კლინიკა ნიუმედი - Newmed Clinic

კლინიკა ნიუმედი - Newmed Clinic უმოკლესი გზით ზუსტ დიაგნოზამდე

კლინიკა "ნიუმედი" 2008 წლიდან ფუნქციონირებს . კლინიკაში ყველა საჭირო ამბულატორიული მომსახურება ტარდება . ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ჯანმრთელობაზე და გთავაზობთ უმოკლესი გზით სვლას ზუსტ დიაგნოზამდე! დიაგნოზები მოგეწოდებათ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მეათე გადახედვის (ICD-10) მიხედვით.

კლინიკის ლაბორატორია უახლესი, თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი და ყველა აუცილებელ გამოკვლევას გთავაზობთ. კლინიკაში დანერგილია ხარისხის კონტროლის სპეციალური სისტემა, რაც მინიმუმამდე ამცირებს კვლევის პასუხის ცდომილებას.

თანამედროვე ექოსკოპიის აპარატით (3D განზომილება) ხორციელდება მუცლის ღრუს ორგანოების, შარდ-სასქესო სისტემის, სამეანო და გინეკოლოგიური, ნაყოფის ელექტროკარდიოგრაფიული, დოპლეროგრაფიული ,ნეიროსონოსკოპიური , რბილი ქსოვილების, სარძევე და ფარისებრი ჯირკვლის,რეგიონული ლიმფური ჯირკვლების კვლევა. კლინიკაში ჩაგიტარდებათ ენდოსკოპიური და რენტგენოლოგიური კვლევები.

ვიწრო სამედიცინო კონსულტაციას ჩვენს კლინიკაშიყველა სპეციალობის წამყვანი ექიმები გაგიწევენ.
დარეგისტრირდით საყოველთაო დაზღვევით კლინიკა "ნიუმედში"
ტელ: (+995 32) 247 98 11; 214 14 10

🔍 გრძნობთ დისკომფორტს გულ-მკერდის არეში? გაწუხებთ არითმია? პულსის ცვალებადობა?კლინიკა ნიუმედი გთავაზობთ უახლეს ჰოლტერ მო...
22/07/2025

🔍 გრძნობთ დისკომფორტს გულ-მკერდის არეში? გაწუხებთ არითმია? პულსის ცვალებადობა?
კლინიკა ნიუმედი გთავაზობთ უახლეს ჰოლტერ მონიტორინგს
💡 ჩვენი ახალი თაობის AI-გაძლიერებული 24-საათიანი ჰოლტერ მონიტორი ზუსტად აღრიცხავს და აანალიზებს:
✅ ყველა ტიპის არითმიას – ვენტრიკულურ და სუპრავენტრიკულურ პათოლოგიებს
✅ პათოლოგიურ გამტარობას, პაუზებს, ბიგემინიას, ტაქიკარდიასა და ფიბრილაციას
✅ რეალურ დროში ამუშავებს მონაცემებს და ქმნის სრულ ანალიზს ექიმისთვის
________________________________________
💙 რატომ ნიუმედი?
• უახლესი ტექნოლოგია მსოფლიო სტანდარტებით
• პასუხები სწრაფად და ზუსტად
• გამოცდილი და პროფესიონალი ექიმების გუნდი
• მაქსიმალური კომფორტი პაციენტისთვის
გელით კლინიკა ნიუმედში – სადაც ინოვაცია და ზრუნვა ერთიანდება!
დაჯავშნე კონსულტაცია დღესვე და გაიგე მეტი შენი გულის ჯანმრთელობაზე.✅

📞 032 2 14 14 10
📍 მარიჯანის N 4

🦷 ბავშვთა და მოზრდილთა თერაპევტი და ორთოდონტი👩‍⚕️ კლინიკა ნიუმედის სტომატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი მარიამ კიკალ...
24/06/2025

🦷 ბავშვთა და მოზრდილთა თერაპევტი და ორთოდონტი
👩‍⚕️ კლინიკა ნიუმედის სტომატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი მარიამ კიკალეიშვილი
📚 15 წლიანი საექიმო გამოცდილება
😊 5000-ზე მეტი კმაყოფილი პაციენტი
სტომატოლოგია ჩემთვის მხოლოდ პროფესია არ არის — ეს არის ზრუნვა, რწმენა და შედეგზე ორიენტირებული სამსახური თითოეული პაციენტის ჯანმრთელი ღიმილისათვის.
ბავშვთა და მოზრდილთა თერაპია და ორთოდონტია საჭიროებს არა მხოლოდ გამოცდილებას, არამედ მოთმინებას, სითბოს და დეტალებზე მაქსიმალურ ყურადღებას.
თითოეულ პაციენტთან ურთიერთობა ჩემთვის იწყება მოსმენით და ნდობის დამყარებით. სწორედ ამ საფუძველზე ვქმნი მკურნალობის ინდივიდუალურ გეგმას, რომლის მიზანიც არის არამხოლოდ ჯანმრთელი კბილები, არამედ კომფორტული პროცესი და საბოლოოდ – ჯანმრთელი და ლამაზი ღიმილი.
ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 14 14 10 📞
ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელ ღიმილზე! 🦷
📍 კლინიკა "ნიუმედი" მარიჯანის N 4

11/06/2025

⚡️ 30 ივნისამდე ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით!

🦷 თერაპიული სტომატოლოგია 50% ფასდაკლებით!
✔️ კარიესის მკურნალობა
✔️პულპის ექსტრაქცია (ნერვის ამოღება)
✔️ ფესვური არხების დამუშავება და დაბჟენა
✔️ კბილების პროფესიული წმენდა

✅ ჩვენი გამოცდილება და პროფესიონალიზმი უზრუნველყოფს ხარისხიანი თერაპიული მომსახურების გარანტიას.
💥 არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, შეინარჩუნეთ კბილების ჯანმრთელობა და მიაღწიეთ სრულყოფილ შედეგს! 💥

ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 14 14 10 📞

👨‍⚕️ გაიცანით ჩვენი  გუნდის ახალი წევრი - ზოგადი ქირურგი დავით იაშაღაშვილი! - გამოცდილი და მაღალკვალიფიციურისპეციალისტი,...
05/06/2025

👨‍⚕️ გაიცანით ჩვენი გუნდის ახალი წევრი - ზოგადი ქირურგი
დავით იაშაღაშვილი! - გამოცდილი და მაღალკვალიფიციური
სპეციალისტი, რომლის მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება კიდევ უფრო
აძლიერებს ჩვენს გუნდს.
⚕️ სპეციალიზაცია:
• ჩირქოვანი ქირურგია
• ზოგადი ქირურგია
დავით იაშაღაშვილი არის პროფესიონალი, ვისთანაც მკურნალობა
უსაფრთხო და შედეგზე ორიენტირებულია.
მისი გამოცდილება უსაფრთხო და სანდო გარემოს ქმნის
ყველა პაციენტისთვის.
📌 ექიმ დავით იაშაღაშვილს შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგი შემთხვევების დროს:
• ჩირქოვანი ანთებები (აბსცესი, ფურუნკული, კარბუნკული)
• რბილი ქსოვილების ინფექციები
• ტრავმული ჭრილობების ინფიცირება
• ქირურგიული ჭრილობების გართულება
• ანთებითი წარმონაქმნები, რომლებიც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას
• კანისა და ქვეშა ქსოვილების ჩირქოვანი დაავადებები
📞 ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით: 032 2 14 14 10
#ქირურგია #ჯანმრთელობის #ჩირქოვანიქირურგია

📢 აქცია ბრეკეტებზე კვლავ გრძელდება, კიდევ უფრო დაბალი ფასით !!! 1 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით !!!👉 ორივე ყბა - 550 ლარი...
30/05/2025

📢 აქცია ბრეკეტებზე კვლავ გრძელდება, კიდევ უფრო დაბალი ფასით !!! 1 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით !!!
👉 ორივე ყბა - 550 ლარი !
📞 599 97 10 09
✅ ბონუსი: ბრეკეტ-სისტემით მკურნალობისას პირის ღრუს პროფესიული წმენდის ღირებულება 100 ლარი ნაცვლად 200 ლარისა.
✅ დამატებით მიიღეთ თერაპიულ მკურნალობაზე 50%-იანი ფასდაკლება.
🦷 მიიღეთ სასურველი შედეგი ჩვენი პროფესიონალი ექიმების დახმარებით.
📍 მარიჯანის N 4

👨‍⚕️ახალი სპეციალისტი ჩვენს გუნდში — ანგიოლოგი ლაშა მუხიგულაშვილიმოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ნიუმედის გუნდს შემოუერთდა...
28/05/2025

👨‍⚕️ახალი სპეციალისტი ჩვენს გუნდში — ანგიოლოგი ლაშა მუხიგულაშვილი
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ნიუმედის გუნდს შემოუერთდა სისხლძარღვთა და ენდოვასკულარული ქირურგი რომელიც უკვე იღებს პაციენტებს.
ლაშა მუხიგულაშვილს აქვს მრავალწლიანი კლინიკური გამოცდილება ვენური და არტერიული სისტემის დარღვევების დიაგნოსტიკასა და მართვაში. იგი აქტიურად იყენებს თანამედროვე, მინიინვაზიურ მეთოდებს და მის მთავარ პრიორიტეტს პაციენტის ჯანმრთელობა და ინდივიდუალურად მორგებული მკურნალობის გეგმა წარმოადგენს.
🔍 კონსულტაციაზე შეგიძლიათ მიმართოთ, თუ გაწუხებთ:
☑️ტკივილი და შეშუპება ქვემო კიდურებში სიარულისა და მოსვენებსი დროს
☑️კიდურის გაციება
☑️ ვარიკოზულად გაგანიერებული ვენები
☑️მუცლის არეში გაძლიერებული პულსაცია.
🔍 თუ დაგიდგინდათ:
• ქვემო კიდურების ლიმფედემა
• ქვემო კიდურების ვენური უკმარისობა
• ქვემო კიდურების არტერიების ათეროსკლეროზი (შევიწროვება, ოკლუზია)
• თირკმლის არტერიის შევიწროვება
• შაქრიანი დიაბეტი, დიაბეტური ტერფი
• იშემიური ინსულტი ან საძილე არტერიების სტენოზი/ოკლუზია
📅 ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით წინასწარ.
დაეყრდენით გამოცდილებას, ზუსტ დიაგნოსტიკასა და პროფესიულ მიდგომას.
📍 მისამართი: მარიჯანის N4
📞 ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 14 14 10
💬 დეტალებისათვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში

სიახლე „ნიუმედში“ ! 📣👉 გაუმჯობესებული სერვისები თქვენი ჯანმრთელობისთვის. ჩვენი კლინიკა ახლა უკვე პარტნიორობს საქართველოს...
16/05/2025

სიახლე „ნიუმედში“ ! 📣
👉 გაუმჯობესებული სერვისები თქვენი ჯანმრთელობისთვის.
ჩვენი კლინიკა ახლა უკვე პარტნიორობს საქართველოს მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორიასთან, რაც ნიშნავს: გერმანულ სტანდარტზე დაფუძნებული სანდო, სწრაფი და მაღალი სიზუსტის PCR და ციტოლოგიური კვლევების ჩატარების შესაძლებლობას ლიცენზირებული ლაბორატორიის ჩართულობით!
ჩვენ გთავაზობთ თანამედროვე მოლეკულურ დიაგნოსტიკას, რომელიც ითვალისწინებს:
☑️ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (ბაქტერიები, ვირუსები, პარაზიტები) გამოვლენას
☑️ კუჭ-ნაწლავის სისტემის ინფექციების, ჰელმინთების და პარაზიტების გამოვლენას
☑️ სასუნთქი გზებისა და შუა ყურის ინფექციების დიაგნოსტიკას
☑️ დერმატოლოგიური და სოკოვანი დაავადებების იდენტიფიკაციას
☑️ ვაგინოზთან და ანთებით პროცესებთან ასოცირებული ბაქტერიებისა და სოკოების გამოვლენას
☑️ მაღალი რისკის პაპილომა ვირუსის დიაგნოსტირებას
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - კვლევის ჩასატარებლად ლაბორატორიაში წასვლა აღარ არის საჭირო . ყველაფერი, რაც გჭირდებათ, უკვე აქვეა, „ნიუმედში“ !
ადრეული დიაგნოსტიკა გვაძლევს სწორი და ეფექტური მკურნალობის შესაძლებლობას - სწორედ ამიტომ, „ნიუმედი“ უკვე გთავაზობთ სანდო და თანამედროვე კვლევებს თქვენთვის მაქსიმალურად მოსახერხებელ გარემოში.
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით 032 2 14 14 10 📞

საგაზაფხულო შეთავაზება ქალბატონებისათვის!🌸8 მარტიდან - 31 მარტის ჩათვლით ! გაიარეთ გინეკოლოგთან უფასო კონსულტაცია და მიი...
10/03/2025

საგაზაფხულო შეთავაზება ქალბატონებისათვის!🌸
8 მარტიდან - 31 მარტის ჩათვლით ! გაიარეთ გინეკოლოგთან უფასო კონსულტაცია და მიიღეთ 50% ფასდაკლება ექიმის მიერ დანიშნულ კვლევებზე!
ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე
2 14 14 10 📞
ჩვენი მისამართია მარიჯანის N 4 📍

📣გინეკოლოგიური კვირეული კვლავ გრძელდება! 31 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით მიიღეთ გინეკოლოგის უფასო კონსულტაცია! გინეკოლო...
28/01/2025

📣გინეკოლოგიური კვირეული კვლავ გრძელდება! 31 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით მიიღეთ გინეკოლოგის უფასო კონსულტაცია!
გინეკოლოგის კონსულტაცია და დროული გამოკვლევა უმნიშვნელოვანესია ქალის ჯანმრთელობისათვის. გინეკოლოგიური კვლევები უზრუნველყოფს სხვადასხვა დაავადებების დროულ დიაგნოსტირებას, მკურნალობასა და პრევენციას, რაც ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისათვის აუცილებელია.
კლინიკა ნიუმედში პაციენტებს კონსულტაციას გაუწევს 25 წლიანი გამოცდილების მქონე მეან-გინეკოლოგი, არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციების მონაწილე, საქართველოს მეან- გინეკოლოგთა და რეპროდუქტოლოგთა ასოციაციის წევრი თამარ ჭელიშვილი. რომელიც უზრუნველყოფს თანამედროვე მიდგომებით მკურნალობას შემდეგი მიმართულებებით:
🔴კოლპოსკოპიური კვლევები და საშოსმხრივი სამედიცინო მანიპულაციები.
🔴კრიოდესტრუქციული მკურნალობა
🔴 ორსულობის მონიტორინგი და მართვა
🔴რეპროდუქტოლოგია და ოჯახის დაგეგმვა
🔴მენსტრუალური ციკლის და ჰორმონალური დისფუნქციების მართვა
🔴გინეკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა
🔴სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა
თამარ ჭელიშვილის მრავალწლიანი გამოცდილება და ინდივიდუალური მიდგომა პაციენტების მიმართ უზრუნველყოფს ზუსტ დიაგნოსტიკასა და ეფექტურ მკურნალობას.
კლინიკა ნიუმედი - ადგილი სადაც გაერთიანებულია თანამედროვე ტექნოლოგიები და მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები.
კლინიკაში მოქმედებს ორსულთა სახელმწიფო პროგრამა.📣

📣კლინიკა ნიუმედში ქალბატონებისათვის გინეკოლოგიური კვირეული იწყება! 20 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით ჩვენს კლინიკაში შეძლე...
15/01/2025

📣კლინიკა ნიუმედში ქალბატონებისათვის გინეკოლოგიური კვირეული იწყება!
20 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით ჩვენს კლინიკაში შეძლებთ მიიღოთ გინეკოლოგის უფასო კონსულტაცია👩‍⚕️
აუცილებელია წინასწარ ვიზიტის დაჯავშნა !
📞 2 14 14 10
📍 მარიჯანის N 4

📣 პაციენტების მიერ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, აქცია PRP-ის (თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა) სახსარშიდა ინექციაზე კვლა...
13/01/2025

📣 პაციენტების მიერ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, აქცია PRP-ის (თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა) სახსარშიდა ინექციაზე კვლავ გრძელდება 31 იანვრის ჩათვლით. ინექციის ღირებულებაა 90 ლარი 170 ლარის ნაცვლად!
👉PRP ინექციებს ატარებს 17 წლიანი გამოცდილების მქონე ქირურგი - ორთოპედი იოსებ მურმანიშვილი .
💉თრომბოციტებით მდიდარი პლაზმით ინექცია, ეს არის ოსტეოართრიტის მკურნალობის ინოვაციური მეთოდი. ამ მკურნალობის მეთოდის მაღალი ეფექტურობა განპირობებულია პლაზმაში არსებული ზრდის ფაქტორის მოქმედებით.
ვიზიტის დასაჯავშნად დარეკეთ ნომერზე : 2 14 14 10📞

❤️ნაყოფის გულის ექოკარდიოგრაფია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევაა ორსულობის პერიოდში. აღნიშნული კვლევა დიდ როლს ასრულებს და...
23/12/2024

❤️ნაყოფის გულის ექოკარდიოგრაფია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევაა ორსულობის პერიოდში. აღნიშნული კვლევა დიდ როლს ასრულებს დაბადებამდე გულის თანდაყოლილი დეფექტების დიაგნოსტირებაში.
🟢კვლევის ჩატარების ოპტიმალური ვადაა ორსულობის 18-22 კვირა, არ საჭიროებს რაიმე სახის წინასწარ მომზადებას. ნაყოფის გულის ულტრაბგერითი კვლევა საშუალებას იძლევა მუცლადყოფნის პერიოდში შეფასდეს გულის ანატომია, დაფიქსირდეს რითმის დარღვევა. აღნიშნული კვლევა ავლენს ნაყოფის გულის თანდაყოლილი მანკების 90%-ზე მეტს.
მუცლადყოფნის პერიოდში დასმული დროული დიაგნოზი საშუალებას იძლევა სწორად დაიგეგმოს ორსულისა და ახალშობილის მკურნალობისა და მეთვალყურეობის ტაქტიკა:
☑️დაიგეგმოს მშობიარობის ადგილი და დაწესებულების დონე, სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანის დრო, სავარაუდო გადაუდებელი მანიპულაციები და ა.შ. გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლებელია ნაყოფის მკურნალობის დაწყება დაბადებამდე, რაც საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ და გავახანგრძლივოთ ორსულობა.
„კლინიკა ნიუმედში“ ნაყოფის გულის ულტრაბგერითი კვლევას ტარდება ინოვაციური, ულტრათანამედროვე აპარატის Voluson E8 3D/4D გამოყენებით, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმი - რადიოლოგის, მედიცინის აკადემიური დოქტორის, გია მამუკაშვილის მიერ.
☎️ ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: (032) 2 14 14 10
📍 მარიჯანის N 4

Address

Marijani Street #4
Tbilisi
0186

Opening Hours

Monday 09:00 - 20:00
Tuesday 09:00 - 20:00
Wednesday 09:00 - 20:00
Thursday 09:00 - 20:00
Friday 09:00 - 20:00
Saturday 09:00 - 17:00

Telephone

2141410

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კლინიკა ნიუმედი - Newmed Clinic posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to კლინიკა ნიუმედი - Newmed Clinic:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category