02/01/2025
საშარდე გზებში არსებული კენჭები ლოკალიზაციის მიხედვით შესაძლებელია დაიყოს შემდეგ ძირითად ჯგუფებად:
☑️თირკმლის კენჭები
☑️ შარდსაწვეთის კენჭები
☑️შარდის ბუშტის კენჭები
კონკრემენტების(კენჭების) დაშლისა და მოცილების ერთ-ერთ თანამედროვე და ყველაზე ეფექტურ საშუალებად მიჩნეულია კონტაქტური, ლაზერული ლითოტრიფსია:
✅URS
✅ PCNL მეთოდებით
აღნიშნული პროცედურების უპირატესობები და დადებითი მხარეებია:
☑️ ნებისმიერი ზომის და სიმკვრივის კენჭის დაშლა.
☑️ ნაკლებტრავმული და მცირე ინვაზიური მიდგომა(ჭრილობისა და განაკვეთის გარეშე)
☑️ ზუსტი და ვიზუალურად კონტროლირებადი ენდოსკოპიური ჩარევა
☑️უმტკივნეულო პროცედურა, რომელიც ძირითადად ტარდება ზოგადი ანესთეზიის პირობებში.
☑️ კლინიკაში დაყოვნების დრო საშუალოდ 2 დღე
☑️ პაციენტის სწრაფი რეაბილიტაცია