27/07/2020
☝️B12- დეფიციტური ანემია (პერნიციოზული ანემია, ადისონ-ბირმერის დაავადება)
👉დაავადებას ადასტურებს შემდეგი კრიტერიუმები
ავადდებიან ძირითადად 60 წელზე მეტი ასაკის, უმეტესად ქალები,იშვიათად ახალგაზრდებიც, არც ერთი სხვა სახოს ანემიის დროს ავადმყოფის მდგომარეობა მსგავსი მონაცემებით არ მიმდინარეობს მსგავსი მონაცემებით არ მიმდინარეობს.
👉ყურადღებას იპყრობს : საერთო სისუსტე, ქოშინი, თავბრუსხვევა,სიცივის მუდმივი შეგრძნება,ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება,მგრძნობელობის დარღვევა,ეს ჩივილები , რომლებსაც ფუნიკულარული მიელოზი ეწოდება, თითქმის ყველა ავადმყოფს აღენიშნება.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ ენის წვერის წვა, სტომატიტი, მკვეთრად წითელი ფერის ენა,ფაღარათისა და ყაბზობის მონაცვლეობა, შესაძლებელია გამოიხატოს გულძმარვა და მუცლის ტკივილი.
პაციენტების დიდ უმრავლესობაში ქვედა კიდურების შეშუპება აღინიშნება, ასევე გამოხატულია ჩივილები გულ-სისხლძარღვთა სისტემი მხრივ
80-90% პაციენტებში,რომელთაც დადგენილი აქვთ ატროფიული გასტრიტი და საყლაპავის ანთებითი პროცესი მიმდინარეოს B12 -ვიტამინის დეფიციტით , ატროფიის დროს კუჭის წვენში პრაქტიკულად არ არის მარილმჟავა,პეპსინი,გასტრომუკოპროტეინი
აუცილებელია პაციენტის ვიზიტი 👩⚕️თერპევტთან, ოჯახის ექიმთან ,რათა მოხდეს ობიექტური გასინჯვის მონაცემების შეფასება.საჭიროა ჩატარდეს ლაბორატორიული კვლევა სისხლის საერთო ანალიზი,თუ ექიმი დააფიქსირებს ანემიას ,თრომბოციტებუს რიცხვის შემცირებას,ლეიკოციტების რიცხვის შემცირებას , აგრძელებს დამატებით კვლევას B12 ვიტამინის და ფოლიუმის მჟავას განსაზღვრას სისხლში,სისხლის ბიოქიმიურ ანალიზს,ბილირუბინის განსაზღვრას ,ამის შემდეგ მიმდინარეობს დაავადების გამომწვევი მიზეზების დადგენა,ვიზიტი გასტროენტეროლოგთან ,ფიბროგასტროდუოდენოსკოპია,ელექტროკარდიოგრაფია, გულის ულტრასონოგრაფია.
👉დიაგნოზის დადგენისთანავე ექიმი დაუყონებლივ იწყებს მკურნალობას B12-ვიტამინებით .პაციენტის განმეორებითი ვიზიტი 1 კვირაში, შემდგომ 20 დღეში და 1 თვეში იგეგმება.ამ პერიოდებში ხდება სისხლის საერთო ანალიზის კონტროლი.მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდგომ კი კონსულტაცია უნდა ჩატარდეს წელიწადში 2 ჯერ თერაპევტთან,ოჯახის ექიმთან, ან ჰემატოლოგთან.
👉აუცილებელიაგასტროენტეროლოგის მუდმივი მეთვალყურეობა,ვინაიდან ვიტამინ B12 -დეფიციტური ანემიით დაავადებები მიდრეკილნი არიან პოლიპოზისადმი და 2-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან კუჭის კიბოთი
,,აქსა მედიქალი" თქვენი ჯანმრთელობისათვის👩⚕️
სტატიის ავტორი კლინიკა აქსა მედიქალის ოჯახის ექიმი გასტრო-ენტეროლოგი Maka Tsutskiridze