Georgian Medical Association - GMA

Georgian Medical Association - GMA The Georgian Medical Association (GMA) was founded on the 5th of May, 1989. It was the first nongovernmental, professional organization in Georgia.

The Most Important Values of the GMA:
Professionalism
Success
Compassion
Leadership
Ethical Behavior and Justice

მსოფლიო ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტი - მიგელ რობერტო ჟორჟი, გენერალური მდივანი - ოტმარ კლოიბერი და საბჭოს თავმჯდომარე - ...
08/01/2020

მსოფლიო ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტი - მიგელ რობერტო ჟორჟი, გენერალური მდივანი - ოტმარ კლოიბერი და საბჭოს თავმჯდომარე - ფრენკ ულრიხ მონტგომერი ულოცავენ საქართველოს ექიმთა ასოციაციას ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას

25/12/2019

მსოფლიო ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს სოლიდარობას უცხადებს:

Dear Gia,

I just take knowledge now about the sentence our colleague Vaja received to be in prison for almost two years..

Unfortunately this is another awful example of what happened worldwide to physicians and even common people in times of conflict between nations and even inside a single country.
This episode really blurred Christmas' happiness and New Year's hopes of a world free of injustices.

I want to greet the efforts made by the GMA in favour of Vaja and express to his family my deepest feelings of solidarity at this difficult moment.

I hope Vaja and his family will overcome this sad situation and that he could be released before the end of the sentence he received.

With my best regards,
Miguel R. Jorge
WMA President

ჰელსინკში შეხვედრისას, საქართველოს ექიმთა ასოციაციის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ გაკეთებული განცხადებების პასუ...
24/12/2019

ჰელსინკში შეხვედრისას, საქართველოს ექიმთა ასოციაციის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ გაკეთებული განცხადებების პასუხად, CPME (ევროპის ექიმთა მუდმივმოქმედი კომიტეტი), ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ევროკავშირის ქვეყნების ექიმთა ასოციაციებს, განცხადებას ავრცელებს

27/11/2019

საქართველოს ექიმთა ასოციაციას მილანიდან დაუკავშირდა ჩვენი კოლეგა, ქალბატონი ქეთევან მღვდელაძე, რომელმაც მოგვაწოდა ტექსტი და ლექსი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ. გთავაზოვთ უცვლელად:

"ეს დღეები გამუდმებით ვადევნებ თვალყურს ჩვენი კოლეგის, ვაჟა გაფრინდაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. სამწუხაროდ საქართველოში არ ვცხოვრობ და ფიზიკურად ვერ მივიღებ მონაწილეობას მის მხარდასაჭერად გამართულ
ექიმთა აქციებში.
ვინც მე მიცნობს, მიხვდება, რომ ასეთ სიტუაციაში, გაჩუმება არ შემიძლია. სული მეწვის და ის ერთადერთი რის გაკეთებაც ამ სიშორიდან შემიძლია, არის ჩემი ლექსი, ჩემი გულის და ემოციის ამონახეთქი ამ დიდი უსამართლობის მიმართ.
მინდა ეს მოკრძალებული ლექსი მივუძღვნა მას, ჩვენი დროის გმირს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მთელი სამედიცინო საზოგადოების სახელით (და თუ კადნიერებაში არ ჩამომართმევთ მთელი ქართული საზოგადოების სახელითაც).
მინდა მან იცოდეს, რომ ამ განსაცდელში მარტო არ არის და მასზე უამრავი ადამიანი ფიქრობს.
თუ ვინმეს ხელი მიუწვდება და რამენაირად მიაწვდის მას ამ ლექსს, უზომოდ მადლიერი დაგრჩებით.

გმირები არა კვდებიან
(ვუძღვნი ჩვენს კოლეგას ვაჟა გაფრინდაშვილს)

ღმერთმა დალოცოს შენი მარჯვენა
და ვაჟკაცობა ქართული!
შენ გადაკვეთე მტრის ხელით
გადაჭიმული მავთული!
შენ გაარღვიე წყვდიადი!
ისევ გვაჩუქე ნათელი!
და კვლავ დაგვინთე იმედის
ჩაუქრობელი სანთელი!
ძმაო, კოლეგავ, ქართველო,
არაგველების სადარო!
შენი სახელი დღეიდან,
ჩვენ უნდა გულით ვატაროთ!
შენს გვერდით არის ექიმთა
უზარმაზარი არმია!
შენზე ლოცულობს, ვისაც კი
ქართული მიწის დარდი აქვს!
შენ ჩვენი დროის გმირი ხარ!
გაცოცხლებული გენია!
გმირები მარად ცოცხლობენ!
გმირები არა კვდებიან!

მილანი, 2019 წლის 20 ნოემბერი"

საქართველოს ექიმთა ასოციაცია უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის - ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად საერთაშორისო სამედი...
15/11/2019

საქართველოს ექიმთა ასოციაცია უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის - ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციებს მიმართავს

15/11/2019

ცხინვალში დაკავებული ქართველი ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით საქართველოს ექიმთა ასოციაცია განცხადებას ავრ.....

საქართველოს ექიმთა ასოციაციამ მადლობის წერილი მიიღო მსოფლიო ექიმთა ასოციაციის გენერალური მდივნისგან
05/11/2019

საქართველოს ექიმთა ასოციაციამ მადლობის წერილი მიიღო მსოფლიო ექიმთა ასოციაციის გენერალური მდივნისგან

2019 წლის 21-26 ოქტომბერს, ქ. თბილისში, სასტუმროში „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“, პირველად ჩვენს რეგიონში, ჩატარ...
05/11/2019

2019 წლის 21-26 ოქტომბერს, ქ. თბილისში, სასტუმროში „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“, პირველად ჩვენს რეგიონში, ჩატარდა მსოფლიო ექიმთა ასოციაციის 70-ე, საიუბილეო, გენერალური ასამბლეა და საბჭოს სხდომა (WMA GA).
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან, 100-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე დელეგატმა. დელეგატების ჩამოსვლა საქართველოში დაიწყო 16 ოქტომბრიდან, ხოლო ბოლო დელეგატმა საქართველო დატოვა 3 ნოემბერს. გენერალური ასამბლეის მონაწილეებმა და თანმხლებმა პირებმა მოახერხეს, სხდომის დაწყებამდე და სხდომის შემდგომ, სხვადასხვა ჯგუფის სახით თბილისის გარდა დაეთვალიერებინათ: ყაზბეგი, მესტია, ბათუმი, სიღნაღი და მცხეთა.
21-22 ოქტომბერს, გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ჩატარდა საფინანსო, ეთიკის და სხვა კომიტეტების სხდომები, ხოლო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - მსოფლიოს ახალგაზრდა ექიმთა ორდღიანი სემინარი, რომელიც მიეძღვნა ჯანდაცვის სისტემაში გენდერული პოლიტიკისა და მომავლის ლიდერობის თემას.
23 ოქტომბერს ჩატარდა საბჭოს სხდომა, ხოლო საღამოს, 19 საათზე, თბილისის საკრებულოს შენობაში - დელეგატებისა და თანმხლები პირების საზეიმო მიღება, რომელსაც უმასპინძლა საკრებულოს თავმჯდომარემ, ბატონმა გიორგი ტყემალაძემ.
24 ოქტომბერი დაეთმო სამეცნიერო სესიას, თემაზე - „პალიატიური მედიცინა“, რომელიც მომზადდა საქართველოს პალიატიური მედიცინის ასოციაციის და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულეტეტის მიერ.
25 ოქტომბერს, 11 სთ-ზე, ჩატარდა ასამბლეის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი, სადაც დელეგატებს საქართველოს სახელით მიესალმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი ილია ნაკაშიძე.
25 და 26 ოქტომბერს ჩატარდა გენერალური ასამბლეის პლენარული სხდომები, სადაც განხილულ იქნა, კენჭი ეყარა და მიღებულ იქნა რეზოლუციები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე:

•WMA Declaration of Madrid on Professionally-led Regulation(revised)
•WMA Declaration of Reykjavik –Ethical Consideration Regarding the Use of Genetics in Medicine(revised)
•WMA Declaration on Euthanasia and Physician-Assisted Su***de
•WMA Declaration on the Relation of Law and Ethics
•WMA Statement on Access of Women and Children to Health Care(revised)
•WMA Statement on Antimicrobial Resistance(revised)
•WMA Statement on Augmented Intelligence in Medical Care
•WMA Statement on Free Sugar Consumption and Sugar-sweetened Beverages
•WMA Statement on Healthcare Information for All
•WMA Statement on MedicalAge Assessment of Unaccompanied Minor Asylum Seekers
•WMA Statement on Reducing Dietary Sodium Intake(revised)
•WMA Statement on Solitary Confinement(revised)•WMA Statement on Violence and Health(revised)
•WMA Resolution on Climate Emergency
•WMA Resolution on Legislation Against Abortion in Nicaragua(revised)
•WMA Resolution on the Revocation of WHO Guidelines on Opioid Use

26 ოქტომბერს ჩატარდა მსოფლიო ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტის არჩევნები, სადაც, 2020-2021 წწ. პერიოდისთვის არჩეულ იქნა ამერიკის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტი - ბატონი დევიდ ო ბარბი.
მსოფლიო ექიმთა ასოციაციის გენერალურ ასალმბეას ესწრებიან მხოლოდ წევრი ქვეყნების ექიმთა ასოციაციის დელეგატები, ხოლო პრესა მიწვეულ იქნა საზეიმო მიღებაზე, გახსნის ცერემონიალზე და სამეცნიერო სესიაზე, სხვა დანარჩენი სხდომები იყო დახურული.
გენერალური ასამბლეის ფარგლებში ჩატარდა რამოდენიმე სოციალური პროგრამა, კონცერტი და ექსკურია.
მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო, საქართველოს ექიმთა ასოციაციის სამდივნოს (თინათინ სუპატაშვილი, დავით ლობჟანიძე, გვანცა მოდებაძე, ლია კოვზირიძე) და დირექტორთა საბჭოს (გიორგი წილოსანი, მარიამ ჯიშკარიანი, ივანე ჩხაიძე, ომარ სამუშია, გიორგი ასათიანი, ნუგზარ ნარსია, გია დათუაშვილი, ბესარიონ ირემაშვილი), გენერალური ასამბლეის მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის.
აღმოჩენილი დახმარებისა და თანადგომისთვის, ასევე მადლობას ვუხდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ არჩილ თალაკვაძეს, თავმჯდომარის მოადგილეს, ბატონ ილია ნაკაშიძეს, ჯანდცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ აკაკი ზოიძეს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი ტყემალაძეს, საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველს, ბატონ ირაკლი ფავლენიშვილს, საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელს, ბატონ გელა ჩივიაშვილს, მის მოადგილეს, ქალბატონ ციალა ჯელაძეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტოს საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ გიორგი შარვაშიძეს, უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ბატონ ირაკლი ხარჯავანიძეს, ცენტრის თანამშრომლებს, უნივერსიტეტის კაპელას, ვაჟთა ვოკალურ ანსამბლს „უნივერსიტეტი“, ქორეოგრაფიულ ანსამბლს „უნივერსიტეტი“, საქართველოს პალიატიური მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტს, ბატონ დიმიტრი კორძაიას, „ავერსის“ დამფუძნებელს და ხელმძღვანელს, ბატონ პაატა კურტანიძეს.
როგორც მსოფლიო ექიმთა ასოციაციის ხელმძღვანელობამ არაერთგზის აღნიშნა, თბილისში ჩატარებული გენერალური ასამბლეა არის ერთერთი გამორჩეული, ნაყოფიერი და წარმატებული.
მინდა წარმატება ვუსურვო საქართველოს ექიმთა ასოციაციას სამომავლო სქმიანობაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
საქართველოს ექიმთა ასოციაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე,
გია ლობჟანიძე

2019 წლის 21-26 ოქტომბერს, საქართველოს ექიმთა ასოციაცია, თბილისში მასპინძლობს მსოფლიო ექიმთა ასოციაციის 70-ე გენერალურ ა...
26/06/2019

2019 წლის 21-26 ოქტომბერს, საქართველოს ექიმთა ასოციაცია, თბილისში მასპინძლობს მსოფლიო ექიმთა ასოციაციის 70-ე გენერალურ ასამბლეას, სადაც მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი.
ასამბლეას პლენარულ სხდომებზე განიხილება ჯანდაცვის სისტემისთვის მეტად აქტუალური საკითხები, ასევე დაგეგმილია სხვადასხვა კომიტეტის და კომისიის სხდომები, სამეცნიერო სესია "პალიატიური მედიცინა", შეხვედრები სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სოციალური პროგრამები.

26/06/2019

2019 წლის 18-20 სექტემბერს ქ.ბათუმში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია: „დიაგნოსტიკის და მკურნალობის ახალი და თანამედროვე მიდგომები“.

ღონისძიების მთავარი ორგანიზატორები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი,საქართველოს ექიმთა ასოციაცია და ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია.

კონფერენციის თემატიკა: ზოგადი და მინიინვაზიური ქირურგია , ენდოსკოპიური ქირურგია, ქირურგიული ონკოლოგია, ინტერვენციული რადიოლოგია, ექსპერიმენტული მედიცინა, გასტროენტეროლოგია, პედიატრია, კარდიოლოგია.

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური

დარეგისტრირება შესაძლებელია საქართველოს ექიმთა ასოციაციის ვებ-გვერდის საშუალებით (Gma.ge)

26/06/2019

საქართველოს ექიმთა ასოციაცია ეხმიანება ბ-ნ თ. გაიაშვილის განცხადებას, რომელიც ეხება ბოლო დროს განვითარებულ იმ უსიამოვნო მოვლენებს, რამაც ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეის“ (Georgian Airways)-თვის გარკვეული შეზღურვების დაწესება გამოიწვია.
წლების განმავლობაში, აღნიშნული ავიაკომპანია განიცდიდა უსამართლო ზეწოლას თუ შეზღუდვებს, სხვადასხვა ბიზნეს ინტერესების გამო. მიუხედავად ამისა, კომპანიამ შეძლო არათუ შეენარჩუნებინა, არამედ განავითარა თავისი საქმიანობა და ღირსეულად წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ფლაგმანს აღნიშნულ სექტორში.
საქართველოს ექიმთა ასოციაცია ქართული ავიაკომპანიის მხარდასაჭერად, მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას და მათ შორის ექიმებს, კონფერენციებსა და საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, დასასვენებლად თუ სხვა მიზნით საზღვარგარეთ გამგზავრებისას, მაქსიმალურად ისარგებლონ ქართული ავიაკომპანიის მომსახურებით.
საქართველოს ექიმთა ასოციაცია აქვე შეახსენებს ექიმებს, რომ ასოციაციას „ჯეორჯიან ეარვეის“ (Georgian Airways)-თან წლებია დადებული აქვს ექსკლუზიური ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ასოციაციის წევრი ექიმები და მათი ოჯახის წევრები ავიაკომპანიის ბილეთებზე სარგებლობენ სპეციალური ფასდაკლებებით, შეუზღუდავად, ყოველ გამგზავრებაზე.

გია ლობჟანიძე
საქართველოს ექიმთა ასოცაიციის
დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე

Address

Budapeshti Street 11
Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

995322180019

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgian Medical Association - GMA posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Georgian Medical Association - GMA:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram