Dr. Nino Gzirishvili, Neurologist

Dr. Nino Gzirishvili, Neurologist 👩🏼‍⚕️

📌
28/06/2025

📌

გერმანულ-ქართული თანამშრომლობა - თავის ტვინის კვლევის ხელშეწყობა საქართველოში.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „კლინიკების თანამშრომლობის“ პროგრამის ფარგლებში გერმანია ხელს უწყობს სამედიცინო და ჯანმრთელობის დაცვის სფეროს განვითარებას საქართველოში.

ასეთი პარტნიორობა არსებობს თბილისის ამერიკულ ჰოსპიტალს, თბილისის კავკასიის სამედიცინო ცენტრსა და ბერლინის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკას შორის. პროექტის ხელმძღვანელია პროფესორი დოქტორი თენგიზ გლოველი. პროექტი ამჟამად საქართველოში ეპილეფსიის დიაგნოსტიკის გაუმჯობესებისა და ეპილეფსიის ქირურგიის, როგორც ეპილეფსიის წამლებისადმი რეზისტენტული ფორმების სამკურნალო საშუალებად დამკვიდრების შესაძლებლობას იძლევა.

შარიტეს სამედიცინო კოლეგების მხარდაჭერით თბილისში რეგულარულად ტარდება აუცილებელი წინასაოპერაციო დიაგნოსტიკა და ოპერაციები. ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებზე უკვე ჩატარებულმა ოპერაციებმა შესანიშნავი შედეგი აჩვენა.

გარდა ამისა, პროგრამის მხარდაჭერით, თბილისის ამერიკულ ჰოსპიტალში მოეწყო თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორია, რომელშიც მკვლევარ მეცნიერებს საშუალება აქვთ, ქსოვილის ნიმუშების გამოყენებით ჩაატარონ კვლევები ეპილეფსიის სფეროში.

მკვლევარებსა და ექიმებს ვუსურვებთ წარმატებებს!

დამატებითი ინფორმაცია კლინიკებს შორის პარტნიორობის შესახებ იხილეთ აქ: https://klinikpartnerschaften.de/

Deutsch-Georgische Zusammenarbeit - Unterstützung der Hirnforschung in Georgien

Im Rahmen des GIZ-Programms „Klinikpartnerschaften“ unterstützt Deutschland die Entwicklung des Medizin- und Gesundheitsbereichs in Georgien.

Eine Klinikpartnerschaft besteht zwischen dem American Hospital Tbilisi sowie dem Caucasus Medical Centre in Tbilisi und der Charité-Universitätsmedizin Berlin (Projektleiter Prof. Dr. Tengis Gloveli). Sie ermöglicht jetzt die Verbesserung der Epilepsiediagnostik in Georgien und die Etablierung epilepsiechirurgischer Eingriffe als Behandlungsmöglichkeit für pharmakoresistente Epilepsieformen.

Mit Unterstützung der klinischen Kolleg*innen aus der Charité werden regelmäßig notwendige prächirurgische Diagnostik und operative Eingriffe in Tbilisi durchgeführt. Die bereits bei Epilepsiepatient*innen durchgeführten Operationen haben hervorragende Ergebnisse gezeigt.

Zudem wurde mit Unterstützung des Förderprogramms an dem American Hospital Tbilisi ein Labor mit moderner Ausrüstung eingerichtet, in dem die forschenden Wissenschaftler*innen die Möglichkeit haben, anhand von Gewebeproben im Bereich der Epilepsie zu forschen.

Wir wünschen den Forschenden und Ärzt*innen weiter viel Erfolg!

Weitere Informationen zu den Klinikpartnerschaften finden Sie hier: https://klinikpartnerschaften.de/

წლის განმავლობაში ერთხელ ბერლინ-ბრანდენბურგის აკადემიაში იმართება ეპილეფსიის კოლოქვიუმი, რომელშიც მონაწილეობენ ბერლინის ...
25/06/2025

წლის განმავლობაში ერთხელ ბერლინ-ბრანდენბურგის აკადემიაში იმართება ეპილეფსიის კოლოქვიუმი, რომელშიც მონაწილეობენ ბერლინის ეპილეპტოლოგები. ღონისძიების მიზანია კლინიკური გამოცდილების გაზიარება და განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ "წარუმატებელ" შემთხვევებს, რომლებმაც არათუ არ გამოიღო მოსალოდნელი შედეგი, არამედ საყურადღებო დიაგნოსტიკურ ან თერაპიულ გამოწვევებს უკავშირდება.

ვისურვებდი ასეთ შეხვედრებს თბილისში :)

24/06/2025
დიდი ბრიტანეთში ყოველ კვირას, მინიმუმ 21 ადამიანი იღუპება ეპილეფსიასთან დაკავშირებული მიზეზებით, რომელთაგან მრავალი კლას...
06/06/2025

დიდი ბრიტანეთში ყოველ კვირას, მინიმუმ 21 ადამიანი იღუპება ეპილეფსიასთან დაკავშირებული მიზეზებით, რომელთაგან მრავალი კლასიფიცირდება როგორც ეპილეფსიით მოულოდნელი უეცარი გარდაცვალება (SUDEP). მიუხედავად იმისა, რომ ხშირად აღინიშნება გულისცემისა და სუნთქვის ცვლილებები, ჯერ კიდევ უცნობია, რატომ აქვთ ზოგიერთ პაციენტს მაღალი რისკი SUDEP-ისთვის.

ამ პრობლემის გასარკვევად, Epilepsy Research Institute-ის “გარდაცვალება, ავადმყოფობა და რისკი” თემატიკის ფარგლებში, 2024 წლის სექტემბერში ჩატარდა მრავალდარგოვანი SUDEP-ის სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის ძირითადი შედეგები — კვლევის პრიორიტეტები და რეკომენდაციები — ახლა უკვე გამოქვეყნებულია ჟურნალში Epilepsy & Behavior სტატიაში სათაურით:
“Epilepsy Research Institute UK SUDEP Workshop: პრეკლინიკური და კლინიკური SUDEP კვლევის პრიორიტეტების იდენტიფიცირება.”

მიუხედავად იმისა, რომ ინსტიტუტის დაფინანსებით უკვე მიმდინარეობს SUDEP-ის მექანიზმების შესწავლა, კვლავ ცოტაა ცოდნა იმაზე, თუ რატომ აქვთ ზოგიერთებს უფრო მაღალი რისკი.
შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები: საბაზისო მეცნიერების მკვლევრები, კლინიკოსები, კლინიკური მკვლევრები, საქველმოქმედო ორგანიზაციების წევრები, SUDEP-ით დაზარალებულების ოჯახები და ეპილეფსიით დაავადებული ადამიანები.

ძირითადი შინაარსი და რეკომენდაციები სტატიიდან:
• შეინიშნებოდა მნიშვნელოვანი კვლევითი ხარვეზები, როგორც პრეკლინიკურ, ისე კლინიკურ დონეზე.
• სტატიაში ჩამოყალიბებულია რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს ამ ხარვეზების აღმოფხვრას.
• ყურადღება გამახვილებულია ინფრასტრუქტურის შექმნაზე, რომელის მონაცემებზე დაყრდნობით SUDEP-ის რისკის შემცირებას შეუწყობს ხელს.

კონკრეტული რეკომენდაციები:
• პრეკლინიკური კვლევების გაძლიერება, რაც საჭიროებს საერთაშორისო ინსტიტუციურ თანამშრომლობას და ექსპერტების ჩართვას კარდიოვასკულარული და რესპირატორული მეცნიერების დარგებიდან.
• აუცილებელია უკეთ გავიგოთ SUDEP-ის საერთო მექანიზმები, როგორიცაა: სუნთქვის დათრგუნვა, აუტონომიური დისფუნქცია და გულის არასტაბილურობა. ეს ცოდნა წინაპირობა იქნება პრევენციული ზომების განსავითარებლად.
• საჭიროა მკვლევარებმა შეისწავლონ, როგორ გადაეცემა პაციენტებს ინფორმაცია SUDEP-ის რისკზე და როგორ შეიძლება კომუნიკაციის გაუმჯობესება ინდივიდზე მორგებულად.
• მნიშვნელოვანია რისკფაქტორების გათვალისწინება, რომლებიც შეიძლება შეიცვალოს ცხოვრების წესით ან მკურნალობით. ასეთი ინფორმაცია დაეხმარება ექიმებს განსაზღვრონ როდის იმყოფება პაციენტი მაღალი რისკის ქვეშ.
• რეკომენდირებულია ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ეპილეფსიით დაავადებული პაციენტების მონაცემების შეგროვებას, სტანდარტიზაციასა და ოპტიმიზაციას სხვადასხვა პლატფორმაზე — როგორიცაა ჯანდაცვის სისტემა, ეპილეფსიის ტვინის ბანკები და ბიობანკები.

სტატიის დასკვნაში ხაზგასმულია, რომ აუცილებელია ფართო სამეცნიერო და საზოგადოებრივ ჩართულობა — მათ შორის პაციენტების, ოჯახის წევრების, საქველმოქმედო ორგანიზაციების, ექიმებისა და სახელმწიფო სტრუქტურების — რათა აღნიშნული რეკომენდაციები წარმატებით განხორციელდეს პრაქტიკაში.

გაინტერესებს უფრო მეტი? გადადი ლინკზე https://www.epilepsybehavior.com/action/showPdf?pii=S1525-5050%2825%2900212-4

📌ძვირფასო კოლეგებო და პაციენტებო! გაცნობებთ, რომ "ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგის ქართული განყოფილების", ფარმ-კ...
21/05/2025

📌ძვირფასო კოლეგებო და პაციენტებო!

გაცნობებთ, რომ "ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგის ქართული განყოფილების", ფარმ-კომპანიებისა და ჯანდაცვის სამინისტროს (კერძოდ, ჯანდაცვის მინისტრისა და მინისტრის პირველი მოადგილის) აქტიური ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, საქართველოში 2025 წლის მაისიდან გაყიდვაშია ორი ახალი თაობის ანტიკონვულსანტი:

1. 💊ოქსკარბაზეპინი
2. 💊ზონისამიდი

გიზიარებთ აფთიაქების მისამართებს, სადაც
პაციენტებს შეეძლებათ ამ წამლების აღება,

პატივისცემით❣️🩺
#გაავრცელეთ

🔴ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგამ (ILAE) განაახლა ეპილეფსიური გულყრების კლასიფიკაცია, რომელიც დაფუძნებულია 2017 ...
20/05/2025

🔴ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგამ (ILAE) განაახლა ეპილეფსიური გულყრების კლასიფიკაცია, რომელიც დაფუძნებულია 2017 წელს შექმნილ ჩარჩოზე.
➡️განახლებული კლასიფიკაცია ინარჩუნებს კრუნჩხვების ოთხ ძირითად კლასს:
✔️ფოკალური
✔️გენერალიზებული
✔️უცნობი (ფოკალური თუ გენერალიზებული)
✔️არაკლასიფიცირებული.

დეტალური ინფორმაციისთვის ⤵️

https://www.ilae.org/updated-classification-epileptic-seizures-2025

🔴 The International League Against Epilepsy (ILAE) has updated the operational classification of epileptic seizures, building upon the framework established in 2017.
➡️The updated classification maintains four main seizure classes:
✔️Focal
✔️Generalized
✔️Unknown (whether focal or generalized)
✔️Unclassified

NXPLEVE/24/P3-6 Study Team
25/04/2025

NXPLEVE/24/P3-6 Study Team

10/04/2025

ძვირფასო პაციენტებო,

მე ვარ მივლინებაში და ჩემთან სატელეფონო კომუნიკაცია 14 აპრილამდე იქნება შეზღუდული. თუ სასწრაფო ან მნიშვნელოვანი საკითხია, რაც დროში ვერ მოითმენს, გთხოვთ დამეკონტაქტოთ მეილზე n.gzirishvili@ahtbilisi.com

Dear Patients,

I would like to inform you that I am currently on a business trip and will not be available until April 14. If you have any urgent or important matters, please feel free to contact me via email at n.gzirishvili@ahtbilisi.com

09/04/2025

Address

უშანგი ჩხეიძის 17
Tbilisi
8603

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Dr. Nino Gzirishvili, Neurologist posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Dr. Nino Gzirishvili, Neurologist:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category