Elene Otarashvili/ელენე ოთარაშვილი

Elene Otarashvili/ელენე ოთარაშვილი ფსიქოკონსულტანტი 🗣️🧠

🃏🧩🎨მეტაფორული ბარათების კონსულტანტი - მაბ კონსულტანტი

🎓📖🫂სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი

😊ემოციები უმნიშცნელოვანეს როლს ასრულებს ბავშვის განვითარებაში და ქცევის ჩამოყალიბებაში. იქიდან გამომდინარე, რომ დედასთან...
21/09/2025

😊ემოციები უმნიშცნელოვანეს როლს ასრულებს ბავშვის განვითარებაში და ქცევის ჩამოყალიბებაში. იქიდან გამომდინარე, რომ დედასთან მეტი ემოციური ბმა აკავშირებს ბავშვს, მის განწყობაზე დიდ გავლენას ახდენს თავად მშობლის ემოციური მდგომარეობა.
🔎 კვლევებით დადასტურებულია, რომ ემოციურად დისტანცირებული მშობელი, რომელიც უგულებელყოფს ბავშვის ემოციებს და საჭიროებებს, თავად სითბოს ნაკლებად გამოხატავს ბავშვთან, არ ეთამაშება, აქვს დეპრესიული განწყობა - ასეთი მშობლის შვილს, თავად უჭირს ემოციების ჯერ სახელდება და შემდეგ უკვე სწორად გამოხატვა, ასევე უჭირს სხვების ემოციების გაგებაც და შესაბამისად ემპათიას ვერ ავლენს შესაბამის სიტუაციაში, დეზორგანიზებული და ქაოსურია, რადგან უბრალოდ სხვა მოდელი არ აქვს.
🕺ეს ასახვას ჰპოვებს მის ქცევაში და როგორც ემოციურად არის ქაოსურ მდგომარეობაში, ქცევაშიც იგივე გამოვლინდება. ცოტა მკაცრი სტრუქტურის გარემოში მოხვედრისას, დილემის წინაშე დგება: ან უნდა ჩაახშოს ემოციები, ან მიეკრას იარლიყი გარემოს მხრიდან - უსაქციელო და თავხედი, იმ შემთხვევაში თუ მეორე გზას ირჩევს უკვე ცდილობს ამ იარლიყის გამართლებას და ხდება ისეთი როგორი მოლოდინიც აქვს გარემოს.

თუ რაიმე ფორმით გეცნოთ სიტუაცია 👍
#ფსიქოლოგია #ემოციები

😊 Emotions play the most important role in a child’s development and the formation of behavior. Since a child has a stronger emotional bond with the mother, the parent’s emotional state has a major influence on the child’s mood.

🔎 Research has confirmed that an emotionally distant parent, who neglects the child’s emotions and needs, expresses less warmth towards the child, does not play, shows a depressive attitude — such a parent’s child struggles first with naming emotions and later with expressing them correctly, also finds it difficult to understand other people’s emotions and therefore cannot show empathy in appropriate situations, becomes disorganized and chaotic, simply because they have no other model.

🕺 This is reflected in their behavior: just as they are emotionally in a chaotic state, the same is revealed in their behavior. When placed in a somewhat stricter structured environment, they face a dilemma: either suppress emotions, or be labeled by the environment as “naughty” and “rude.” In the second case, they begin to justify this label and become exactly what the environment expects.

If in any way this situation feels familiar 👍

👰‍♂️🤵‍♂️რაღაც ქორწილი იყო, და კაცს ეკითხებიან, აბა მზად ხარ მოიყვანო ქალი რომელიც იზრუნებს ოჯახზე, გაუფრთხილდება ოჯახს, ...
20/09/2025

👰‍♂️🤵‍♂️რაღაც ქორწილი იყო, და კაცს ეკითხებიან, აბა მზად ხარ მოიყვანო ქალი რომელიც იზრუნებს ოჯახზე, გაუფრთხილდება ოჯახს, ისეთი იქნება როგორც შენ გაგიხარდება, სითბოს არ მოგაკლებს, ჭირშიც შენთან იქნება, ლხინშიც და ასე შემდეგ, შემდეგ ქალს ეკითხებიან, აბა შენ მზად ხარ იტვირთო ასეთი პასუხისმგებლობა, იყო თბილი, გაუფრთხილდე ოჯახწ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ორივე რა თქმა უნდა ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე არიან და სიხარულით დასთანხმდნენ, მე პირადად რაც დამაკლდა ის იყო, რომ მთელი პასუხისმგებლობა ქალს აჰკიდეს, მაგრამ ორი სიტყვა არ დასცდათ თავად კაცი რა პასუხისმგებლობას იღებდა.
🎑სურათზე გამოსახული ასახავს ამ რეალობას, სადაც ოჯახის მთავარი მზეჭაბუკი არის ქმარი და ცოლი ვალდებულია იმდენი რამის რომ საკუთარი თავი სად უნდა ჩაამატოს გაურკვეველია.
სხვათაშორის ერთი არაბი გოგოს დაწერილი 📚წიგნი წავიკითხე “იძულებით გათხოვილი” ჰქვია და იქ არის ასე, რომ გოგონებს ზრდიან იმისთვის, რომ კაცებს ემსახუროს მერე, თავად კაცს კი დედა უყვარს ყველაზე მეტად, ცოლი კი მოსამსახურედ და სჭირდება. შემდეგ ეს ცოლები თავის ვაჟებსაც ასე ზრდიან ეგოისტ ნარცისებად, და ეს ციკლი არსად წყდება, სანამ ვინმე არ გამოვა და არ შეწყვეტს ამ ციკლს.
👰‍♂️🤵‍♂️ There was a wedding, and the man was asked: “Are you ready to take a wife who will take care of the family, look after the home, be the way you want her to be, never lack warmth, stand by you in hardship and in joy, and so on?” Then the woman was asked: “Are you ready to take on such responsibility, to be warm, to care for the family, and so on and so forth?” Naturally, both of them were overjoyed, over the moon, and happily agreed.
Personally, what struck me was that all the responsibility was placed on the woman, while not a single word was said about what responsibility the man was taking on.
🎑The picture reflects this reality, where the husband is considered the “main pillar” of the family, while the wife is burdened with so many duties that it’s unclear where she could ever find space for herself.
By the way, I once read a 📚book written by an Arab woman called “Forced to Marry.” In it, she describes how girls are raised to serve men later in life, while men themselves love their mothers the most and treat their wives as if they were servants. Later, these wives raise their sons in the same way—turning them into selfish narcissists. And this cycle never ends, unless someone steps out of it and finally breaks it.

ძალიან მიხარია, როდესაც ჩემი ფსიქოლოგიური სესია, ადამიანზე დადებით კვალს ტოვებს ❤️💖
20/08/2025

ძალიან მიხარია, როდესაც ჩემი ფსიქოლოგიური სესია, ადამიანზე დადებით კვალს ტოვებს ❤️💖

08/08/2025

"სკოლა მხოლოდ კვალიფიკაციის მიღებას არ უნდა ემსახურებოდეს. განათლებამ შენში ინტერესი და მოწოდება უნდა გააღვივოს და შენს ცხოვრებას სიღრმე და სიმდიდრე შემატოს. განათლება უნდა დაგეხმაროს გაუგო საზოგადოებას, რომელშიც ცხოვრობ, და დანიშნულებისა და ღირებულების განცდა მოგცეს. სკოლა უნდა იყოს შენი კარიბჭე, რათა გახდე საზოგადოების ქმედითი, კეთილგონიერი, ბედნიერი და ზრდასრული წევრი." დოქტორი ტარა პორტერი ( კლინიკური ფსიქოლოგი)

25/07/2025

ერთი მსჯელობა მომეწონა წიგნიდან, რომლის ავტორიც კლინიკური ფსიქოლოგია და მინდა რომ გაგიზიაროთ
- "ამოსავალი წერტილი არ უნდა იყოს ის, თუ როგორ გამოიყურები. როგორ გრძნობ, აი რა არის მთავარი. ვიცი, ვიცი, ახლა შეიძლება ამბობ: " თუ კარგად არ გამოვიყურები, თავს კარგად ვერ ვგრძნობ". დიახ, რასაკვირველია, მაგრამ თუ შენთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ კეთილი და ჭკვიანი იყო, თუ მთელ დროსა და ენერგიას ამას ახმარ ან შენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტს გარეგნობა გექცა, ჰო, მაშინ ამაზე სამუშაო გაქვს. გარეგნობა, შეიძლება იყოს შენი პიროვნების ერთ-ერთი ნაწილი, მაგრამ ახლოსაც ვერ მივა იმასთან,რაც ყველაზე მნიშვნელივანია."
ჩემთვის საინტერესო მონაკვეთია, იმიტომ რომ ძალიან ეხმიანება თანამედროვეობას, ჩვენს ყოველდღიურობას. სოციალურ ქსელებში მოდურია ერთგვარად "კარგ ტანზე დგომა" ნაკლებად კი იმის გაგება რამდენად კარგად გრძნობს თავს ე.წ."კარგ ტანზე მდგომი" ადამიანი, შემფასებლურია სოციალური ქსელი და ეს ადამიანების ყოველდრიურობაში იჩენს თავს. კარგი შეფასებისთვის მხიარულება, კარგი შეფასებისთვის კარგი ტანი, კარგი შეფასებისთვის მოდური აზრები და
-სინამდვილეში რა ფასს იხდის ადამიანი ამისთვის, რომ ვირტუალურად ის იყოს ვინც არ არის?!
კმაყოფილდება კი აღიარების მოთხოვნილება, სანამ თავად ადამიანი არ იღებს თავის თავს ისეთს როგორიც არის?! - არა, არ კმაყოფილდება, და ის იძულებულია პირობითად "კარგ ტანზე" იყოს ოღონდ სხვებისგან ჰქონდეს "ვალიდაცია", ოღონდ არ მოუწიოს საკუთარი თავის მოსმენა და არასდროს ჰკითხოს საკუთარ თავს - როგორ გრძნობ თავს?

ახლა მსურს გაგიზიაროთ ორიოდ ჩემი პირადი მოსაზრება რომელიც გარკვეულწილად ცხოვრებისეულადაც ჩამომიყალიბდა, ფსიქოლოგიის გაცნ...
22/07/2025

ახლა მსურს გაგიზიაროთ ორიოდ ჩემი პირადი მოსაზრება რომელიც გარკვეულწილად ცხოვრებისეულადაც ჩამომიყალიბდა, ფსიქოლოგიის გაცნობის შემდეგაც გამიმყარდა.
პირადი საზღვრები ყველა ასაკში მნიშვნელოვანია.
უფროსს თუ უმცროსს, მსუქანს თუ გამხდარს, მდიდარს თუ ღარიბს, ყველას გააჩნია საკუთარი პირადი საზღვარი.
პირადი საზღვარი არის ის რაც პირადი სივრცეს ღობავს.
- ბავშვს, რომელიც ლაპარაკობს, არ ეკითხები რამდენის ჭამა უნდა და შემდეგ აძალებს ბოლომდე შეჭამოს, ის რაც თავად გადაწყვიტე, შესაძლოა შეეჩვიოს მომავალში სხვისი გადაწყვეტილებებით ცხოვრებას;
- ასაკით უკვე დიდი რომ ხარ, ან უფროსი ხარ სამსახურში, ეს იმის უფლებას არ გაძლევს, რომ შენზე უმცროსის პირადი სივრცე დაარღვიო და უპატივცემულოთ გამოთქვა საკუთარი აზრები მის შესახებ, როცა არ გეკითხებიან აზრის გამოთქმას.როგორც უმცროსს არ აქვს იგივეს გაკეთების უფლება. აღნიშნული ქმედება არის თავხედობა და სხვისი საზღვრების უხეში დარღვევა.
- სხვისი წონა;
- სხვისი შემოსავალი;
- სხვისი გამონაყარი;
- სხვისი ცხოვრება ;
ეს ყველაფერი სხვისია და არა ჩემი, შენი ან ჩვენი.
მადლობა ყურადღებისტვის.

13/07/2025

🌄თითოეული ადამიანის სუბიექტური რეალობა, ისე როგორც ცხოვრებისეული გამოცდილება, გარემო და გენეტიკა განსხვავებულია, შესაბამისად მოლოდინებიც განსხვავებული გვიყალიბდება.✨

🤝შეგხვედრიათ ადამიანი, რომელიც მაგალითად🔸 ბევრ სიყვარულს გასცემს;🔸თქვენგან უკითხავად ზედ გყვებათ;მაგრამ თუ თქვენ მის მოლ...
11/07/2025

🤝შეგხვედრიათ ადამიანი, რომელიც მაგალითად
🔸 ბევრ სიყვარულს გასცემს;
🔸თქვენგან უკითხავად ზედ გყვებათ;
მაგრამ თუ თქვენ მის მოლოდინებს არ ამართლებთ, საყვედურებით აგავსებთ, რომ უმადური ხართ, დაუნახავი ხართ, თქვენ მას არ აფასებთ და ა.შ.
სინამდვილეში, ის სითბოს და ზრუნვას ითხოვს თავისი ამ მოქმედებით, ყველაფერი, რასაც ის თქვენთვის აკეთებს, გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად, სურთ რომ მას ანალოგიურად მოექცნენ სხვები, აქვთ წინასწარი მოლოდინი, რომ ზუსტად ისე მოიქცევიან სხვები როგორც თავად, ზუსტად ისე თი ზრუნვის გამოხატულება ექნებათ სხვებსაც, როგორც თავად მას აქვს, ზუსტად ისე შეხედავენ სხვები სამყაროს როგორც თავად უყურებენ. შემდეგ კი, თქვენ თუ ზუსტად მათსავით არ იქცევით ეგოისტებად "მოგნათლავენ" თუმცა საინტერესოა, არის თუ არა ეგოიზმი -
🔸სხვას სთხოვდე ისე იფიქროს და მოიქცეს როგორც თავად ფიქრობ?

✨თუმცა ამასთანავე გახსოვდეთ, ვინც ბევრ სითბოს, ყურადღებას, ზრუნვას იჩენს სხვების მიმართ, ისე რომ სხვებს ეს შეიძლება არც უთხოვიათ, ამის უკან ყოველთვის დგას რაიმე სახის დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება და შევეცადოთ გავუგოთ მათ.
სიყვარულით ელენე

"მენტალურად ჯანმრთელი ადამიანი ისევე ღიზიანდება, როგორც ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანი ხდება ავად. სანერვიულო მხოლოდ მაშინ...
08/07/2025

"მენტალურად ჯანმრთელი ადამიანი ისევე ღიზიანდება, როგორც ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანი ხდება ავად. სანერვიულო მხოლოდ მაშინაა, როცა გამოკეთება ვერ ხდება".
ფსიქოლოგი ლიზა დამური

👉❓რამდენად ხშირად ხართ გაღიზიანებული?

🫵შენ გაქვს უფლება გქონდეს ნებისმიერი სახის ემოცია;🫵შენ გაქვს უფლება გამოხატო შენი შეგრძნება და ემოცია ისე, რომ არ: ❌გააუ...
02/07/2025

🫵შენ გაქვს უფლება გქონდეს ნებისმიერი სახის ემოცია;
🫵შენ გაქვს უფლება გამოხატო შენი შეგრძნება და ემოცია ისე, რომ არ: ❌გააუფასურო სხვა;
❌ შეურაცხყო სხვა;
❌დააკნინო სხვა;
❌დაარღვიო სხვისი უფლება და საზღვრები;
💁თავად ემოცია ან შეგრძნება კი არ არის პრობლემა, არამედ არის როგორ გამოვხატავთ მას.
✨სხვისი პატივისცემა იწყება მისი შეხედულებების პატივისცემით, გაგებით, მიღებით და გათვალისწინებით და არა საკუთარი "ღვაწლის" წარმოჩენით. რა სჭირდება მეორე ადამიანს, ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობაში არის კომუნიკაცია და ერთმანეთის საჭიროებების და მოთხოვნილებების გაგება და არა საკუთარი წარმოდგენების აბსოლიტურ ჭეშმარიტებად მიღება და სხვაზე თავს მოხვევა. იმის გააზრება რომ ერთსა და იმავე მოვლენას შეუძლებელია ორი ან მეტი ადამიანი აუცილებლად ერთნაირად აღიქვამდეს და გრძნობდეს, ამის გაგება და დანახვა ძალიან მნიშვნელოვანია.
კარგ დღეს გისურვებთ! 🫶

 #სხვასთანშედარება  #ფსიქოლოგია  #მოტივაციაგამუდმებით სხვასთან შედარება სიხარულს გვართმევს და გვიკარგავს საკუთარი დადები...
28/02/2025

#სხვასთანშედარება #ფსიქოლოგია #მოტივაცია
გამუდმებით სხვასთან შედარება სიხარულს გვართმევს და გვიკარგავს საკუთარი დადებითი მხარეების და რესურსების დანახვის შესაძლებლობას. უმნიშვნელოვანესია შევინარჩუნოთ საკუთარ თავზე დადებითი დამოკიდებულება და გვახსოვდეს ყოველთვის, რომ ჩვენ ვართ უნიკალურები, რაც ნიშნავს, რომ ყველას გვაქვს რაღაც კარგი და გამორჩეული მხარე, რომელიც სხვას შეიძლება არც ჰქონდეს, შესაბამისად უნდა ვკონცენტრირდეთ და დავაფასოთ ის, რაც გვაქვს, რაც კარგად გამოგვდის, რა რესურსებს და შესაძლებლობებსაც ვფლობთ, მხოლოდ ასე დავინახავთ ახალ ჰორიზონტებს და შესაძლებლობებს.ხოლო თუ გამუდმებით სხვას შევადარებთ საკუთარ თავს, ვკონცენტრირდებით იმაზე, რაც არ გვაქვს, უარყოფით განწყობებს გამოიწვევს ჩვენში, ეს კი მეტ უარყოფით აზრს მოიზიდავს ჩვენს თავზე, ამ დროს კი სიხარულის განცდა ხელიდან გვისხლტება. სიხარული, რომელსაც იწვევს მადლიერება, საკუთარი თავის მიღება, საკუთარი ღირსებების და მიღწევების აღიარება, საკუთარი უნიკალურობის გააზრება და იმის დანახვა, რომ ყველას საკუთარი ტემპი აქვს ცხოვრებაში, ყველას საკუთარი გზა აქვს და თითოეული ჩვენგანი საკუთარ უნიკალურ კვალს ტოვებს ამ სამყაროში.

შენ ხარ გამორჩეული!
ყველაფერი შესაძლებელია რაც გულით გსურს და რისთვისაც იშრომებ!

პ.ს. მომენატრა თქვენთან კომუნიკაცია 💟❤️

❤️❤️
03/11/2024

❤️❤️

🍁აზროვნების აკადემიის ბაღში შემოდგომის მხიარული და შემეცნებითი კვირეულია

კვირეულის მესამე დღე “სასაცილო ვარცხნილობის” დღედ გამოვაცხადეთ და მართლაც ბევრი ვიცინეთ. 😍

ამ აქტივობის მთავარი მიზანი კარგი განწყობა, მასწავლებლებთან ერთად მშობლებისა და შვილების ერთობლივად შექმნილი ვარცხნილობების წარდგენა იყო. 👧👦

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Elene Otarashvili/ელენე ოთარაშვილი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Elene Otarashvili/ელენე ოთარაშვილი:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category