობისა და სიბრძნის განუყოფელი სიმბოლო, რომელმაც ყველაზე რთულ ისტორიულ ჟამს სულის სიმტკიცე შემატა ჩვენს ერს.

საქართველოს რესპირაციული ასოციაციისთვის უწმინდესის ხსოვნა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ასოციაციის ჩამოყალიბებისა და განვითარების პირველივე ეტაპზე მისი კეთილგანწყობა და თანადგომა ჩვენთვის უდიდესი სტიმულის მომცემი იყო. ამის საუკეთესო მაგალითია ის მხარდაჭერა, რომელიც მან გამოხატა 2010 წელს, როდესაც პირადი წერილით მიმართა ჩვენი საერთაშორისო კონგრესის დელეგატებს. აი პატარა ამონარიდი ამ მიმართვიდან:„ვფიქრობ, ეკლესიას თავისი ქადაგებით შეუძლია სერიოზული დახმარების გაწევა, რათა მოსახლეობაში გაჩნდეს უარყოფითი დამოკიდებულება გარემოს დაბინძურებისადმი და ისეთი მავნე ჩვევების მიმართ, როგორიცაა სიგარეტის წევა, რაც ხელს უწყობს როგორც ფილტვების, ისე სხვა დაავადებების განვითარებას. ამდენად, მეცნიერების და რელიგიის წარმომადგენელთა ურთიერთთანადგომა, მიგვაჩნია, რომ ამ საკითხშიც ყოვლადაუცილებელია“. ეს წერილი ჩვენი ასოციაციის ყველა წევრისთვის უდიდეს პატივად და წახალისებად დარჩება სამარადჟამოდ.

უსაზღვრო მადლობა მას ამ ღვაწლისა და ზრუნვისათვის!

ვუსამძიმრებთ ჩვენს ქვეყანას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სრულიად მართლმადიდებელ სამყაროს.

ღმერთმა განასვენოს მისი სული და მისცეს სიმშვიდე, ნუგეში და სულიერი ძალა ქართველ ხალხს ამ დიდი დანაკარგის ჟამს.

მარადიული იყოს მისი ხსოვნა!

ჩვენი ასოციაციის და ევროპის რესპირაციული საზოგადოების ორმაგი წევრების საყურადღებოდ! დღეს ERS-მა გამოაცხადა რეგისტრაცია ო...
19/03/2026

ჩვენი ასოციაციის და ევროპის რესპირაციული საზოგადოების ორმაგი წევრების საყურადღებოდ! დღეს ERS-მა გამოაცხადა რეგისტრაცია ორ კურსზე: Virtual school on work-related lung diseases და Masterclass of granuloma: unravelling the mysteries of granulomatous diseases. პირველი ვირტუალურია და ტარდება 14 აპრილს, მეორე დასწრებით, ტარდება ფრაიბურგში, 6-8 მაისს. მსურველებს შეგიოძლიათ დარეგისტრირდეთ. ქვემოთ მითითებულია ლინკები: https://channel.ersnet.org/media-115064-virtual-school-on-work-related-lung-diseases https://www.ersnet.org/events/masterclass-of-granuloma/ აქვე გაცნობებთ, რომ წელს ევროპის რესპირაციული საზოგადოების კონგრესი ტარდება ბარსელონაში, ლინკი https://www.ersnet.org/congress-and-events/congress/ რეგისტრაცია იწყება 1 აპრილს, ასე რომ ვისაც ჯერ კიდევ არ შეგივსიათ ორმაგი წევრობის ფორმა (იხ. მიბმული ფაილი), დროულად გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, რათა მიიღოთ შეღავათიანი რეგისტრაციის უფლება.

გთხოვთ გაიზიაროთ!

ჩვენი ასოციაციის და ევროპის რესპირაციული საზოგადოების ორმაგი წევრების საყურადღებოდ!დღეს ERS-მა გამოაცხადა რეგისტრაცია ორ...
17/03/2026

ჩვენი ასოციაციის და ევროპის რესპირაციული საზოგადოების ორმაგი წევრების საყურადღებოდ!
დღეს ERS-მა გამოაცხადა რეგისტრაცია ორ კურსზე: Virtual school on work-related lung diseases და Masterclass of granuloma: unravelling the mysteries of granulomatous diseases. პირველი ვირტუალურია და ტარდება 14 აპრილს, მეორე დასწრებით, ტარდება ფრაიბურგში, 6-8 მაისს. მსურველებს შეგიოძლიათ დარეგისტრირდეთ. ქვემოთ მითითებულია ლინკები:
https://channel.ersnet.org/media-115064-virtual-school-on-work-related-lung-diseases
https://www.ersnet.org/events/masterclass-of-granuloma/

აქვე გაცნობებთ, რომ წელს ევროპის რესპირაციული საზოგადოების კონგრესი ტარდება ბარსელონაში, ლინკი https://www.ersnet.org/congress-and-events/congress/

რეგისტრაცია იწყება 1 აპრილს, ასე რომ ვისაც ჯერ კიდევ არ შეგივსიათ ორმაგი წევრობის ფორმა (იხ. მიბმული ფაილი), დროულად გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, რათა მიიღოთ შეღავათიანი რეგისტრაციის უფლება.

14 მარტი ჩვენი ასოციაციის მომავალი პრეზიდენტის, ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის პულმონოლოგიური დეპარ...
14/03/2026

14 მარტი ჩვენი ასოციაციის მომავალი პრეზიდენტის, ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის პულმონოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თსუ თერაპიის დეპარტამენტის პროფესორის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის GARD-ის პროგრამის კოორდინატორის კავკასიაში, მედიცინაში ეროვნული პრემიის ლაურეატის, თბილისის და ვანის საპატიო მოქალაქის, თანამედროვე ქართული პულმონოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებლის თამაზ მაღლაკელიძის დაბადების დღეა.

უდიდესია მისი როლი ქვეყანაში რესპირაციული მედიცინის განვითარებაში და აუცილებლად უნდა დავასახელოთ ყველა ის წამოწყება, განხორციელებული პროგრამა თუ სტრატეგია, რაც პროფ. თამაზ მაღლაკელიძემ შემოიტანა და დანერგა საქართველოში:

• მან დაიწყო სპირომეტრიის, როგორც კვლევის აუცილებელი მეთოდის, დანერგვა ამბულატორიულ და სტაციონარულ დაწესებულებებში;
• ჯანმო-ს GARD-ის პროექტის ფარგლებში მან შეისწავლა ფქოდ-ის ეპიდემიოლოგია შერჩეულ რეგიონებში;
• მის სახელს უკავშირდება მასშტაბური საგანანათლებო კამპანიის წარმოება მოსახლეობის ცნობიერების გაზრდისთვის ფილტვის ქრონიკული დაავადებების შესახებ;
• ის იყო თამბაქოს დანებების ხელშეწყობის პფაიზერის პროექტის კოორდინატორი საქართველოში;
• მან შემოიტანა საქართველოში ფილტვის რეაბილიტაციის პროგრამა დიდი ბრიტანეთის ბირმინჰემის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში;
• მისი ავტორობით შეიქმნა ფქოდ-ის დიაგნოსტიკის და მკურნალობის რამდენიმე ეროვნული პროტოკოლი და გაიდლაინი;
• ის წლების განმავლობაში ატარებს სპირომეტრიის სწავლების აკრედიტებულ უპგ პროგრამას, რომლის წყალობით ათობით ექიმმა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან აითვისა რესპირაციული დაავადებების დიაგნოსტიკის ეს აუცილებელი მეთოდი;
• მან დაიწყო პოსტ-კოვიდური რესპირაციული სიმპტომების მქონე პაციენტების მართვის სტრატეგიის შემუშავება მულტინაციონალური პროექტის ფარგლებში;
• ის არის თანაავტორი ქართული-ბრიტანული ერთობლივი პროექტის “პულმონური რეაბილიტაციის სერვისის დანერგვა საქართველოში” ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელოსი “ფქოდ-ის და ფილტვის რეაბილიტაცია”.

უდიდესი პატივისცემით და სიყვარულით ვულოცავთ ბ-ნ თამაზს დაბადების დღეს, კიდევ მრავალი წლის ჯანმრთელ, აქტიურ და ქვეყნისათვის სასარგებლო საქმიანობის წლებს ვუსურვებთ მის საყვარელ ოჯახთან, კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად!

დღეს ჩვენი ასოციაციის ქვემო ქართლის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ინარა დარახველიძის დაბადების დღეა. რამდენიმე წლ...
08/03/2026

დღეს ჩვენი ასოციაციის ქვემო ქართლის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ინარა დარახველიძის დაბადების დღეა. რამდენიმე წლის წინ დავწერეთ, რომ ეს სუპერაქტიური, სუპერპროდუქტიული და სუპერორგანიზებული ადამიანის დაბადების დღე იყო. ზუსტად ასეთი დღესაც ინარა, უფრო მეტიც, კიდევ ორი “სუპერს” ვუმატებთ: სუპერეფექტური და სუპეროზიტიური! და ყველაფერ ამას ყველა ხედავს, ვისაც მასთან თუნდაც ხანმოკლე ურთიერთობა ჰქონია.
ინარას გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა ქვემო ქართლის რეგიონში მუშაობა. მისი მრავალმხრივი პრაქტიკული აქტიურობიდან გამომდინარე ინარა უზარმაზარ როლს ასრულებს ქვემო ქართლში ჩვენი ასოციაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და წევრების მობილიზებაში. დიდი მადლობა მას ასეთი თანადგომისთვის! დიდი სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავთ ინარას დაბადების დღეს, კიდევ მრავალი წლის ხალისიანი სიცოცხლე მის საყვარელ ოჯახთან და ჩვენთან ერთად!

ძვირფასო მეგობრებო,როგორც გაცნობეთ, 2026 წლის 13 თებერვლიდან ჩვენი ასოციაცია გახდა ცენტრალური და სამხრეთ ევროპის ალერგიი...
03/03/2026

ძვირფასო მეგობრებო,

როგორც გაცნობეთ, 2026 წლის 13 თებერვლიდან ჩვენი ასოციაცია გახდა ცენტრალური და სამხრეთ ევროპის ალერგიისა და ასთმის ალიანსის (Central and Southern European Allergy and Asthma Alliance - CSEA3) სრული წევრი. ალიანსი 2026 წლის 7-9 მაისს ვარშავაში მართავს საერთაშორისო კონგრესს. ინფორმაცია კონგრესის და სპიკერების შესახებ კონგრესის ფლაერშია.

ჩვენი ასოციაციის აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ბათუმის იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალის გად...
27/02/2026

ჩვენი ასოციაციის აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ბათუმის იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნაირა ფარტენაძის ვულოცავთ დაბადების დღეს! ნაირა გამორჩეული ფიგურაა აჭარის პედიატრიის ისტორიაში. ის იყო აჭარაში თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული, პედიატრიული გადაუდებელი მედიცინის პირველი დეპარტამენტის ხელმძღვანელი და უდიდესი როლი ითამაშა რეგიონში ამ სერვისის დანერგვაში.
ნაირა ჩვენი დიდი ოჯახის შეუცვლელი და ყველასათვის საყვარელი წევრია, ჩვენი საიმედო დასაყრდენი აჭარაში. მისი სითბო, მზრუნველობა და პროფესიონალიზმი ყოველდღე ასობით ბავშვის ცხოვრებას ანათებს. განსაკუთრებული შრომისმოყვარეობა, კოლეგიალობა, პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობა, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება - ეს მცირე ჩამონათვალია იმ უამრავი დადებითი თვისების, რაც ნაირას აქვს.
დიდი პატივისცემით და სიყვარულით ვულოცავთ ნაირას დაბადების დღეს, დიდი მადლობა მეგობრობის, თანადგომის და ერთგულებისთვის! მრავალი აქტიური, ჯანმრთელი, ბედნიერი და წარმატებული წელი ჩვენთან ერთად!

15 თებერვალი ჩვენი ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, პროფესორ ვახტანგ ქაცარავას დაბადების დღეა. თითქმის 5 ათეული წელი დაუთმო ...
15/02/2026

15 თებერვალი ჩვენი ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, პროფესორ ვახტანგ ქაცარავას დაბადების დღეა. თითქმის 5 ათეული წელი დაუთმო მან ყველაზე კეთილშობილ საქმეს: ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენას. მისი ხელები ათასობით ადამიანს შეეხო, ათასობით ოჯახს მოუტანა სიმშვიდე და იმედი.

ბევრ რამეს მიაღწია ბატონმა ვახტანგმა მისი ცხოვრების მანძილზე: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკის თორაკალური და პულმონოლოგიის დეპარტამენტის ხელძღვანელი, ეროვნული პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი.

ბატონი ვახტანგი თანამედროვე ქართული თორაკალური ქირურგიის ფუძემდებელია, ქირურგიული მკურნალობის უამრავი ინოვაციური მეთოდის და რეკომენდაციის ავტორი. თორაკალური ქირურგიის მიღმა უზარმაზარია
მისი წვლილი ისეთი დარგების განვითარებაში, როგორიცაა პულმონოლოგია, ენდოსკოპია და ონკო-ქირურგია.

გარდა ამისა, ბატონი ვახტანგი საქართველოს ჭეშმარიტი პატრიოტია, უღალატო და საიმედო მეგობარი, სანიმუშო ოჯახის სანიმუშო უფროსი, სამაგალითო კოლეგა და დაუზარელი მრჩეველი.

ჯანმრთელობა, სიხარული, კიდევ უფრო მეტი წარმატება და პროფესიული გამარჯვება, ოჯახის სითბო და მრავალი თაობის ჟრიამული კიდევ მრავალი წელი, ბატონო ვახტანგ! დიდხანს იცოცხლეთ, ენერგიით სავსე და საყოველთაო სიყვარულით გარშემორტყმული!

ძვირფასო მეგობრებო,კიდევ ერთი სიახლე ჩვენი საერთაშორისო ინტეგრაციის გზაზე. 2026 წლის 13 თებერვლიდან ჩვენი ასოციაცია გახდ...
14/02/2026

ძვირფასო მეგობრებო,

კიდევ ერთი სიახლე ჩვენი საერთაშორისო ინტეგრაციის გზაზე. 2026 წლის 13 თებერვლიდან ჩვენი ასოციაცია გახდა ცენტრალური და სამხრეთ ევროპის ალერგიისა და ასთმის ალიანსის (Central and Southern European Allergy and Asthma Alliance - CSEA3) სრული წევრი. ეს პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობაა ჩვენი წევრებისთვის და ევროპის რესპირაციული საზოგადოების ორმაგ წევრობასთან ერთად ახალი პერსპექტივებს ქმნის ამ მიმართულებით.

დიდი სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავთ დაბადების დღეს მარიკა გათენაშვილს, ასოციაციის შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზაცი...
05/02/2026

დიდი სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავთ დაბადების დღეს მარიკა გათენაშვილს, ასოციაციის შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზაციის თანათავმჯდომარეს, ჩვენი დიდი ოჯახის ერთ-ერთ ყველაზე ორგანიზებულ, მოწესრიგებულ, აქტიურ, პოზიტიურ და მოტივირებულ წევრს. მარიკა უკვე თითქმის ორი ათეული წელია ჩვენი მთავარი დასაყრდენია ხაშურში და არა მარტო ხაშურში. მისი მართლაც თავდაუზოგავი შრომით ამ პატარა ქალაქიდან და ახლომდებარე რაიონებიდან უკვე 48 წევრი გვყავს და ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქმისადმი მარიკას ასეთ დამოკიდებულებას და ერთგულებას
მარიკა! გისურვებთ, რომ ჯანმრთელობა არ მოგაკლდეთ, ოჯახში სიხარული და სიმშვიდე იყოს, ხოლო თქვენი საქმიანობა კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდეს რეგიონის ჯანდაცვის სფეროს განვითარებისთვის.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დაბადების დღეს!

04/02/2026

Address

2/6, Liubliana Str
Tbilisi
0159

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgian Respiratory Association posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Georgian Respiratory Association:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram