vegani.ge

vegani.ge ჩვენს გვერდზე გთავაზობთ ყველა საჭირო ინფორმაციას ჯანსაღი და სასარგებლო საკვების შესახებ.

გაიზიარეთ ჩემი ახალი საიტი, სადაც საინტერესო სტატიებში გაეცნობით ბევრ საჭირო საკითხებს ჯანსაღი საკვების სასარგებლო თვისე...
03/12/2022

გაიზიარეთ ჩემი ახალი საიტი, სადაც
საინტერესო სტატიებში გაეცნობით ბევრ საჭირო საკითხებს ჯანსაღი საკვების სასარგებლო თვისებებზე, ასევე ნახავთ ვიდეო რეცეპტებსაც.
ეს მხოლოდ დასაწყისია.

https://www.vegani.ge

გემრიელია ტკბილი ბრინჯი გარგარით და ქიშმიშით.ინგრედიენტები: ბრინჯი, გარგარი, ქიშმიში, ყავისფერი შაქარი, ვანილი, დარიჩინი...
03/10/2022

გემრიელია ტკბილი ბრინჯი გარგარით და ქიშმიშით.
ინგრედიენტები: ბრინჯი, გარგარი, ქიშმიში, ყავისფერი შაქარი, ვანილი, დარიჩინი.
მომზადება: ცხიმიან ქვაბში მოვშუშოთ გარგარი შაქრით, დავამატოთ ბრინჯი, მოხარშვის შემდეგ კი ვანილი,დარიჩინი და გამოვრთოთ.
მიირთვით გემრიელად.

უგემრიელესია ტკბილი ბრინჯი გარგარით და ქიშმიშით.ინგრედიენტები:  ატამი, ქიშმიში, ყავისფერი შაქარი, ვანილი, დარიჩინის ჩხირ...
03/10/2022

უგემრიელესია ტკბილი ბრინჯი გარგარით და ქიშმიშით.
ინგრედიენტები: ატამი, ქიშმიში, ყავისფერი შაქარი, ვანილი, დარიჩინის ჩხირი.
მომზადება: ცხიმში და შაქარში მოშუშეთ გარგარი, დაუმატეთ წინასწარ დამბალი ქიშმიში, დაასხით წყალი 1×2-ზე, ხოლო ბრინჯის მიხარშვის შემდეგ დაუმატეთ ვანილი,დარიჩინი და გამორთეთ.
მიირთვით გემრიელად.

უგემრიელესი ძეხვი სეზამის მარცვლებით, დამზადებულია ზაიტანისაგან.პ.ს.ზაიტანის მომზადების რეცეპტი საიტზე დევს.
25/09/2022

უგემრიელესი ძეხვი სეზამის მარცვლებით, დამზადებულია ზაიტანისაგან.
პ.ს.ზაიტანის მომზადების რეცეპტი საიტზე დევს.

გთავაზობთ დაბალკალორიულ სადილს.ოსპის კატლეტი ჩათუშული ბოსტნეულითა და ბრინჯით.ინგრედიენტები: მშრალად დაფქვილი ოსპი 150გრ....
27/07/2022

გთავაზობთ დაბალკალორიულ სადილს.
ოსპის კატლეტი ჩათუშული ბოსტნეულითა და ბრინჯით.
ინგრედიენტები: მშრალად დაფქვილი ოსპი 150გრ. 1 ს/კ.სიმინდის ფქვილი. 1 ს/კ. "გერკულესი". 1ც.ცოცხალი გახეხილი პამიდორი.ოხრახუში. 1 ც.ხახვი. 2კბ.ნიორი. მარილი.პიმპილი გემოვნებით.
მომზადება: ყველა ინგრედიენტი (200 გრ) აურიოთ ერთმანეთში.დავასხათ 280მლ.ადუღებული ცხელი წყალი.მოურიოთ, გავაჩეროთ 10-15 წთ. დავაგემოვნოთ.
გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე შევწვათ ორივე მხრიდან.
ჩათუშული ბოსტნეული - სტაფილო+ ყაბაყი+ბულგარული.წთ. და მწვანე= ჩავთუშოთ ოდნავ ტაფაზე.
ბრინჯი - 50გრ.+ 100მლ.წყალი+ 1 ჩ/კ კურკუმა.1სკ. ზეთი. მარილი.პიმპილი გემოვნებით.ვადუღოთ მოხარშვამდე და წყალიც ამოშრება.
კომპოტი - ვაშლი+ ქლიავი+ გარგარი+ შაქარი+ ლიმონი= ერთი წამოვადუღოთ.დავაყენოთ ჩვენს გემოზე.
სერვირება: ბრტყელ დიდ თეფშზე დავაწყოთ კატლეტი,ბოსტნეული,ბრინჯი.სოუსი(პამიდვრის ან ტყემლის).
კომპოტი.
პ.ს. თუ მასა თხელი გამოვიდა და არ შეიკრა დავამატოთ " სუხარი".
სოუსები და ბოსტნეული შეარჩიეთ თქვენი გემოვნებით.
პ.პ.ს.ბრინჯი ჩავდოთ ღრმა ფორმის ლამბაქში, ოდნავ დავტკეპნოთ რომ ფორმა მიეცეს. ლამბაქს წინასწარ წყალი გამოვავლოთ და ბრინჯი არ მიეწეპება.

წყურვილს მოგიკლავს,  სასარგებლოა.სრაფად გასაკეთებელია.მოკლეთ უგემრიელესია სიცხეში.წყალი+ ყინული+კიტრი დათლილი( გულის გარ...
15/05/2022

წყურვილს მოგიკლავს, სასარგებლოა.
სრაფად გასაკეთებელია.
მოკლეთ უგემრიელესია სიცხეში.
წყალი+ ყინული+კიტრი დათლილი( გულის გარეშე)+ლიმონის ცედრა+ლიმონი ჩაჭრილი+რეჰანი+ოხრახუში+კამა+პიტნა თითო ღერი.
პ.ს. შეგიძლიათ მარტო როზმარინი და კიტრი, ან თქვენი გემოვნების მწვანილი.

ავოკადოს პაშტეტი.ინგრედიენტები: 2ც.მწიფე ავოკადო, 4ღ.მწვანე ხახვი, 3კბ.ნიორი, მწვანილები,მარილი,პიმპილი გემოვნებით, 1/2 ...
06/05/2022

ავოკადოს პაშტეტი.
ინგრედიენტები: 2ც.მწიფე ავოკადო, 4ღ.მწვანე ხახვი, 3კბ.ნიორი, მწვანილები,მარილი,პიმპილი გემოვნებით, 1/2 ლიმონის წვენი.
მომზადება: კანგაცლილი ავოკადო დავჭყლიტეთ ჩანგლით, წვრილად დავჭრათ მწვანილები+ხახვი+ნიორი+ლიმონის წვენი.მარილი და პიმპილი გემოვნებით.
სერვირება: ავოკადოს პაშტეტი წავუსვათ შავ პურზე და პიტნის ჩაისთან ერთად მივირთვათ საუზმეზე.
პ.ს.შეინახეთ ავოკადოს კანი და შიგ მოათავსეთ დარჩენილი პაშტეტი.ასეთი სერვირება მეტად ორიგინალურია.
ავოკადო - არის კენკრა,დაფნისებური ოჯახიდან.გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში, განსაკუთრებით ამერიკის კონტინენტზე.ხოლო მე-16 საუკუნიდან ევროპასა და აზიაშიც გავრცელდა.
ავოკადო მდიდარია - K, E, C და B ჯგუფის ვიტამინებით. მაგნიუმით, კალიუმით, სპილენძით, რკინით. შეიცავს ამინომჟავებს. მდიდარია ანტიოქსიდანტებით რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას. ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ამცირებს გულის ინფაქტს, ინსულტისა და სისხლძარღვთა დაავადების რისკს.მისი რეგულარული მიღება აწესრიგებს არტერიულ წნევას.
მიირთვით უმი სალათებში და ნამცხვრებში.

ბოსტნეული ბრინჯით.ინგრედიენტები: 1ც.პატარა თავი კომბოსტო,1ც.სტაფილო,4 ღერი მწვანე ხახვი, 2კბ.ნიორი, 1/2 წთ და 1/2 მწ.ბულ...
05/05/2022

ბოსტნეული ბრინჯით.
ინგრედიენტები: 1ც.პატარა თავი კომბოსტო,1ც.სტაფილო,
4 ღერი მწვანე ხახვი, 2კბ.ნიორი, 1/2 წთ და 1/2 მწ.ბულგარული, მწვანილები, 1ც.პამიდორი,
50გრ.მოხარშული ბრინჯი, მარილი,პიმპილი, ზეთი, 1 ჩ/კ. კურკუმა.
მომზადება: სტაფილო გავხეხოთ, დანარჩენი ბოსტნეული დავჭრათ სიგრძეზე, პამიდორი ჩავახეხოთ და მოვშუშოთ დაბალ ცეცხლზე 5 წთ. დავამატოთ მოხარშული ბრინჯი, 1 ჩ/კ კურკუმა, მწვანილი, მარილი და პიმპილი გემოვნებით.
სერვირება: თეფშზე გადავიტანოთ მოშუშული ბრინჯიანი ბოსტნეული, გავაფორმოთ შავი ზეთისხილით. მივირთვათ ბებოს ლავაშთან ერთად და დავაყოლოთ ნუშის რძე.
ბრინჯი - მისი სამშობლო ინდოჩინეთია. გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში.ასევე პოპულარუალია ევროპაშიც.
ბრინჯი შეიცავს რკინას, სპილენძს, მაგნიუმს,კალციუმს, კალიუმს, იოდს, E და B ჯგუფის ვიტამინებს.მდიდარია ცილებითა და ამინომჟავებით, კალიუმი მთავარი ელემენტია გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებისათვის. ბრინჯი საუკეთესო საშუალებაა ორგანიზმის გასაწმენდათ ტოქსინებისაგან.
ბუნებაში გვხვდება თეთრი, წითელი, მურა-წაბლისფერი,შავი ველური ბრინჯის სახეობა.
ველური შავი ბრინჯი ყველაზე მაღალი კვებითი ღირებულებისაა და საკმაოდ ძვირად ფასობს, ორთქლში გატარებული ბრინჯი ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.

უგემრიელესი პაშტეტი ოსპისაგან.ინგრედიენტები:50გრ.ოსპი,1ც.ცოცხალი პამიდორი,1ც.ხახვი,1კბ.ნიორი,5ც.გამხმარი პამიდორი(  ზეთშ...
01/05/2022

უგემრიელესი პაშტეტი ოსპისაგან.
ინგრედიენტები:50გრ.ოსპი,1ც.ცოცხალი პამიდორი,1ც.ხახვი,1კბ.ნიორი,5ც.გამხმარი პამიდორი( ზეთში ჩადებული იყიდება მინის ქილებში),2 ს/კ.ზეთი,1ც.სტაფილო,1ც.კარტოფილი.1ს/კ სახამებელი.1ს/კ.ტომატ პასტა,აჯიკა,მარილი,მწვანილები გემოვნებით.1ჩ/კ.ლიმონის წვენი.
მომზადება: საღამოს ჩავალბოთ ოსპი.დილით გავრეცხოთ და მოვხარშოთ წყალში,შემდეგ ჩაუმატოთ დანარჩები ინგრედიენტები წვრილად დაჭრილი და დაბალ ცეცხლზე გავაგრძელოთ ხარშვა.წყალი ამოშრება,დავაბლენდეროთ.გავაგრძელოთ დუღილი ვიდრე
არ შესქელდება,დავაგემოვნოთ და ცხელი ჩავასხათ მინის პატარა ქილებში შესანახად.
ოსპი - Linzen - მისი სამშლბლო მცირე და შუა აზიაა, ასევე ხმელთაშუა ზღვა.
მდიდარია ვიტამინებით - A,C და B ჯგუფით.
მიკროელემენტებით - კალიუმი,კალციუმი,მაგნიუმი,თუთია,რკინა,ფოსფორი.
სასარგებლოა გულსისხლძარღვთა პრობლემების მქონე ადამიანებისათვის,ასევე დიაბეტიკებისათვის.

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღეს.პ.ს.ჩემი დეკორაცია.
27/04/2022

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღეს.
პ.ს.ჩემი დეკორაცია.

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when vegani.ge posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram