09/07/2019
Glitter Party – ასე ერქვა Beauty Magazine-ის პირველ ოფიციალურ წარდგენას, რომელიც 5 ივლისს, კრწანისის რეზიდენციის კომპლექსში გაიმართა. სტუმრებს Beauty Magazine-მა სიბრჭყვიალე, საზაფხულო ფერები, პოზიტიური განწყობა და ულამაზესი გარემო დაახვედრა. სტუმრებს შორის იყვნენ გამოცემის პარტნიორები, მედიის წარმომადგენლები, ექიმები, ესთეტიკური მედიცინის სფეროს წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. ღონისძიების ძირითად ნაწილში სარედაქციო გუნდმა შეკრებილ საზოგადოებას გამოცემის მიზანი და სამომავლო გეგმები გააცნო. ამის შემდეგ კი მოხდა პრიზების გათამაშება, რომლებიც პარტნიორებმა სპეციალურად ამ დღისთვის დააწესეს. მათ შორის იყო „თაიმის,“ “პანდორას,” „პრემიერ სპა და დიბი ცენტრის,“ „ორგანიკ ლაბის,“ „ნეო ნეოს,“ „სოლო პერ ტეს,“ „კიკალა სტუდიოს“, ფარმაცევტული კომპანია „არტფარმას,“ „ერგოლაინის,“ „ჯიპისის,“ „პე ეს პეს,“ “ბოდი ქეას,“ „ტიფანი ბარი და ტერასას,“ „კეუნის“, “ფარმსახლის,“ „ავერსისა“ და Beauty and the box-ის საჩუქრები.
ღონისძიების მთავარი პარტნიორი იყო „ვიადერმი“ – პირველი ნუტრიკოსმეტიკური ბრენდი საქართელოში.
საღამოს მუსიკალურად აფორმებდა DJ ანა სიუ.