Givi Saralidze

  • Home
  • Givi Saralidze

Givi Saralidze გივი სარალიძე ექიმი, უმაღლესი სკოლის დამსახუბული პედაგოგი, პროფესორი და პოეტი

ᲙᲐᲮᲣᲠᲘ ᲚᲔᲥᲡᲘვუძღვნი ფარნავაზ სეფაშვილსსავსე ხარ ჯანით, სიბრძნით, სიკეთითღმერთთან რაღა გაქვს შენ სათხოვარი,ჩემო ფარნავაზ!...
15/03/2025

ᲙᲐᲮᲣᲠᲘ ᲚᲔᲥᲡᲘ

ვუძღვნი ფარნავაზ სეფაშვილს

სავსე ხარ ჯანით, სიბრძნით, სიკეთით
ღმერთთან რაღა გაქვს შენ სათხოვარი,
ჩემო ფარნავაზ! კახური ლექსი
მიიღე ჩემგან შენ სახსოვარი.

მწვანე მდელოზე გაშლილი სუფრა
ალაზნის პირას ცივ რუსთან გელის,
კახურით შევსვათ სადიდებელი
ღმერთის, სამშობლოს და რუსთაველის.

დოქიდან ჯამში ჯამიდან ჯანში,
გადაინაცვლებს სუფრის მშვენება,
აგამღერებს და ეს არემარეც
სამოთხის ბაღად მოგეჩვენება.

გაგეყრებიან მძიმე ფიქრები,
თვალი მოუხმობს იებს და ვარდებს,
გულში სიამე დაისავანებს,
სული ზეცაში გაინავარდებს.

ვინ დაითვალოს ამ თბილ მიწაზე
დღეს მერამდენედ ყვავილობს ვაზი,
არსად მიგრძვნია დამათრობელი
სხვა რამ სურნელი იმაზე ნაზი.

პურ-ღვინო ჩვენი თანამგზავრია,
მაღალმა ღმერთმა ასე ინება,
ასე ყოფილა, ასეა დღესაც
და მომავალშიც ასე იქნება.

მზის საყვარელო ტკბილო კახეთო
აყვავებულო იმერ-ამიერ,
დიდება შენდა! მშვიდობა შენდა!
მრავალჟამიერ! მრავალჟამიერ!

ᲐᲜᲓᲔᲠᲫᲘ ᲨᲕᲘᲚᲔᲑᲡჩემი სიცოცხლეც იმ სანთელივითდადნება, მარად ხომ ვერ იალებს,თქვენი ღიმილი წაჰყვება წამლადამ ჩემ ტანჯული გულ...
17/10/2024

ᲐᲜᲓᲔᲠᲫᲘ ᲨᲕᲘᲚᲔᲑᲡ

ჩემი სიცოცხლეც იმ სანთელივით
დადნება, მარად ხომ ვერ იალებს,
თქვენი ღიმილი წაჰყვება წამლად
ამ ჩემ ტანჯული გულის იარებს.
გემუდარებით, ნუ დამიტირებთ,
არ გაიკაროთ გულზედ ნაღველი,
სიკვდილის მერეც იმას ვინატრებ
არ ვნახო თქვენი ცრემლის მნახველი.

- გივი სარალიძე

ᲐᲜᲐᲙᲚᲘᲐსად ენგურის გზა მთავრდებადა იწყება ზღვა ბრიალა,ანაკლია გადაშლილადა კოლხეთის ტყე შრიალა.მის წალკოტში მოლივლივესმე ...
27/08/2024

ᲐᲜᲐᲙᲚᲘᲐ

სად ენგურის გზა მთავრდება
და იწყება ზღვა ბრიალა,
ანაკლია გადაშლილა
და კოლხეთის ტყე შრიალა.

მის წალკოტში მოლივლივეს
მე სამოთხე არ მაკლია,
გიმღერ სკანი გულ ვაფორო
ჩემო ტკბილო ანაკლია.

მზის და მთვარის შვილობილო
ფერ ზურმუხტო გარს გაკრია,
თეთრ გედების საბუდარო,
საოცნებო ანაკლია.

იქ მესტუმრეთ, გაგიღიმებთ
ჩემი სახლის წინა ხედი,
ჩემი ეზოც გაგიღიმებთ,
სიყვარულით მინახედი.

სად ენგურის გზა მთავრდება
და იწყება ზღვა ბრიალა
ანაკლია გადაშლილა
და კოლხეთის ტყე შრიალა.

- გივი სარალიძე

ᲛᲖᲔმზე მოეფერა ფუტკარს,ფუტკარმა მზე დალოცა,შენც დაგლოცავენ მაშინმოეფერები როცა.მზე მოეფერა მერცხალსმერცხალმა სხივს აკოცა...
14/08/2024

ᲛᲖᲔ

მზე მოეფერა ფუტკარს,
ფუტკარმა მზე დალოცა,
შენც დაგლოცავენ მაშინ
მოეფერები როცა.

მზე მოეფერა მერცხალს
მერცხალმა სხივს აკოცა,
შენც გაკოცებენ ცელქო,
შეგიყვარებენ როცა.

მზე გვინათებს და გვათბობს,
მზე ნუგეშია მიწის,
კაციც მზესა ჰგავს როცა
მან სიყვარული იცის.

- გივი სარალიძე

ᲪᲜᲝᲑᲘᲚ ᲓᲐᲡᲢᲐᲥᲐᲠᲡ        ილიკო თაყაიშვილს!ქარმა წაიღო ბავშვობა ჩემი,არ დამიტოვა იმედი ბედის,ორი რამ დამრჩა ღირსსახსოვარის...
04/08/2024

ᲪᲜᲝᲑᲘᲚ ᲓᲐᲡᲢᲐᲥᲐᲠᲡ

ილიკო თაყაიშვილს!

ქარმა წაიღო ბავშვობა ჩემი,
არ დამიტოვა იმედი ბედის,
ორი რამ დამრჩა ღირსსახსოვარი
სიყვარული და ალერსი დედის.

დედა მითბობდა ლოგინს ძილის წინ,
თან მიყვებოდა ზღაპრებს, არაკებს,
მე სიყვარული მაშინ ვისწავლე,
ეხლაც ის გრძნობა მალაპარაკებს.

სიკვდილ სიცოცხლე მონაცვლეობენ,
და ეს მოვლენა არის მარადი,
დედის სიკვდილმა გამომილია
თუ რამ მებადა ცრემლთა მარაგი.

ამდენ ტკივილებს, შხამიან ისრებს
როგორ გაუძლო ძმაო ილიკო,
დიდი ხნით ადრე გავცივდებოდი
რომ სიყვარული არ ყოფილიყო.

დიდმა გამჩენმა ქვეყნად ყველაფერს
შესაფერისი დაუდო ზღვარი,
მაგრამ მერწმუნე ძმაო ილიკო
ნამდვილ სიყვარულს არ აქვს საზღვარი.

დავასხათ ღვინო! ყველამ ვიმღეროთ,
ლურჯი იების სიმღერა ერთი,
სილამაზისთვის! სიყვარულისთვის!
გავჩნდით ამ ქვეყნად, ჩვენთან არს ღმერთი!

- გივი სარალიძე

ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ ᲙᲐᲪᲘᲡᲐხეტიალს ჰგავდა ცხოვრება ჩემი,უკუღმართ დღეთა სიმწუხარეში,ბედი ხან ახლო დამაქროლებდადა ხან შორეულ უცხო მხარ...
04/07/2024

ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ ᲙᲐᲪᲘᲡᲐ

ხეტიალს ჰგავდა ცხოვრება ჩემი,
უკუღმართ დღეთა სიმწუხარეში,
ბედი ხან ახლო დამაქროლებდა
და ხან შორეულ უცხო მხარეში.

ადამის ძეში ვერ ვპოვე ღმერთი,
ვერც ანგელოზი, ვერც სულოწმინდა,
ფარული სევდით გავცქერ ცხოვრებას
და გულგატეხილს ტირილი მინდა.

ბოლო არ უჩანს დღეებს დარდიანს,
დრომ მომიხურა იმედის კარი,
აღარ ემჩნევა ეზოს ვარდიანს
ჩემი ცხოვრების ნაბილიკარი.

ჩუმად მაწვალებს ძველი ჭრილობა,
და უწინდელი კივილი სულის,
მოურჩენელი რაღაც ყოფილა
გამოუთქმელი ტკივილი გულის.

მაწევს ნისლები გარდასულ დღეთა,
მიახლოვდება სიმღერა გედის,
ვით დაცვენილი ფოთლები ხეთა
ჩემიც დამჭკნარა იმედი ბედის.

დედაო ღვთისავ! მზეო მარიამ!
დამინდე მონა სიყვარულისა,
და თუ ცრემლები ხვედრია ჩემი
მაღირსე ცრემლი სიხარულისა.

გივი სარალიძე

მზის სიყვარულით ვცხოვრობდი,ვარდებს ვუფენდი ძმობასა,სიკეთეს კვალში ვედექი,ვსდევდი ანგართა გმობასა.წმინდანებს სანთლებს ვუნ...
01/06/2024

მზის სიყვარულით ვცხოვრობდი,
ვარდებს ვუფენდი ძმობასა,
სიკეთეს კვალში ვედექი,
ვსდევდი ანგართა გმობასა.
წმინდანებს სანთლებს ვუნთებდი,
რა სჯობს ღვთის მადლით თბობასა,
სხვასაც ვურჩევდი ამ ქვეყნად
ამგვარ სიცოცხლით ტკბობასა.

- გივი სარალიძე

ᲒᲖᲔᲑᲘბევრი გზებია ამ ქვეყანაზე,მიწაზე, მის ქვეშ, წყალზე, ჰაერში,განუწყვეტელი მოძრაობაადღეცა და ღამეც, წვიმაში, მტვერშითა...
19/05/2024

ᲒᲖᲔᲑᲘ

ბევრი გზებია ამ ქვეყანაზე,
მიწაზე, მის ქვეშ, წყალზე, ჰაერში,
განუწყვეტელი მოძრაობაა
დღეცა და ღამეც, წვიმაში, მტვერში
თავისი გზა აქვს ყველას, ყველაფერს,
თავის გზით მიდის მზეც, რომ ამოდის,
მეც მაქვს ჩემი გზა, ო, როგორ მიყვარს
ის გზა, რომელიც შენამდე მოდის.

ᲒᲐᲚᲐᲥᲢᲘᲝᲜᲘჩიტმა მიამბო აპრილის დილასრას ჩურჩულებდნენ ველზედ სიონი,რატომ დაარქვა თავის ბიჭუნასდედამ სახელად გალაქტიონი.გა...
13/05/2024

ᲒᲐᲚᲐᲥᲢᲘᲝᲜᲘ

ჩიტმა მიამბო აპრილის დილას
რას ჩურჩულებდნენ ველზედ სიონი,
რატომ დაარქვა თავის ბიჭუნას
დედამ სახელად გალაქტიონი.
გალაქტიკიდან თურმე მიწაზე
მზეს მოჰყოლია ერთი იონი,
იმ იონიდან ერთ მშვენიერ დღეს
წარმოშობილა გალაქტ-იონი.

ფოტო: დიმა სარალიზე

* * *წუთის სოფელში ვცხოვრობდი ჩუმად,თავს ვევლებოდი იებს და ვარდებს,ბედი კი გზებზე მაყრიდა ნამქერსდა გამუდმებით მათოვდა დ...
14/04/2024

* * *
წუთის სოფელში ვცხოვრობდი ჩუმად,
თავს ვევლებოდი იებს და ვარდებს,
ბედი კი გზებზე მაყრიდა ნამქერს
და გამუდმებით მათოვდა დარდებს.

* * *
სილამაზეს და ღიმილს დავეძებ,
მთის მწვერვალზე თუ დაბლა ბარში ვარ,
დღეცა და ღამეც მე ჩემი ქვეყნის
ღვთიურ ფიქრების ტყვეობაში ვარ.

* * *
მე ყვავილები ყველა მიყვარს,
ვარდი იყოს გინდ სოსანი,
ქალის მხიბლავს სათნოება,
არა ტანი საროსანი.

* * *
გონიერსა კაცს ვაღმერთებ,
რაგინდ იყოს გვაროსანი,
წიგნთა მეფედ წიგნი ვცანი
შოთას "ვეფხისტყაოსანი".

* * *
ვინც არ არის კეთილი და
არ აქვს მკერდში სუფთა გული,
არც იმისი სიცოცხლე მწამს,
არც იმისი სიყვარული.

- გივი სარალიძე

ᲡᲘᲪᲝᲪᲮᲚᲔ ᲩᲔᲛᲘაკვნინიდან მომდევს სითბო,სიტკბო დედის და მამის,ამ სიყვარულის ეშხითკაცი გავლოთდი ლამის.სიკეთეს ვთესავ გზებზე...
02/04/2024

ᲡᲘᲪᲝᲪᲮᲚᲔ ᲩᲔᲛᲘ

აკვნინიდან მომდევს სითბო,
სიტკბო დედის და მამის,
ამ სიყვარულის ეშხით
კაცი გავლოთდი ლამის.

სიკეთეს ვთესავ გზებზე,
აროდეს ვფიქრობ ავზე,
დრო მომერია მხოლოდ,
დრომ დამათოვა თავზე.

ოდესღაც ნორჩი კანი
დაჭკნა და დაიღარა,
გულსაც დაეტყო ხანი,
შესუსტდა დაიღალა.

ცხოვრების გზებზე სული
სულ სიყვარულით ვავსე,
სული მინახავს დღესაც,
სული სინათლით სავსე.

მზეც ჩავა და დაისვენებს,
და კვლავ ამოვა მაღლა,
მხოლოდ სიყვარულს ჩემსას
არ უწერია დაღლა.

- გივი სარალიძე

ᲡᲐᲛᲨᲝᲑᲚᲝდავბადებულვარ იმ ვარდის გულშიმართლაც რომ ღირდა თვალის ახელადდა თუ რამე წმინდა მინთია სულშიმას საქართველო ჰქვია ს...
22/03/2024

ᲡᲐᲛᲨᲝᲑᲚᲝ

დავბადებულვარ იმ ვარდის გულში
მართლაც რომ ღირდა თვალის ახელად
და თუ რამე წმინდა მინთია სულში
მას საქართველო ჰქვია სახელად.

ლურჯი მტრედები მირწევდნენ აკვანს,
თან მიგალობდა ჩიტი ყირმიზა,
მასულდგმულებდა სურნელი ვაზის,
მასაზრდოვებდა ძუძუ ირმისა.

მე ჩემი ქვეყნის მზე და ბუნება
პირველ სალოცავ ხატად დავიდგი,
ამ სიყვარულის ეშხით მივდივარ,
მას შემდეგ რაც კი ფეხი ავიდგი.

აქ დღენიადაგ ყვავილობს ვარდი,
შემოდგომაა თუ ზაფხულია,
ეს იმიტომ, რომ შენთან არს ღმერთი,
შენთან ზამთარშიც გაზაფხულია.

ჩვენი ალამი ჯვარია მცხეთის,
დამამშვენები მთის და ველისა,
ხმალი გიორგი სააკაძის და
კალამი შოთა რუსთაველისა.

შენზედ ვლოცულობ ხმელეთ-ზურმუხტო,
სანთლად მინთია ლურჯი ზეცა მე,
ო, კარგად მესმის დიდო ქეთევან
საქართველოსთვის რატომ ეწამე.

ქვეყნად წამებაც და ნეტარებაც
ბედისწერაა, ღმერთის ნებაა,
შენთვის სიკვდილიც ჩემო სამშობლოვ
ისევ სიცოცხლის გაგრძელებაა.

როგორ გაუძლო ამდენ სიყვარულს,
მაისის დილის მზეს და სივარდეს,
გულს საგულეში ვეღარ ვაჩერებ
ლამის მკერდიდან ამომივარდეს.

- გივი სარალიძე

Address

პურის მოედანი
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Givi Saralidze posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

  • Want your practice to be the top-listed Clinic?

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram