Dr. Koba Tsutskiridze

Dr. Koba Tsutskiridze Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Dr. Koba Tsutskiridze, Medical and health, თბილისი, დიღომი ჩაჩავას ქ. №7, Tbilisi.

🔴  ნაღველკენჭოვან დაავადებას ახასიათებს მწვავე, შეტევითი და ძლიერი ტკივილი, რომელიც მარჯვენა ფერდქვეშა არეში, ღვიძლთან ა...
05/01/2026

🔴 ნაღველკენჭოვან დაავადებას ახასიათებს მწვავე, შეტევითი და ძლიერი ტკივილი, რომელიც მარჯვენა ფერდქვეშა არეში, ღვიძლთან ახლოს იწყება და ვრცელდება ზურგსა და ბეჭზე.
ხშირ შემთხვევაში კენჭოვან ჭვალს თან სდევს გულისრევის შეგრძნება და ღებინება.
ტკივილის სიძლიერიდან გამომდინარე, ზოგჯერ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტის მიღება ხდება აუცილებელი.
თუ შეტევა კენჭის დაძვრისა და მისი გაჭედვის შედეგად განვითარდა, შესაძლო გართულებაა - კანისა და სკლერების სიყვითლე და ტემპერატურის მომატება.​

🌲საკმაოდ აქტუალური პრობლემაა, განსაკუთრებით დღესასწაულების შემდეგ. ტკბილეული, ცომეული, ცხიმიანი, ცხარე საკვების მიღების შემდეგ, იმატებს შეტევების სიხშირე.

🟢 ნაღველკენჭოვანი დაავადება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ნაღვლის ბუშტსა და სანაღვლე გზებში კენჭების გაჩენით. ნაღვლის კენჭები კრისტალური სტრუქტურებია, რომლებიც შესაძლოა, წარმოდგენილი იყოს როგორც ერთეული, ისე მრავლობითი სახით და არა მარტო ნაღვლის ბუშტში, არამედ ღვიძლსა და ნაღვლის სადინარებშიც.

ნაღველკენჭოვანი დაავადების გამომწვევი ძირითადი ფაქტორებია:

✔️ ნივთიერებათა ცვლის დარღვევა - კერძოდ, ქოლესტერინის, ნაღვლის მჟავებისა და ფოსფოლიპიდების პროცენტული თანაფარდობის შეცვლა;

✔️ ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ანთებითი ცვლილებები;

ეს დაავადება შეიძლება დაემართოს ყველას, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, თუმცა შედარებით იშვიათია ბავშვებსა და მოზარდებში და ძირითადად, 30 წლის ზემოთ ემართებათ.

როგორ დავადგინოთ გვაქვს თუ არა ნაღველკენჭოვანი დაავადება❓

აუცილებელია მუცლის ღრუს მიმოხილვითი ექოსკოპიური გამოკვლევა და ლაბორატორიული კვლევები.

თუ დადგინდება ნაღველკენჭოვანი დაავადების დიაგნოზი, გართულებების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია დროული მკურნალობა.

✅ უალტერნატივოა ოპერაციული მკურნალობა. ძირითადად ეს ოპერაცია კეთდება ლაპაროსკოპიული მეთოდით.

კლინიკა ახალი სიცოცხლე
📞 0322 12 25 25 📲 593 09 00 99
📍 დიღომი, გივი ჟვანიას ქ. 7

25/12/2025

📣 კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ბარიატრიული გუნდი

კლინიკა „ახალი სიცოცხლე“-ში ბარიატრიული მკურნალობა ეფუძნება პაციენტზე მორგებულ, გუნდურ მიდგომას, სადაც თითოეული ნაბიჯი წინასწარ არის გააზრებული და კოორდინირებული.

👨‍⚕️👩‍⚕️ ბარიატრიული გუნდი აერთიანებს:
• ბარიატრიულ ქირურგს
• ენდოკრინოლოგებს
• ანესთეზიოლოგს

თუმცა მკურნალობა მხოლოდ ოპერაციით არ შემოიფარგლება. თითოეული პაციენტი იმყოფება მულტიდისციპლინური გუნდის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, რომელშიც ჩართული არიან:
• ენდოკრინოლოგი
• კარდიოლოგი
• თერაპევტი
• ფსიქოლოგი
• ნუტრიციოლოგი

🔹 ეს ნიშნავს სრულყოფილ შეფასებას ოპერაციამდე
🔹 უსაფრთხო და კონტროლირებულ პროცესს ოპერაციის დროს
🔹 და გრძელვადიან მხარდაჭერას ოპერაციის შემდეგ

ჩვენი მიზანია არა მხოლოდ წონის შემცირება, არამედ ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ცხოვრების ხარისხის ამაღლება და შედეგის შენარჩუნება.

🔗 https://shorturl.at/DW8ZB

კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ თქვენზე მორგებული გზა ჯანმრთელი ცხოვრებისკენ

📍 დიღომი, გ. ჟვანიას 𝟳

დაჯავშნეთ ვიზიტი ახლა 👉 +𝟵𝟵𝟱 𝟯𝟮𝟮 𝟭𝟮 𝟮𝟱 𝟮𝟱

გისურვებთ ჯანმრთელობას!

23/12/2025
04/12/2025
📣სპეციალური შეთავაზება ბარიატრიულ ოპერაციებზე კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“! 💙 30%-იანი ფასდაკლება ბარიატრიულ ოპერაციებზე — ...
02/12/2025

📣სპეციალური შეთავაზება ბარიატრიულ ოპერაციებზე კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“!
💙 30%-იანი ფასდაკლება ბარიატრიულ ოპერაციებზე — შენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა ახლა უფრო მარტივია!
💙 ჭარბწონიანი პაციენტებისთვის პირველადი კონსულტაცია უფასოა!
პროფესიონალი ექიმის კონსულტაცია, ინდივიდუალური მიდგომა და სრული სამედიცინო მხარდაჭერა — ყოველი დეტალი დაგეგმილია შენი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის.
კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ გთავაზობთ ბარიატრიული ქირურგიის თანამედროვე მეთოდებს:
✅ სლივ-გასტრექტომია
✅ კუჭის მინი ბაიპასი
✅ გასტრო-შუნტირება
✅ რეკონსტრუქციული ოპერაციები
ვისთვის არის რეკომენდებული?
ჭარბი წონის მქონე პაციენტებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა დიეტამ/ფიზიკურმა აქტივობამ ვერ მისცა შედეგი ან ისევ მოხდა წონის მომატება.
ასევე ვინც უჩივის ჭარბი წონით განპირობებულ თანმხლებ დაავადებებს — დიაბეტი ტიპი 2, არტერიული ჰიპერტენზია, ძილის აპნოე და სხვა. საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება პირადი კონსულტაციის შემდეგ.
გადადგი ნაბიჯი ჯანმრთელი ცხოვრებისკენ — ჩვენთან ეს შესაძლებელია 💙
კლინიკა ახალი სიცოცხლე
📞 0322 12 25 25 📲 593 09 00 99
📍 დიღომი, გივი ჟვანიას ქ. 7

👨‍⚕️ ჩატარდა მორიგი წარმატებული ბარიატრიული ოპერაცია.პაციენტს წარსულში მუცლის ღრუზე ღია წესით ჩატარებული ჰქონდა ოპერაცია...
01/12/2025

👨‍⚕️ ჩატარდა მორიგი წარმატებული ბარიატრიული ოპერაცია.
პაციენტს წარსულში მუცლის ღრუზე ღია წესით ჩატარებული ჰქონდა ოპერაცია, რაც დამატებით სირთულეს ქმნიდა. მიუხედავად ამისა, ლაპაროსკოპიული მეთოდით ჩაუტარდა სლივგასტრექტომია.

კიდევ ერთი კმაყოფილი პაციენტი — წინ ელოდება აქტიური წონის კლების 18 თვე👍
აუცილებლად გაგიზიარებთ შედეგებსაც🦾

01/11/2025

#ბარიატრია
#სიმსუქნე

🛡 მუცლის თიაქარი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. თიაქარი - მუცლის ღრუს ბუნებრივი ხვრელებიდან ან მუცლის ფარის ს...
26/10/2025

🛡 მუცლის თიაქარი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. თიაქარი - მუცლის ღრუს ბუნებრივი ხვრელებიდან ან მუცლის ფარის სუსტ ადგილებში, მუცლის ღრუს შინაგანი ორგანოების თიაქრული გამობერილობის სახით კანქვეშ გამოსვლაა. არსებობს სხვადასხვა სახის თიაქარი - ყველაზე ხშირად გვხვდება:
● საზარდულის თიაქარი;
● ეპიგასტრული - მუცლის შუა ხაზის;
● ჭიპის თიაქარი;
● პოსტ-ოპერაციული (ანუ მუცლის ღრუს სხვადასხვა გადატანილი ოპერაციების შემდგომ განვითარებული) თიაქარი;
● ბარძაყის თიაქარი.
არსებობს შინაგანი თიაქრებიც: დიაფრაგმის ხვრელის, ტრეიტცის (პარადუოდენალური, ტრეიტცის იოგის მიმდებარე) და სხვა.
თიაქრის განვითარებას ხელს უწყობს მუცლის ღრუს შიდა წნევის ზრდა, რასაც თავის მხრივ, იწვევს ორსულობა, სიმძიმეების აწევა, ხშირი ყაბზობა, ძლიერი ჭინთვა, ქრონიკული ხველა. ჩვეულებრივ, თიაქარი ვლინდება მუცლის წინა კედელზე გამობერილობის სახით, რომელიც, როგორც წესი, წოლის დროს ქრება ან ზომაში მცირდება. დროთა განმავლობაში კი ამ გამობერილობამ შესაძლოა დიდ ზომებსაც მიაღწიოს. პაციენტები ხშირად უჩივიან დისკომფორტს და ტკივილს.
💡 თიაქრის მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ ქირურგიული: ლაპაროსკოპიული და ღია ტრადიციული მეთოდებით.
ლაპაროსკოპიული ოპერაცია ზოგადი ანესთეზიით ტარდება. ოპერაციის ამ მეთოდს ღია ოპერაციასთან შედარებით ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს.

კლინიკა ახალი სიცოცხლე
📞 0322 12 25 25 📲 593 09 00 99
📍 დიღომი, გივი ჟვანიას ქ. 7

24/10/2025

📣 კლინიკა ,,ახალი სიცოცხლე’’ გთავაზობთ ფარისებრი ჯირკვლის სრულ სკრინინგს!

👇 თუ გაწუხებთ:
• ყლაპვის გაძნელება ან მოხრჩობის შეგრძნება
• გახშირებული გულისცემა
• უეცარი წონის ცვლილება
• მუდმივი დაღლილობა, ძილიანობა
• ემოციური ლაბილობა
• თმის ცვენა, მტვრევადი ფრჩხილები
• კვანძოვანი წარმონაქმნი ყელის არეში

არ გადადოთ ვიზიტი სპეციალისტთან

კლინიკა ,,ახალი სიცოცხლე’’ გთავაზობთ სპეციალური შეთავაზების ფარგლებში :
✅ ენდოკრინული ქირურგის კონსულტაციას
✅ ფარისებრი ჯირკვლის მაღალტექნოლოგიურ ექოსკოპიას ელასტოგრაფიული მეთოდით (ეს დაგვეხმარება კვანძების უკეთ შეფასებაში!)
✅ TSH (თირეოტროპული ჰორმონის) დონის განსაზღვრას სისხლში

საჭიროების შემთხვევაში, ადგილზევე ჩატარდება ფარისებრი ჯირკვლის დამიზნებითი ასპირაციული ბიოფსია ციტოლოგიური კვლევით.

არ გადადოთ თქვენი ჯანმრთელობა! დროული დიაგნოსტიკა წარმატებული მკურნალობის საწინდარია.

📲 0322 12 25 25

📍 დიღომი, გივი ჟვანიას ქ. 7

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Address

თბილისი, დიღომი ჩაჩავას ქ. №7
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Dr. Koba Tsutskiridze posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram