ტრანსფორმაციული ქოუჩი • Iaka Tesh • Transformational coach

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ტრანსფორმაციული ქოუჩი • Iaka Tesh • Transformational coach

ტრანსფორმაციული ქოუჩი • Iaka Tesh • Transformational coach აქ შენ შეძლებ აღმოაჩინო საკუთარი სუპერძალა⚡️დასახო და მიაღწიო სასურველ მიზნებს ნებისმიერ სფეროში🎯

23/02/2025

არ გადადო, დაიწყე მოქმედება დღესვე! ⚡️🎯 მე მზად ვარ დაგეხმარო აღმოაჩინო საკუთარი პოტენციალი🌟

23/01/2025

როგორც ესტერ პერელი ამბობს, ადამიანის ცხოვრების ხარისხი, მისი ურთიერთობების ხარისხის პირდაპირპროპორციულია.

ჰარმონიული ურთიერთობების შექმნა ყოველთვის მარტივი არ არის, მაგრამ ეს ნამდვილად შესაძლებელია. ქოუჩინგის ინსტრუმენტები – კომუნიკაციის უნარების განვითარება, ემოციური ინტელექტის გაძლიერება და კონფლიქტების ეფექტური მართვა- ეხმარება ადამიანებს შექმნან სტაბილური და ჯანსაღი ურთიერთობები.

💬 „ურთიერთობა ორი არასრულყოფილი ადამიანის მზადყოფნაა, გაუმკლავდნენ სირთულეებს ერთად.“ – დოქტორი ჰარი სალივანი

თუ გსურს გაიუმჯობესო ურთიერთობები და უფრო ღრმა კავშირები შექმნა, მზად ვარ დაგეხმარო ამ გზაზე. ❤️🌟

21/01/2025

ურთიერთობები ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ნაწილია. ისინი განსაზღვრავენ ჩვენს ემოციურ, სოციალურ და პროფესიულ კეთილდღეობას და ხშირად წარმოადგენს იმ საფუძველს, რომელზეც ჩვენ ვაშენებთ ჩვენს ბედნიერებას, თვითშეფასებას და პიროვნულ ზრდას. რომანტიკულ პარნიორობიდან, ოჯახური კავშირებამდე, მეგობრული ურთიერთობებიდან, პროფესიულ პარტნიორობამდე-ურთიერთობები ქმნის იმ ქსელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას სრულყოფილს ხდის.

ტექნოლოგიური პროგრესისა და სოციალური ქსელების განვითარებამ, ერთის მხრივ, გაგვიადვილა კომუნიკაცია, მაგრამ მეორეს მხრივ, ხშირად იწვევს ზედაპირულ ურთიერთობებს და სიღრმის ნაკლებობას.

💬 ურთიერთობებში გამოწვევები, რომლებსაც ხშირად ვაწყდებით:
• კომუნიკაციის ნაკლებობა
• უნდობლობა და ღირებულებების კონფლიქტი
• ემოციური ინტელექტის ნაკლებობა

ამ სირთულეების გადალახვა მოითხოვს არა მხოლოდ ცნობიერ ძალისხმევას, არამედ შესაბამისს ინფორმაციას, რომლებიც ხელს უწყობს ურთიერთობის გაღრმავებას.

ქოუჩინგი, როგორც თანამედროვე განვითარების ინსტრუმენტი, მნიშვნელოვან ეტაპს ასრულებს ამ პროცესში. ის ეხმარება ადამიანებს, გააცნობიერონ საკუთარი უნარები, სუსტი წერტილები და ურთიერთობებში არსებული გამოწვევები. ქოუჩინგი აძლევს ინდივიდებს შესაძლებლობას, იპოვონ პრობლემების გადაჭრის გზები, გააუმჯობესონ კომუნიკაციის უნარები და განავითარონ ემოციური ინტელექტი.

🌟 როგორ შეუძლია ქოუჩინგს დახმარება:
ქოუჩინგი გაძლევთ შესაძლებლობას:
• აღმოაჩინოთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები ურთიერთობებში
• გაიუმჯობესოთ კომუნიკაციის უნარები
• განივითაროთ ემოციური ინტელექტი და შეინარჩუნოთ ღრმა კავშირები

ნუ გადადებ ცვლილებას! 📅 ჩაეწერე კონსულტაციაზე და შექმენი ურთიერთობები, რომლებიც შენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის.❤️

როდესაც რაიმეს განვიცდით, ვბრაზობთ ან ვიმყოფებით სტრესში, ჩვენი ენერგია მნიშვნელოვნად იკარგება. თუ ამ ენერგიას დროულად ა...
10/12/2024

როდესაც რაიმეს განვიცდით, ვბრაზობთ ან ვიმყოფებით სტრესში, ჩვენი ენერგია მნიშვნელოვნად იკარგება. თუ ამ ენერგიას დროულად არ აღვადგენთ, შეიძლება გამოფიტვამდე და გადაწვამდე მიგვიყვანოს. სწორედ ამიტომ, რთულ პერიოდებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
ჩვენი “ენერგიის ჭიქის” შესავსებად აუცილებელია საკუთარი სხეულის მოსმენა და მისი საჭიროებების გაგება. ამ პროცესში ძალიან გვეხმარება ყოველდღიურ რუტინაში დამატებითი ტექნიკებისა და პრაქტიკების ჩართვა.

1️⃣როცა ემოციები გძლევენ. შეჩერდი და ისუნთქე. დახუჭე თვალები და სცადე:
• ჩაისუნთქე ღრმად 4 წამის განმავლობაში.
• შეიკავე სუნთქვა 4 წამის განმავლობაში.
• ნელა ამოისუნთქე 6 წამის განმავლობაში.
გაიმეორე რამდენჯერმე, რათა ტვინს მიაწვდინო სიგნალი, რომ შესაძლებელია დამშვიდება. ეს ტექნიკა შეგიძლია დღეში რამოდენიმეჯერ გამოიყენო. აქ აღარ ვისაუბრებ მედიტაციის საოცარ ძალაზე, თუნდაც იყოს დღეში 10 წუთით. (შემიძლია ჩაგიტაროთ გიდირებული მედიტაცია ვისაც ეს ახლა გჭირდებათ.🧘‍♀️)

2️⃣ ხმამაღლა წარმოთქვი რას განიცდი
უთხარი საკუთარ თავს: “მეშინია” “გაბრაზებული ვარ,” ან “დასტრესილი ვარ.” გრძნობების დასახელება ეხმარება ტვინს მათ დამუშავებაში. არ შეიკავოთ ემოციები. გეტირება? იტირე. გაბრაზებული ხარ? აიღე ბალიში და ურტყი.

3️⃣თუ თავს ძალიან დაძაბულად გრძნობ, ან გონება გამოგონილ ნეგატიურ სცენარებს ამეორებს (არეულობის, დამარცხების, “რა იქნება თუ “ ხელისშემშლელი სცენარები, რომლებზეც შეიძლება ნებისმიერ დროს მოვიდეს) სცადე 5-4-3-2-1 ტექნიკა:
• დაასახელე 5 რამ, რასაც ხედავ.
• დაასახელე 4 რამ, რასაც შეგიძლია შეეხო.
• დაასახელე 3 რამ, რაც გესმის.
• დაასახელე 2 რამ, რაც შეგიძლია დაყნოსო.
• დაასახელე 1 რამ, რასაც დააგემოვნებ.
ეს მეთოდი გეხმარება, დაბრუნდე მიმდინარე მომენტში.

4️⃣სტრესი და შიში ხშირად სხეულშია გაჭედილი. გვეხალისება თუ არა თავს უნდა დავაძალოთ მოძრაობა. მე გირჩევდი დილით ორ-სამ წუთიანი “Shaking” ტექნიკას, სადაც მოძრაობაშია მთელი სხეული. ასევე ეფექტურია სომატური ვარჯიშები. მაგალითისთვის ვამატებ შეიქინგის ვიდეოს https://youtu.be/Tx8CVkfmIYE?feature=shared

გახსოვდეთ, რომ თქვენი ჯანმრთელობა ყველაზე ძვირფასია!💙

Qigong shaking is a simple and powerful exercise for relieving stress, improving clarity, and creating a sense of inner peace. You can do this shaking exerci...

02/12/2024

საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. ერთ მუშტად შეკრული ხალხი დაუმარცხებელია! 🇬🇪🇪🇺❤️ მეამაყება ყველა ის ადამიანი, ვინც საქართველოს ევროპულ მომავალს ახლა კბილებით იცავს. ამ პერიოდში ჩვეულ პოსტებს ცხადია არ გაგიზიარებთ. თუმცა შემიძლია გაგიზიაროთ ემოციური რეგულაციის, სუნთქვითი და შფოთვის შემამცირებელი, ენერგიის აღსადგენი ტექნიკები. არა რუსეთს! ✊

06/11/2024

გამოწვევები ყველა ჩვენთაგანის ცხოვრების გზაზეა—განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დიდ მიზნებს ვისახავთ. ისინი შეიძლება რთული ჩანდეს, მაგრამ ყველა დიდი თუ პატარა გამოწვევა ხომ ზრდის, სწავლის და გაძლიერების შესაძლებლობაა. 💪✨

წარმატება მხოლოდ გამართლებაზე და ნიჭზე არაა დამოკიდებული; მიზნის მისაღწევად საჭიროა კონსისტენტურობა, დისციპლინა და მზაობა. როცა “მაინდსეთს” იცვლი ან საკუთარ თავს უღრმავდები, კითხვას “ეს რატომ დამემართა მე?” ანაცვლებ კითხვით “რა შეიძლება მასწავლოს ამან?” წყვეტ გარემო-ფაქტორებში პრობლემის ძიებას და ამით იბრუნებ საკუთარ ძალას. წარმოიდგინე, როდესაც ყოველთვის სხვაგან ეძებ დამნაშავეს, სამყაროს და საკუთარ თავს ამით ამცნობ, რომ შენ უძლული ხარ და ყველაფერ სხვას უფრო დიდი გავლენა აქვს შენზე. რა შეიძლება მოყვეს ამას?

შეახსენე საკუთარ თავს:
🤍 ზრდა ხშირად კომფორტის ზონის დატოვებაშია.
🤍გაიხსენე, რატომ დაიწყე ის რაღაც და ამით იხელმძღვანელე.
🤍 შედეგი ყოველთვის საჭიროებს გარკვეულ დროს. ყოველი ნაბიჯი მნიშვნელოვანია. მოთმინება და პატარა გამარჯვებების აღნიშვნა გვეხმარება მიზნის მიღწევაში. 🥂

ემოციური რეგულაცია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ბავშვის სწორად განვითარებაში. ეს უნარი ეხმარება პატარებს მარტივად დაამყ...
22/10/2024

ემოციური რეგულაცია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ბავშვის სწორად განვითარებაში. ეს უნარი ეხმარება პატარებს მარტივად დაამყარონ ურთიერთობები სხვებთან და ასევე გაუმკლავდნენ სირთულეებს სხვადასხვა ასაკში.
ემოციური რეგულაციის უნარი ხელს უწყობს ბავშვის აკადემიურ წარმატებას, ასევე ასეთი ბავშვები არიან უფრო სტრესგამძლე. გარდა ამისა, ემოციური რეგულაცია ეხმარება ბავშვს გახდეს ემოციურად მდგრადი. მას შეუძლია ადრეული ასაკიდანვე გაუმკლავდეს გამოწვევებს, შემდგომში კი ეს უნარი ეხმარება მას სხვადასხვა ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაში.
ემოციების სწორად გამოხატვა ადრეული ასაკიდანვე ამცირებს შფოთვას და ქცევით დარღვევებს მომავალში. მშობელმა ან აღმზრდელმა აუცილებლად უნდა მისცეს უფლება პატარას გამოხატოს საკუთარი თავი და ემოციები, რადგან ეს აისახება მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე და ურთიერთობებზე მომავალში.

ბავშვი ხედავს, ბავშვი აკეთებს. ისინი სწავლობენ ჩვენგან. აჩვენეთ თავად როგორ მშვიდად მართავთ საკუთარ ემოციებს რთული სიტუაციებში.

ბავშვებს სჭირდებათ ვალიდაცია. აუხსენით ბავშვს, რომ სწორი და მისაღებია სევდის ან ბრაზის განცდა. ეს ხელს უწყობს მათ მიიღონ საკუთარი ემოციები. თუ ბავშვი ვერ იღებს აღიარებას მშობლისგან, სამწუხაროდ ზრდასრულ ასაკში ასეთი ადამიანები ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე არაჯანსაღ ურთიერთობებში, სადაც ცდილობენ გაუცნობიერებლად სხვისი ვალიდაცია მოიპოვონ.

შეუქმენით პატარას უსაფრთხო სივრცე, სადაც ბავშვს არ შეეშინდება საკუთარი ემოციების გამოხატვა.

ასეთი ფრაზები, როგორიცაა "ახლა აჭარბებ ", " რა გატირებს გოგო ხომ არ ხარ" ან "ტყუილად ტირი" ბავშვს გააღიზიანებს, შეარცვენს და ემოციების გამოხატვის სურვილს გაუქრობს.

არასდროს შეადაროთ ისინი სხვებს. ფრაზები, როგორიცაა "შენი და ამდენს არ ტირის" ან "სხვა ბავშვები ასე არ იქცევიან." და სხვა შედარებები ბავშვს შეუქმნის უსამათლობის განცდას და დაუქვეითებს თვითშეფასებას, ასევე შეიძლება ჩათვალოს რომ მისი ხმა არ არის გაგებული და ეს მომავალშიც შეუქმნის პრობლემას, რადგან შეიძლება ხშირად იფიქროს რომ მისი არავის ესმის.

არც თქვენ დააიგნოროთ საკუთარი ემოციები. ბავშვები ყველაფერს აკვირდებიან და ამჩნევენ. თუ საკუთარ ემოციებს ჩაახშობთ და დამალავთ, ბავშვი ამას აუცილებლად შეამჩნევს და შეიძლება თავადაც გადაიღოს მსგავსი ქცევა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დაანახოთ ემოციების განცდის და სწორად გამოხატვის საჭიროება.

21/10/2024

‘’ის, ვისაც სხვისი მართვა შეუძლია – ძლიერია, მაგრამ მხოლოდ ისაა უძლეველი, ვისაც საკუთარი თავის მართვა გამოსდის.’’ ლაო–ძი

რაც უფრო უკეთ მართავ საკუთარ ემოციებს, უკეთესად მართავ საკუთარი ცხოვრებასაც.

ემოციური რეგულაცია წარმატებული ურთიერთობების მნიშვნელოვანი გასაღებია. ეს არ ნიშნავს ემოციების თავიდან აცილებას, არამედ იმას, რომ ვმართოთ ისინი სწორად.

რა არის ემოციური რეგულაცია?
ეს არის უნარი, რომელიც გვაძლევს საშუალებას შევნიშნოთ, გავიაზროთ და გავლენა მოვახდინოთ ჩვენს ემოციებზე. იმპულსური რეაქციის ნაცვლად, ვუპასუხოთ მეტად გააზრებულად.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი:
უკეთესი ურთიერთობებისთვის– ემოციების მართვა გვეხმარება უკეთეს კომუნიკაციაში და ჯანსაღი კავშირის შექმნაში.
უკეთესი გადაწყვეტილებების მიღების უნარი – სიმშვიდე გვეხმარება გავაზრებულად ვიმოქმედოთ და მიზნებთან შესაფერისი გადაწყვეტილებებიც მივიღოთ.
შინაგანი სიმშვიდე– ემოციური ბალანსი ქმნის შინაგან სიმშვიდეს, თუნდაც მაშინ, როდესაც ცხოვრება ქაოტურია.

რჩევები ემოციური რეგულაციის გასაძლიერებლად:
1. შეჩერდი და სუნთქე: სანამ რეაგირებას დაიწყებ, ღრმად ჩაისუნთქე. მიეცი საკუთარ თავს დრო ემოციის დასამუშავებლად.
2. ემოციების დასახელება: გააანალიზე რას გრძნობ. ემოციის დასახელებაც კი ამცირებს მის გავლენას შენზე.
3. შეცვალე პერსპექტივა: დააკვირდი ნეგატიურ ფიქრებს. ჰკითხე საკუთარ თავს: "ნამდვილად ასეა, თუ ჩემი ემოციები მაფიქრებინებს ამას?"
4. თვითზრუნვა მნიშვნელოვანია: ემოციები ხომ ბუნებრივია. რთულ მომენტებში აუცილებელია თბილი და გამგებიანი იყო საკუთარი თავის მიმართ და არა კრიტიკული.

ამ კვირაში ემოციურ რეგულაციის მნიშვნელობაზე ბევრს ვისაუბრებთ, დამიწერეთ თქვენი აზრებიც ამ თემასთან დაკავშირებით 💜

ემოციები ხშირად სპონტანურად წარმოიქმნება და სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. თუმცა, ჩვენი დამოკიდებულების მართვა ამ ...
09/10/2024

ემოციები ხშირად სპონტანურად წარმოიქმნება და სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. თუმცა, ჩვენი დამოკიდებულების მართვა ამ ემოციების მიმართ სრულიად შესაძლებელია და აუცილებელიც.

ამისთვის გვჭირდება:

აღიარება:
- ყურადღება მიაქციეთ თქვენი ემოციების ცხადყოფას და გააცნობიერეთ, რას გრძნობთ.
- ემოციებს უპასუხეთ მშვიდად და მიზნობრივად. მაგალითად, გაღიზიანების დროს გადაწყვიტეთ, როგორ გააჟღერებთ ამ ემოციას.

რეფრაზირება:
- შეცვალეთ თქვენი პერსპექტივა ამ ემოციასთან მიმართებაში. გააცნობიერეთ რომ ემოცია არის ხანმოკლე და გაივლის.

ემოციების რეგულირების ტექნიკა:
- გამოიყენეთ ღრმად სუნთქვის ტექნიკა, დღიური ჩანაწერები ან ფიზიკური აქტივობა, რათა მეტად გააკონტროლოთ ძლიერი ემოციები.
ემოციური ინტელექტის განვითარება დაგეხმარებათ გაიგოთ თქვენი და სხვების ემოციები უკეთ.

რთულია ვმართოთ განწყობა, მაგრამ შეგვიძლია ვმართოთ ჩვენი დამიკიდებულება ამ განწყობის მიმართ. 💜

08/10/2024

ადამიანები ხშირად პარტნიორებს იმ ტიპის ემოციურ მოდელებზე დაყრდნობით ირჩევენ, რომლებიც ბავშვობაში მშობლებთან ჰქონდათ, მაშინაც კი, თუ ეს მოდელები არაჯანსაღია. ცხადია ეს გაუცნობიერებლად ხდება.

როგორ მუშაობს ეს პროცესები:

ცნობიერება:
ბავშვობაში ჩვენი მშობლების ქცევები და ურთიერთობების მოდელები ჩვენში ინტერნალიზირდება. ბავშვი იღებს მშობლის/ აღმზრდელის ნებისმიერ მოდელს- იქნება ის ჯანსაღი თუ არაჯანსაღი. პატარა ასაკიდანვე ეს ურთიერთობები ბავშვის "ემოციური საფუძვლები" ხდება. უფრო მოგვიანებით, ჩვენ გაუცნობიერებლად ვეძებთ პარტნიორებს, რომლებიც ამ ნაცნობ დინამიკას აღვიძებენ, რადგან ისინი კომფორტული ან ნაცნობი გვგონია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პრობლემატურიც კი იყოს.

ურთიერთობის განმეორება:
ეს კონცეფცია ფსიქოანალიზში მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ გაუცნობიერებლად ვიმეორებთ ბავშვობის ემოციური კონფლიქტების გამოცდილებებს ზრდასრულ ურთიერთობებში. მაგალითად, თუ ვინმეს ყავდა მშობელი, რომელიც ემოციურად მიუწვდომელი ან კრიტიკული იყო, შესაძლოა, იგი მიზიდული იყოს პარტნიორისკენ, რომელიც მსგავსად მოიქცევა. არაცნობიერად ადამიანი ცდილობს ამ დინამიკის "მოგვარებას" და იმ ვალიდაციის მიღებას, რაც ბავშვობაში ვერ მოახერხა.

თანადამოკიდებული სტილები:
თუ ბავშვს ქონდა უსაფრთხო გარემო და სწორი ურთიერთობის დინამიკა ოჯახში, სადაც პატივს სცემდნენ, უსმენდნენ და აკმაყოფილებდნენ მის მოთხოვნილებებს, დიდი ალბათობით თავადაც ექნება ჯანსაღი და დაბალანსებული ურთიერთობები ზრდასრულ ასაკში. (ბავშვის პატივისცემაში იგულისხმევა თუნდაც ისეთი დეტალი, როგორიცაა მის ოთახში შესვლამდე დაკაკუნება და ნებართვის აღება.)

თუ ეს ასე არაა, შესაძლოა მან შემდგომში გაუცნობიერებლად აირჩიოს პარტნიორები, რომლებიც არაჯანსაღ მოდელებს გაამეორებენ.. ( არ სცემენ პატივს, არ მოუსმენენ და ასე შემდეგ. ) ადამიანი ასეთ დროს შეიძლება დარჩეს მსგავს დინამიკაში, რადგან ეს მისთვის იყოს იმდენად ნაცნობი, რომ ბოლომდე ვერც იაზრებდეს ზიანს.

არაცნობიერი განკურნების მცდელობები:
პარტნიორის არჩევა, რომელიც მშობლის დინამიკას ამეორებს, შესაძლოა, არაცნობიერად ძველი ჭრილობების განკურნების მცდელობა იყოს. არსებობს იმედის განცდა, რომ, ნაცნობი მოდელების გამეორებით, ის ბოლოსდაბოლოს მიიღებს იმ სიყვარულს, აღიარებას ან ვალიდაციის განცდას, რაც ბავშვობაში აკლდა.

არაცნობიერი არჩევანის გაცნობიერება ხელს უწყობს მეტად ჯანსაღ ურთიერთობებს, რაც საშუალებას მოგვცემს, გამოვიდეთ არაჯანსაღი ნიმუშების გამეორებიდან და შევქმნათ ახალი, უფრო დაბალანსებული დინამიკა.

რა დგას ერთი ნახვით შეყვარების უკან? ❤️ეს კონცეფცია ხშირად გარომანტიზირებულია, მაგრამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ის შეიძლ...
07/10/2024

რა დგას ერთი ნახვით შეყვარების უკან? ❤️

ეს კონცეფცია ხშირად გარომანტიზირებულია, მაგრამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ის შეიძლება აიხსნას მიზიდულობის, პროექცირების და ემოციური თუ ფიზიკური ქიმიის კომბინაციით.

ფიზიკური გარეგნობა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფაქტორია მიზიდულობის დროს. ტვინი წამებში აფასებს ადამიანის გარეგნულ მიმზიდველობას, რაც იწვევს სიამოვნებასთან და სურვილთან დაკავშირებულ ნერვული ცენტრების გააქტიურებას. ეს ქმნის ძლიერ ემოციურ რეაქციას, რომელიც "სიყვარულის" შეგრძნების მსგავსია, თუმცა ხშირად ფიზიკურ მიზიდულობასა და პირველ კავშირზეა დაფუძნებული.

იდეალური თვისებების პროექცია:
"ერთი ნახვით შეყვარების" დროს ადამიანები ხშირად პროექცირებენ თავიანთ იდეალებს და სურვილებს მეორე ადამიანზე. ისინი, ზუსტი ინფორმაციის გარეშე, თავიანთ გონებაში მიაწერენ პიროვნებას სასურველ თვისებებს. ეს იდეალიზაცია ზრდის მყისიერ კავშირს, მიუხედავად იმისა, რომ ის რეალურ ცოდნაზე არ არის დაფუძნებული.

ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად მიმზიდველები არიან, ავტომატურად მიიჩნევიან, როგორც სხვა სასურველი თვისებების მქონე — კეთილი, ინტელექტუალური ან შესაფერისი. ამას "ჰალოს ეფექტი" ქვია და ის ამძაფრებს პირველივე შეხედვაზე წარმოშობილ გრძნობებს, რადგან არაცნობიერად გვჯერა, რომ ეს პიროვნება ბევრ ასპექტში იდეალურია, მხოლოდ გარეგნობის საფუძველზე.

ბიოლოგიური და ევოლუციური ფაქტორები:
ევოლუციური ფსიქოლოგიის მიხედვით, პირველივე შეხედვაზე შეყვარებას შეიძლება ჰქონდეს ფესვები გადარჩენის ინსტინქტებში. ადრეულ ადამიანებს სჭირდებოდათ სწრაფი კავშირების ჩამოყალიბება გამრავლებისა და დაცვისთვის. სწრაფი მიზიდულობა შესაძლოა ის გზაა, რაც გაუცნობიერებლად უბიძგებს ადამიანს კავშირების შექმნისკენ.

ქიმია და ემოციური რეაქცია:
ერთი ნახვით შეყვარება შესაძლოა ტვინის ქიმიური პროცესების შედეგი იყოს. როდესაც ვხვდებით ადამიანს, რომელიც ძალიან გვიზიდავს, ტვინი გამოყოფს დოფამინს, რაც ძლიერ გრძნობებსა და აღტაცებას იწვევს. ამ ქიმიური რეაქციის ტალღამ შეიძლება სიყვარულის განცდა წარმოშვას.

არაცნობიერი მსგავსების აღქმა:
ზოგიერთ შემთხვევაში, პირველივე შეხედვაზე შეყვარება შესაძლოა მოხდეს იმის გამო, რომ ეს პიროვნება გვაგონებს ნაცნობ ადამიანს წარსულიდან (მაგალითად, მშობელს, ყოფილ პარტნიორს ან ჩვენს იდეალიზებულ ვერსიას). ეს არაცნობიერი მსგავსება მყისიერ ემოციურ კავშირს ქმნის, რომელიც სიყვარულის მსგავსია.

ამგვარი გრძნობა ხშირად გატაცება ან მიზიდულობაა და არა ხანგრძლივი სიყვარული. შეიძლება ეს ბატაცებაც განვითარდეს, მაგრამ ჭეშმარიტი სიყვარული მოითხოვს დროს, ურთიერთგაგებას, გაზიარებულ გამოცდილებებს და ემოციურ კავშირს, რაც ერთ ნახვას ნამდვილად სცდება.

პასუხისმგებლობის აღება საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე. ბავშვობაში განცდილი ემოციური ტკივილი ძლიერ კვალს ტოვებს პატარაზე....
06/10/2024

პასუხისმგებლობის აღება საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე.

ბავშვობაში განცდილი ემოციური ტკივილი ძლიერ კვალს ტოვებს პატარაზე. ეს მოუშუშებელი იარები ძირითადად თავს იჩენს უკვე ზრდასრულ ურთიერთობებში. ადამიანი ვერ აწყობს ხანგრძლივ პირად ურთიერთობას ან ხშირად ხვდება არაჯანსაღ, ტოქსიკურ გარემოცვაში. როდესაც ბავშვი იზრდება ემოციურად მიუწვდომელი ან დისტანცირებული მშობლების გვერდით, მას ბუნებრივია რჩება ტრამვა. თუმცა, ზრდასრულ ასაკში, საკუთარი განკურნების პასუხისმგებლობა უკვე ჩვენზეა.

რატომ არ შეიძლება ყველაფერი ცუდ ბავშვობას დავაბრალოთ:

ბავშვობის გამოცდილებები გვაყალიბებს, მაგრამ ისინი არ განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ზრდასრულობაში გვაქვს ცნობიერება და შესაძლებლობები, რომ აღმოვაჩინით და შევცვალოთ ის შაბლონები, რომლებიც ბავშვობაში შევიძინეთ.

მშობლების შეზღუდვები: შესაძლოა, ჩვენს მშობლებს არ ჰქონდათ ემოციური ინსტრუმენტები, რათა უკეთესი ურთიერთობების მოდელი შემოეთავაზებინათ. მათი განუწყვეტელი დადანაშაულება საბოლოოდ მხოლოდ ჩვენს შინაგან განვითარებას აფერხებს.

“ჰილინგის” ძალა: ნამდვილი განკურნება მაშინ იწყება, როცა დადანაშაულებას ვწყვეტთ და ვიწყებთ ჩვენი მენტალური ჯანმრთელობის პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. თერაპია, თვითრეფლექსია და პიროვნული განვითარება დაგვეხმარება ტკივილების დამუშავებაში და უფრო ჰარმონიული ცხოვრების შექმნაში.

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ტრანსფორმაციული ქოუჩი • Iaka Tesh • Transformational coach posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram