22/11/2025
„მედიცენტრმა“ ნეირო ბალანსირების ცენტრთან მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმის საფუძველზე, 12–13 დეკემბერს საქართველოში ჩამოვა პროფესორი ერდალ კარაოზი - ღეროვანი უჯრედების გენური თერაპიის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი და ამ სფეროში საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული სპეციალისტი.
პროფესორი კარაოზი მუშაობს რეგენერაციული მედიცინის, ღეროვანი უჯრედების და გენური თერაპიის კვლევებზე. იგი არის ასობით სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებსა და პროფესიულ ასოციაციებში და მრავალი ინოვაციური თერაპიული მეთოდის შემქმნელია.
საქართველოს ვიზიტის ფარგლებში პროფესორი ჩაატარებს კონსულტაციებსა და შეფასებებს შემდეგი პაციენტებისთვის:
• ცერებრული დამბლის მქონე ბავშვები
• აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები
• ნევროლოგიური და გენური თერაპიის მიმართულებით სხვა საჭიროების მქონე პაციენტები
📞 ჩასაწერად დაუკავშირდით:
• 598 15 28 98 – თათია თოთიაური
• 555 55 17 10 – ქრისტინე საკანდელიძე