Our Space ჩვენი სივრცე

Our Space ჩვენი სივრცე შემოაღე "ჩვენი სივრცის" კარი, შენელდი, შეარჩიე და მოარგე შენი გასაღები შენს სივრცეს.

ჩვენს სივრცეში ნახავთ პრაქტიკის, კვლევისა და სწავლების ჰარმონიულ ნაზავს, რაც ოპტიმალური ბალანსის საწინდარია ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული მაღალკვალიფიციური სპეციალისტისთვის.

🌼 ჩვენს სივრცეში 12-13 სექტემბერს ოჯახური სისტემური განლაგების ორდღიან ვორქშოფზე მოსულმა თითოეულმა ადამიანმა თავისი უნიკ...
13/09/2025

🌼 ჩვენს სივრცეში 12-13 სექტემბერს ოჯახური სისტემური განლაგების ორდღიან ვორქშოფზე მოსულმა თითოეულმა ადამიანმა თავისი უნიკალობა მოიტანა Ჩვენთან.

🌼 უღრმესი მადლობა და პატივისცემა თითოეულ მონაწილეს გულწრფელობისთვის, ღიაობისა და ყოფნისთვის.

🌼 Our Space ჩვენი სივრცეში სიღრმეებში ხეტიალის ახალი სეზონი ოფიციალურად გახსნილია.

გეპატიჟებით თიკო ბაქანიძის საავტორო განმავითარებელ პროგრამაზე მოზარდებისთვის “მე და ჩემი სუპერძალა”. ❤️  მოზარდები დაამუ...
02/09/2025

გეპატიჟებით თიკო ბაქანიძის საავტორო განმავითარებელ პროგრამაზე მოზარდებისთვის “მე და ჩემი სუპერძალა”. ❤️
მოზარდები დაამუშავებენ შემდეგ საკითხებს:
🔸 ჯანსაღი თვითშეფასება - შინაგანი სიმტკიცის და უნიკალურობის დანახვა
🔸 ურთიერთობების ხელოვნება - როგორ შევქმნათ და გავაუმჯობესოთ კავშირები
🔸წარმატების ინსტრუმენტები - როგორ გავუმკლავდეთ გამოწვევებს და შევინარჩუნოთ მოტივაცია
🔸 დროის მენეჯმენტი - გავხადოთ ჩვენი დრო უფრო ეფექტური და პროდუქტიული
🔸 პასუხისმგებლობა, როგორც გააზრებული არჩევანი
🔸 ემოციები - როგორ გადავლახოთ სირთულეები და ვმართოთ ემოციები ეფექტურად
🔸 შინაგანი რესურსების აღმოჩენა - იპოვე შენი სუპერძალა მოზარდები უკეთ გაიცნობენ საკუთარ თავს არტ თერაპიისა და მეტაფორული ბარათების მეშვეობით.
📚პროგრამას გაუძღვება ფსიქოლოგი, სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ევროპული პროგრამის დიპლომის კანდიდატი, თიკო ბაქანიძე
დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/AMH57Q6SC7AgGJNy5

სიყვარულის წესრიგი: ეს შენით არ დაწყებულარეგისტრაციისა და დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს: https://tinyurl.com/yuzms9xtშეხვ...
21/08/2025

სიყვარულის წესრიგი: ეს შენით არ დაწყებულა

რეგისტრაციისა და დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს: https://tinyurl.com/yuzms9xt

შეხვედრა ოჯახური სისტემის სიღრმეებთან

🌼 ხშირად ვსევდიანობთ, გვტკივა, ვბრაზდებით ან ვაკეთებთ რაღაც ისეთს, რასაც ლოგიკურ ახსნას ვერ ვუძებნით. ერთი შეხედვით ათასჯერ გადამუშავებული თემები და საფიქრალები, შესაძლოა, კვლავ და კვლავ გვიბრუნდებოდნენ და გვახსენებდნენ თავს. ამ დროს სათავეების ძებნას ოჯახის სისტემაში, მშობლებისა და წინაპრების ისტორიებში, ნაცხოვრებ ცხოვრებებში ვიწყებთ, ვინაიდან ჩვენი ამბავი არ არის მხოლოდ ჩვენი ამბავი. მასში მრავლად არის ჩაქსოვილი ჩვენი მშობლების, მათი მშობლებისა და ოჯახის სისტემაში მყოფი უამრავი ადამიანის ამბავი, განურჩევლად იმისა, ვიცნობდით თუ არა ამ ადამიანებს და ვიცოდით თუ არა მათი ისტორიები. უთქმელი, უცნობი ამბები ხომ განსაკუთრებული ჟინით და ძალით გადაეცემათ თაობებს მანამ, სანამ დღის შუქზე არ გამოაღწევს და არ გამოიაშკარავებს თავს.

🌼 ჰოდა, თითოეულ ჩვენგანს უამრავი უხილავი ძაფი გვაკავშირებს ჩვენს წარსულთან. ჩვენ ზოგჯერ არც კი ვიცით, ისე დავატარებთ წინაპრების უთქმელ ტკივილებს, დანაკარგვებს, სევდებსა და ოცნებებს. ამ ძაფების მოძრაობაში, ხშირად, სიყვარულიც იკარგება — ან ღრმად იმალება. ოჯახური სისტემური განლაგება ის ადგილია, სადაც ეს ძაფები ნელა და რბილად იშლება, რათა სიყვარულმა კვლავ იპოვოს თავისი გზა.

🌼 აქ არ ვეძებთ ბრალეულობას, არ ვამხელთ დამნაშავეს. აქ გვეძლევა შესაძლებლობა, დავინახოთ ის, რაც ხშირად დაფარულია, თვალისა და ყურისთვის შეუმჩნეველია; ის, თუ როგორ შეზრდილა ჩვენი ცხოვრება იმ ისტორიებთან, რომლებმაც დაწყება და დასრულებაც კი ვერ მოასწრეს. განლაგების პროცესში ადამიანები წარმოსახვით ხდებიან ჩვენი ოჯახის წარმომადგენლები და მათი განლაგება სივრცეში ქმნის იმ უსიტყვო დიალოგს, რომელიც ხშირად გამორჩა რეალობას. ამ დიალოგში ვსმენთ იმას, რასაც დიდი ხანია ვგრძნობთ, მაგრამ ვერ ვამბობთ; იმას, რაც განსხეულებულა შეგრძნებებში, ჩაკირულა სხეულში, მაგრამ გასიტყვებამდე ვერ მიუღწევია.

🌼 ეს პროცესი იმ სამყაროს ჰგავს, სადაც თითოეულ წევრს თავისი ადგილი აქვს, სადაც დანაკარგები აღიარებულია, და წარსული მოგონებად ქცეული ამბავია და არა ─ ჭრილობა. სწორედ ამ სივრცეში იბადება თავისუფლება და იმედი — არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მათთვისაც, ვინც ჩვენამდე იყო და ვინც ჩვენს შემდეგ მოდის. ეს ტკივილიანი და სევდიანი ამბები ჩვენით არ დაწყებულა, მაგრამ ჩვენით შეიძლება დასრულდეს.

…და როცა სისტემაში წესრიგი ბრუნდება — სიყვარული იწყებს მოძრაობას.

🌼 16-17 აგვისტო, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და Our Space ჩვენი სივრცეის ერთობლივი პროექტი -- ოჯახ...
19/08/2025

🌼 16-17 აგვისტო, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და Our Space ჩვენი სივრცეის ერთობლივი პროექტი -- ოჯახური სისტემური განლაგების ორდღიანი ვორქშოფი "სიყვარულის წესრიგი: ეს შენით არ დაწყებულა".

🌼 უღრმესი მადლობა თითოეულ მონაწილეს ღიაობისა და ყოფნისთვის. განსაკუთრებული მადლობა Beridze-ს მასპინლობისთვის.

სიყვარულის წესრიგი: ეს შენით არ დაწყებულა. რეგისტრაციისთვის და დეტალებისთვის: https://tinyurl.com/3d6y7fsc 🌼 ხშირად ვსევ...
05/08/2025

სიყვარულის წესრიგი: ეს შენით არ დაწყებულა.

რეგისტრაციისთვის და დეტალებისთვის: https://tinyurl.com/3d6y7fsc

🌼 ხშირად ვსევდიანობთ, გვტკივა, ვბრაზდებით ან ვაკეთებთ რაღაც ისეთს, რასაც ლოგიკურ ახსნას ვერ ვუძებნით. ერთი შეხედვით ათასჯერ გადამუშავებული თემები და საფიქრალები, შესაძლოა, კვლავ და კვლავ გვიბრუნდებოდნენ და გვახსენებდნენ თავს. ამ დროს სათავეების ძებნას ოჯახის სისტემაში, მშობლებისა და წინაპრების ისტორიებში, ნაცხოვრებ ცხოვრებებში ვიწყებთ, ვინაიდან ჩვენი ამბავი არ არის მხოლოდ ჩვენი ამბავი. მასში მრავლად არის ჩაქსოვილი ჩვენი მშობლების, მათი მშობლებისა და ოჯახის სისტემაში მყოფი უამრავი ადამიანის ამბავი, განურჩევლად იმისა, ვიცნობდით თუ არა ამ ადამიანებს და ვიცოდით თუ არა მათი ისტორიები. უთქმელი, უცნობი ამბები ხომ განსაკუთრებული ჟინით და ძალით გადაეცემათ თაობებს მანამ, სანამ დღის შუქზე არ გამოაღწევს და არ გამოიაშკარავებს თავს.

🌼 ჰოდა, თითოეულ ჩვენგანს უამრავი უხილავი ძაფი გვაკავშირებს ჩვენს წარსულთან. ჩვენ ზოგჯერ არც კი ვიცით, ისე დავატარებთ წინაპრების უთქმელ ტკივილებს, დანაკარგვებს, სევდებსა და ოცნებებს. ამ ძაფების მოძრაობაში, ხშირად, სიყვარულიც იკარგება — ან ღრმად იმალება. ოჯახური სისტემური განლაგება ის ადგილია, სადაც ეს ძაფები ნელა და რბილად იშლება, რათა სიყვარულმა კვლავ იპოვოს თავისი გზა.

🌼 აქ არ ვეძებთ ბრალეულობას, არ ვამხელთ დამნაშავეს. აქ გვეძლევა შესაძლებლობა, დავინახოთ ის, რაც ხშირად დაფარულია, თვალისა და ყურისთვის შეუმჩნეველია; ის, თუ როგორ შეზრდილა ჩვენი ცხოვრება იმ ისტორიებთან, რომლებმაც დაწყება და დასრულებაც კი ვერ მოასწრეს. განლაგების პროცესში ადამიანები წარმოსახვით ხდებიან ჩვენი ოჯახის წარმომადგენლები და მათი განლაგება სივრცეში ქმნის იმ უსიტყვო დიალოგს, რომელიც ხშირად გამორჩა რეალობას. ამ დიალოგში ვსმენთ იმას, რასაც დიდი ხანია ვგრძნობთ, მაგრამ ვერ ვამბობთ; იმას, რაც განსხეულებულა შეგრძნებებში, ჩაკირულა სხეულში, მაგრამ გასიტყვებამდე ვერ მიუღწევია.

🌼 ეს პროცესი იმ სამყაროს ჰგავს, სადაც თითოეულ წევრს თავისი ადგილი აქვს, სადაც დანაკარგები აღიარებულია, და წარსული მოგონებად ქცეული ამბავია და არა ─ ჭრილობა. სწორედ ამ სივრცეში იბადება თავისუფლება და იმედი — არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მათთვისაც, ვინც ჩვენამდე იყო და ვინც ჩვენს შემდეგ მოდის. ეს ტკივილიანი და სევდიანი ამბები ჩვენით არ დაწყებულა, მაგრამ ჩვენით შეიძლება დასრულდეს.

…და როცა სისტემაში წესრიგი ბრუნდება — სიყვარული იწყებს მოძრაობას.

🌼"ყველა ერთისათვის" -- სისტემური განლაგების ჯგუფური სესია სახელდახელოდ ერთი ადამიანისთვის.🌼უდიდესი მადლიერება თითოეულ ად...
01/08/2025

🌼"ყველა ერთისათვის" -- სისტემური განლაგების ჯგუფური სესია სახელდახელოდ ერთი ადამიანისთვის.

🌼უდიდესი მადლიერება თითოეულ ადამიანს, ვინ სურვილი გამოთქვა და შეძლო ან ვერ შეძლო მონაწილეობა.

13/07/2025

✨🔑 პრაქტიკული ფსიქოთერაპიის პროგრამის პირველი ნაკადი

✨🔑 გვიყვარხართ და კიდევ გვიყვარხართ

თიკო ბაქანიძე მადლობა ვიდეოკოლაჟისთვის 🙏

ამ საღამოს ვაიოლეტ ოკლანდერის წიგნის "დამალული განძი" ვუმასპინძლეთ Mziko Dalakishviliთან და გამომცემლობა ინტელექტი • Int...
30/06/2025

ამ საღამოს ვაიოლეტ ოკლანდერის წიგნის "დამალული განძი" ვუმასპინძლეთ Mziko Dalakishviliთან და გამომცემლობა ინტელექტი • Intelekti Publishing-თან ერთად

✨დასრულდა რეგისტრაცია პრაქტიკული ფსიქოთერაპიის სასწავლო პროგრამის მეორე ნაკადზე. მადლობა ყველას, ვინც ინტერესი გამოხატა....
30/06/2025

✨დასრულდა რეგისტრაცია პრაქტიკული ფსიქოთერაპიის სასწავლო პროგრამის მეორე ნაკადზე. მადლობა ყველას, ვინც ინტერესი გამოხატა.

✨ყველა რეგისტრირებული უახლოეს 2-3 დღეეში მიიღებთ მეილს შემდგომი დეტალებით.

✨შევხვდებით ღია კარის დღეზე და შემდეგ უკვე 29 სექტემბერს.

✨ პრაქტიკული ფსიქოთერაპიის პროგრამის პირველი ნაკადის თავგადასავალი დასასრულს მიუახლოვდა. ✨ჯგუფის თითოეული წევრის ტრანსფო...
24/06/2025

✨ პრაქტიკული ფსიქოთერაპიის პროგრამის პირველი ნაკადის თავგადასავალი დასასრულს მიუახლოვდა.

✨ჯგუფის თითოეული წევრის ტრანსფორმაცია და გავლილი გზა ფასდაუდებელია ჩვენთვის.

✨ მადლობა თითოეულ ტრენერს თავისი უნიკალური წვლილისა და გამოცდილებისთვის.

✨ გვიყვარხართ, გვეიმედებით და გვეამაყებით

P. S ვინც არ არის ფოტოზე, თქვენც გვაკლიხართ და გვიყვარხართ

P. S. მეორე ნაკადის ჯგუფში სულ 2 ადგილიღა გვაქვს დარჩენილი :)

Address

გალაკტიონ ტაბიძის 3/5
Tbilisi
0108

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Our Space ჩვენი სივრცე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram