Georgian Association of Reproductive and Sexual Health

Georgian Association of Reproductive and Sexual Health საქართველოს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის ასოციაცია

ქართული🇬🇪/English 🌍✨📢გაიცანით საქართველოს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის ასოციაციის ახალი ბორდი – 2026 👩‍⚕️👨‍⚕...
11/02/2026

ქართული🇬🇪/English 🌍✨
📢გაიცანით საქართველოს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის ასოციაციის ახალი ბორდი – 2026 👩‍⚕️👨‍⚕️

მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ ასოციაციის განახლებული ბორდი უკვე დაკომპლექტებულია 🎉

ჩვენი ბორდის წევრები წარმოადგენენ სხვადასხვა მიმართულების გამოცდილ კლინიცისტებს, წარმატებულ და აქტიურ აკადემიურ პროფესიონალებს 🎓, რომლებიც ერთიანდებიან ერთი საერთო მიზნისთვის — საქართველოში რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის სფეროს განვითარება, სამეცნიერო საქმიანობის გაძლიერება უწყვეტი პროფესიული განათლების ხელშეწყობა.

გვჯერა, რომ მათი პროფესიონალიზმი, გამოცდილება და ერთგულება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ასოციაციის საქმიანობის გაფართოებაში, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამეცნიერო ინიციატივების განვითარებაში 🌍

ვუსურვებთ ახალ ბორდს წარმატებულ და ნაყოფიერ საქმიანობას! ✨

📢 Meet the New Board of the Georgian Association of Reproductive and Sexual Health – 2026 👩‍⚕️👨‍⚕️

We are pleased to announce that the Association’s renewed Board has now been fully appointed 🎉

Our Board members include experienced clinicians from various specialties, as well as accomplished and active academic professionals 🎓 who unite around one shared mission — to advance the field of reproductive and sexual health in Georgia, strengthen scientific work, and promote continuous professional education.

We believe that their professionalism, experience, and dedication will make a significant contribution to expanding the Association’s activities, deepening international collaboration, and advancing scientific initiatives 🌍

We wish the new Board a successful and productive term! ✨
Tamar Alibegashvili Luda Barbakadze Maka Gegechkori Mancho Urjumelashvili Mariam Kharaishvili Shorena Tchiokadze დავით სხირტლაძე Ketevan Osidze Elene Asanidze Jenaro Kristesashvili

📢 მეან-გინეკოლოგების, რეპროდუქტოლოგების, პედიატრების, ენდოკრინოლოგებისა და საოჯახო მედიცინის სპეციალობის ექიმების საყურა...
27/01/2026

📢 მეან-გინეკოლოგების, რეპროდუქტოლოგების, პედიატრების, ენდოკრინოლოგებისა და საოჯახო მედიცინის სპეციალობის ექიმების საყურადღებოდ!

🎓საქართველოს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის ასოციაცია
აცხადებს უპგ ტრეინინგს:

🗓 2026 წლის 20–21 მარტი
📘 „ბავშვთა და მოზარდთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის დარღვევების გამოვლენა და მათი მართვის თანამედროვე პრინციპები“

🎤 სპიკერები:
🧑‍🎓👩‍⚕️ პროფ. ჯენარო ქრისტესაშვილი
🧑‍🎓👩‍⚕️ პროფ. მანანა (მაკა) გეგეჭკორი
🧑‍🎓👩‍⚕️ პროფ. ელენე ასანიძე

🔹 ტრენინგი განკუთვნილია სერტიფიცირებული ექიმებისთვის შემდეგი სპეციალობებიდან:
👩‍⚕️ მეანობა-გინეკოლოგია
👩‍⚕️ რეპროდუქტოლოგია
👩‍⚕️ პედიატრია
👩‍⚕️ ენდოკრინოლოგია
👩‍⚕️ საოჯახო მედიცინა

🎓 ტრენინგის დასრულების შემდეგ მსმენელებს მიენიჭებათ 12 კრედიტ-ქულა.

📞 რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის:
📧 Email: asanidzeelene@yahoo.com ტელ.: 599 10 91 95

📢 Attention Obstetricians-Gynecologists, Reproductive Medicine Specialists, Pediatricians, Endocrinologists, and Family Physicians!

🎓The Georgian Association of Reproductive and Sexual Health
is pleased to announce a CME training program:

🗓 March 20–21, 2026
📘 “Detection and Modern Management Principles of Reproductive Health Disorders in Children and Adolescents”

🎤 Speakers:
🧑‍🎓👩‍⚕️ Prof. Jenaro Kristesashvili
🧑‍🎓👩‍⚕️ Prof. Manana (Maka) Gegechkori
🧑‍🎓👩‍⚕️ Prof. Elene Asanidze

🔹 This training is intended for certified physicians in the following specialties:
👩‍⚕️ Obstetrics and Gynecology
👩‍⚕️ Reproductive Medicine
👩‍⚕️ Pediatrics
👩‍⚕️ Endocrinology
👩‍⚕️ Family Medicine

🎓 Upon completion of the training, participants will receive 12 CME credits.

📞 For registration and additional information:
Phone: +995 599 10 91 95
📧 Email: asanidzeelene@yahoo.com
#ელენეასანიძე #მაკაგეგეჭკორი #ჯენაროქრისტესაშვილი #ტრენინგი #ბავშვთაგინეკოლოგია #მოზარდთაგინეკოლოგია

ქართული🇬🇪/English 🌍✨📢 საქართველოს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის ასოციაციის (GARSH) პირველი სამეცნიერო-პრაქტიკ...
23/01/2026

ქართული🇬🇪/English 🌍✨
📢 საქართველოს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის ასოციაციის (GARSH) პირველი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია! 🇬🇪
📅 2026 წლის 20 ივნისი
🏛️ თბილისი | Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace

საქართველოს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის ასოციაციის ორგანიზებით 2026 წლის 20 ივნისს თბილისში, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია.

🧑‍🎓კონფერენციის თემას წარმოადგენს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის დარღვევების დიაგნოსტიკა და მათი მართვის თანამედროვე ტენდენციები.

ღონისძიება აერთიანებს დარგის წამყვან სპეციალისტებს, მათ შორის მეან-გინეკოლოგებს, რეპროდუქტოლოგებს, ენდოკრინოლოგებსა და სხვა მომიჯნავე სპეციალობის ექიმებს. კონფერენციის მიზანია თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო ცოდნის გაზიარება, პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერება და ინოვაციების ხელშეწყობა.

🧑‍🎓სამეცნიერო პროგრამა მოიცავს დარგის აქტუალურ და სადავო საკითხებს, რომლებიც განხილული იქნება სტრუქტურირებული დებატების, მიზნობრივი დისკუსიებისა და ინტერაქტიული სესიების ფორმატში.

📩 GARSH იწვევს კლინიცისტებს, მკვლევრებსა და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალებს კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.
🔹 ზეპირი მოხსენების აბსტრაქტების მიღება დაიწყება 2026 წლის თებერვლიდან.
🔹 სასპონსორო ინტერესის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კონფერენციის ორგანიზატორებს დაუკავშირდნენ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად (asanidzeelene@yahoo.com)

🧑‍🎓წინასწარი სამეცნიერო პროგრამა და აბსტრაქტების წარდგენის წესი გამოქვეყნდება უახლოეს მომავალში.

📢 The First Congress of the Georgian Association of Reproductive and Sexual Health (GARSH)
📅 20 June 2026
🏛️ Tbilisi | Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace

On 20 June 2026, the Georgian Association of Reproductive and Sexual Health (GARSH) will host its first scientific and practical congress in Tbilisi.

🔬 Focus: Diagnosis and contemporary management of reproductive and sexual health disorders.

The congress will bring together leading specialists, including obstetricians-gynecologists, reproductive medicine specialists, endocrinologists, and physicians from related disciplines. The aim is to share evidence-based medical knowledge, strengthen professional collaboration, and promote innovation.

🧑‍🎓 The scientific program will feature current and controversial topics discussed through structured debates, focused discussions, and interactive sessions.

📩 Call for participation
🔹 Abstract submission for oral presentations opens February 2026
🔹 Sponsorship inquiries: asanidzeelene@yahoo.com

📘 Further details, including the preliminary program and submission guidelines, will be announced soon.

📢 ცხადდება ასოციაციის ბორდის არჩევნები – 2026საქართველოს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის ასოციაცია აცხადებს 202...
20/01/2026

📢 ცხადდება ასოციაციის ბორდის არჩევნები – 2026

საქართველოს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის ასოციაცია აცხადებს 2026 წლის ბორდის წევრების არჩევნებს.
🗓 განაცხადების მიღების ბოლო ვადა:
📌 2026 წლის 1 თებერვალი
📢 კონკურსის შედეგები გამოცხადდება:
📌 2026 წლის 10 თებერვალი
ასოციაციის საქმიანობის გაძლიერებისა და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის განვითარების მიზნით, ვიწვევთ კანდიდატებს, რომლებიც მოღვაწეობენ შემდეგ დარგებში:
🔹მეანობა-გინეკოლოგია
🔹 რეპროდუქტოლოგია
🔹 ენდოკრინოლოგია
🔹 ანდროლოგია
🔹 უროლოგია
🔹 სექსოლოგია
🔹 რადიოლოგია
🔹 ონკოლოგია (ონკოგინრკოლოგია)
✅ სასურველია კანდიდატს ჰქონდეს მედიცინის დოქტორის ხარისხი, ეწეოდეს აქტიურ კლინიკურ და აკადემიურ საქმიანობას.
საქართველოს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის ასოციაციის ბორდის წევრი ირჩევა ერთი წლით და არის ფასიანი.

✅ბირდის წევრობის უპირატესობა:
🔹 ასოციაციის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობა.
🔹შესაძლებლობა, წამოიწყოს და განახორციელოს საკუთარი პროექტები ასოციაციის ფარგლებში.
🔹 ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე გარანტირებული წარდგენა მოხსენებით.
🔹 ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსება.

📩 განაცხადები გთხოვთ გამოგზავნოთ ელ-ფოსტაზე:
📧 asanidzeelene@yahoo.com

ერთად გავაძლიეროთ ასოციაცია და პროფესიული თანამშრომლობა 🤝

ქართული🇬🇪/English 🌍✨🎉 საქართველოს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის ასოციაცია საერთაშორისო კონგრესზე!2025 წლის 24...
09/01/2026

ქართული🇬🇪/English 🌍✨
🎉 საქართველოს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის ასოციაცია საერთაშორისო კონგრესზე!

2025 წლის 24-26 ნოემბერს, ტაშკენტში, გაიმართა უზბეკეთის რესპუბლიკის მეან-გინეკოლოგთა XI საერთაშორისო კონგრესი
🧑‍🎓 საქართველოს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი ელენე ასანიძე, მიწვეული იყო ექსპერტ- მომხსენებლად და წარადგინა ლექცია თემებზე:
• გენეტიკური და მეტაბოლური ფაქტორების გავლენა ორსულობის გამოსავალზე ქალებში პოლიცისტური საკვერცხის სინდრომით.
• ნაადრევი სქესობრივი განვითარება

პროფ. ელენე ასანიძის მოხსენებებმა დაიმსახურა კონგრესის მონაწილეთა მაღალი შეფასება და ფართო ინტერესი.
საქართველოს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის ასოციაციის გუნდი წარმატებით აგრძელებს საქართველოს როლის გაძლიერებას რეპროდუქციული ჯანმრთელობის გლობალურ ასპარეზზე. მსგავსი საერთაშორისო აქტივობები ხელს უწყობს პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებას და რეპროდუქციული ჯანმრთელობის განვითარების წინსვლას საერთაშორისო დონეზე.

🌍Strengthening International Collaboration: Professor Elene Asanidze Asanidze at the XI International Congress in Uzbekistan

✨From November 24–26, 2025, the XI International Congress of Obstetricians and Gynecologists of the Republic of Uzbekistan, entitled “Women’s Health in the 21st Century: Quality of Life of Mother and Child,” was held in Tashkent, Uzbekistan.

🧑‍🎓Professor Elene Asanidze, President of the Georgian Association of Reproductive and Sexual Health, was invited as an expert speaker and delivered keynote lectures on the following topics:
• The influence of genetic and metabolic factors on pregnancy outcomes in women with polycystic o***y syndrome (PCOS)
• Precocious puberty in girls
Her presentations generated strong professional interest and received highly positive feedback from the audience.
The Georgian Association of Reproductive and Sexual Health continues to strengthen Georgia’s role on the global reproductive health stage. Participation in high-level international scientific forums fosters international collaboration and contributes to the advancement of reproductive health worldwide.

19/12/2025

Published in Gynecological Endocrinology (Vol. 41, No. 1, 2025)

✨ GARSH is going to ISGE 2026 — will you? ✨We are proud to announce that the Georgian Association of Reproductive and Se...
03/12/2025

✨ GARSH is going to ISGE 2026 — will you? ✨

We are proud to announce that the Georgian Association of Reproductive and Sexual Health (GARSH) will be participating in the upcoming Congress 2026 — a leading global event in gynecological endocrinology and reproductive health.

🌿 Featured Scientific Contributions

🎓 Endocrine disorders and woman’s health Symposium – Keynote Lecture
Prof. Elene Asanidze
Complete Androgen Insensitivity Syndrome (CAIS): Complexities in Diagnosis, Management, and Long-Term Follow-Up
📅 March 6, 2025 | 09:50–11:20

🎓 Oral Presentation – PCOS Session
Aleksandre Sandro Asanidze (Georgia) — Winner of the ISGE FCP Scholarship
Recurrent Pregnancy Loss in PCOS: The Role of Hyperhomocysteinemia and Insulin Resistance
📅 March 4, 2025 | 10:40–12:10

🎓 Oral Presentation Fertility preservation Session
Prof. Ludmila Luda Barbakadze (Georgia)
Different Timing, Same Results: Ovulation Induction Strategies in Fertility Preservation
📅 March 4, 2025 | 15:45-17:15

🎓 Poster Presentation
Nino Nini Kupreishvili , Natia Gigolashvili (Georgia)
The Potential Impact of Protein Supplements on Uterine Fibroid Growth: A Clinical Case Report

We are thrilled to see Georgian researchers recognized on the international stage — from keynote presentations to competitive scholarship awards and scientific poster contributions.

💙 See you at 2026!

ქართული🇬🇪/English 🌍✨🎉 საქართველოს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის ასოციაცია მნიშვნელოვან მსოფლიო კონგრესზე!2025...
03/12/2025

ქართული🇬🇪/English 🌍✨
🎉 საქართველოს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის ასოციაცია მნიშვნელოვან მსოფლიო კონგრესზე!

2025 წლის 27–29 ნოემბერს იტალიის დედაქალაქ რომში გაიმართა 33-ე მსოფლიო კონგრესი “წინააღმდეგობები მეანობა-გინეკოლოგიასა და უნაყოფობაში“ ( ).

🧑‍🎓 საქართველოს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი ელენე ასანიძე მიწვეული იყო კონგრესზე საექსპერტო მოხსენებით, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი აღიარებაა.

🌿 ჩვენი სამეცნიერო მოღვაწეიბა:
🎓 სიმპოზიუმი:
პროფ. ელენე ასანიძე Elene Asanidze
“Challenges in Diagnosing PCOS in Adolescents”

🎓 ორალური პრეზენტაცია – ART/IVF/Infertility
პროფ. ლუდმილა ბარქაძე Luda Barbakadze
“Comparison of Dydrogesterone and GnRH Antagonists in Preventing the LH Surge During IVF/ICSI Cycles”

🎓 ორალური პრეზენტაცია – Reproductive Genetics
თსუ-ს დოქტორანტი ანნა ჯიბლაძე Anna Jibladze
“An Unusual Presentation of Unicornuate Uterus with a Functional Rudimentary Horn Coexisting with VACTERL Association”

გულწრფელი მადლობა და მილოცვა ყველა მომხსენებელს, რომლებმაც საქართველო უმაღლესი სტანდარტით წარმოადგინეს.

💙 COGI 2025-ში მონაწილეობამ კიდევ უფრო გამოკვეთა GARSH-ის პრიორიტეტი — ხელი შეუწყოს კვლევის, განათლებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას რეპროდუქციულ და სქესობრივ ჯანმრთელობაში.

✨ GARSH at COGI 2025 — a remarkable participation! ✨

We’re proud to share that the Georgian Association of Reproductive and Sexual Health (GARSH) successfully took part in the 33rd World Congress on Controversies in Obstetrics, Gynecology, and Infertility (COGI), contributing keynote lectures and scientific presentations on the international stage.

🌿 Our Scientific Contributions

🎓 PCOS Symposium
Prof. Elene Asanidze (Georgia)- “Challenges in Diagnosing PCOS in Adolescents”

🎓 Oral Presentation – ART/IVF/Infertility: Clinical ART/IVF
Prof. Ludmila Barbakadze (Georgia)- “Comparison of Dydrogesterone and GnRH Antagonists in Preventing the LH Surge During IVF/ICSI Cycles”

🎓 Oral Presentation – ART/IVF/Infertility: Reproductive Genetics, Case Reports, Endocrinology & Clinical ART/IVF
Dr. Anna Jibladze (Georgia)- “An Unusual Presentation of Unicornuate Uterus with a Functional Rudimentary Horn Coexisting with VACTERL Association”

We are honored to see Georgian researchers and clinicians share their expertise among global leaders in reproductive medicine. A heartfelt congratulations to all presenters for representing Georgia with excellence.

💙 Participation in 2025 reinforced GARSH’s priority to advance research, education, and international collaboration in reproductive and sexual health.

ძვირფასო კოლეგებო! 14-15 ნოემბერს ჩატარებული ტრენინგის სერტიფიკატების მისაღებად მობრძანდით რეპროდუქციული მედიცინის ცენტრ...
26/11/2025

ძვირფასო კოლეგებო!
14-15 ნოემბერს ჩატარებული ტრენინგის სერტიფიკატების მისაღებად მობრძანდით რეპროდუქციული მედიცინის ცენტრ "უნივერსში". წინასწარ დაგვიკავშირდით 599272393

🌍✨ მნიშვნელოვანი სიახლე! 🧑‍🎓 საქართველოს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის ასოციაციის სტუდენტებთან ურთიერთობის სა...
24/11/2025

🌍✨ მნიშვნელოვანი სიახლე!
🧑‍🎓 საქართველოს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის ასოციაციის სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ასანიძემ გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISGE) მიერ 2026 წლის Full Congress Package (FCP) სტიპენდია მოიპოვა.
🌍 გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს ახალგაზრდა მკვლევართა აკადემიურ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებას.

✨ აღნიშნული სტიპენდია ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მაღალი კონკურენციის მქონე პროგრამაა, რადგან 2026 წლისთვის კომიტეტის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მხოლოდ 50 კანდიდატი შეირჩა.
🔹 აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ასანიძე 2022 წელსაც გახდა ISGE-ს სტიპენდიის გამარჯვებული და მაშინაც მოიპოვა სრული დაფინანსება, რაც მის უწყვეტ პროფესიულ განვითარებასა და საერთაშორისო აკადემიურ აქტივობის მაღალ შეფასებაზე მიუთითებს.
🌍 2026 წელს ალექსანდრე საქართველოს წარადგენს ISGE-ს მსოფლიო კონგრესზე, სადაც ზეპირი მოხსენებით წარდგება თემაზე: “ორსულობის განმეორებითი დანაკარგები პსს-ის შემთხვევაში“.
✨ ვულოცავთ ალექსანდრე ასანიძეს ამ მნიშვნელოვან და ღირსეულ მიღწევას. მისი, როგორც ახალგაზრდა წევრის, სამეცნიერო მუშაობისადმი ერთგულება და წარმატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ასოციაციისთვის.
Sandro Asanidze

🌍✨ Important Announcement

We are pleased to share that Aleksandre Asanidze, Head of Medical Student Membership at the Georgian Association of Reproductive and Sexual Health, has been awarded the Full Congress Package (FCP) Scholarship by the International Society of Gynecological Endocrinology (ISGE) for the year 2026.

The ISGE is committed to promoting the academic growth and professional development of young scientists in the field of gynecological endocrinology. The FCP Scholarship is one of the most prestigious and highly competitive awards offered by the Society. For 2026, the Scientific Committee selected only 50 recipients worldwide, highlighting the exceptional distinction of this achievement.

🔹 It is noteworthy that Aleksandre Asanidze was also an ISGE scholarship recipient in 2022, when he likewise received full funding through the Full Congress Package. This continued recognition reflects his sustained academic excellence, dedication to research, and active engagement in international scientific discourse.

🌍 In 2026, Aleksandre will represent Georgia at the ISGE World Congress, where he will deliver an oral presentation titled:
✨ “Recurrent Pregnancy Loss in PCOS”

✨ We extend our warmest congratulations to Aleksandre Asanidze on this significant and well-deserved achievement. As one of our distinguished young members, his accomplishments and commitment to scientific advancement are of great value to our Association.

https://isge2026.isgesociety.com/abs.../scholarship-winners/

📣 საქართველოს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის ასოციაციამ წარმატებით ჩაატარა უწყვეტი სამედიცინო განათლების ტრენი...
15/11/2025

📣 საქართველოს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის ასოციაციამ წარმატებით ჩაატარა უწყვეტი სამედიცინო განათლების ტრენინგი თემაზე: "ესტროგენდეფიციტური მდგომარეობების მართვის თანამედროვე პრინციპები".
📅 2025 წლის 14-15 ნოემბერი
ტრენინგის სპიკერები:
🧑‍🎓პროფ. ჯენარო ქრისტესაშვილი
🧑‍🎓პროფ. ელენე ასანიძე
🧑‍🎓პროფ. მანანა ურჯუმელაშვილი
ტრენინგი განკუთვნილი იყო შემდეგი სპეციალობის სერტიფიცირებული ექიმებისთვის:
👩‍⚕️მეანობა-გინეკოლოგია,
👩‍⚕️რეპროდუქტოლოგია,
👩‍⚕️საოჯახო მედიცინა
ტრენინგი ჩატარდა ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკაში.
💬 გულისხმიერი მადლობა ყველა მონაწილეს დიდი ინტერესისთვის, აქტიური ჩართულობისთვის და ინსპირაციული დისკუსიებისთვის.
ჩვენ ერთად ვქმნით პროფესიული განვითარების ძლიერ პლატფორმას! 💙✨
#უპგ #პროგრამა

📣 The Georgian Association of Reproductive and Sexual Health successfully conducted a Continuing Medical Education (CME) training on the topic:
🩺 “Modern Principles of Management of Estrogen Deficiency Conditions”
📅 November 14–15, 2025

🎙️ Training Speakers:
🧑‍🎓 Prof. Elene Asanidze
🧑‍🎓 Prof. Manana Urjumelashvili

👩‍⚕️ The training was designed for certified specialists in:

Obstetrics and Gynecology
Reproductive Medicine
Family Medicine

💬 A heartfelt thank you to all attendees for their strong interest, active participation, and engaging discussions!
Together, we continue to advance professional growth and high-quality clinical care. 💙✨

ქართული🇬🇪/English 🌍✨🎉 მნიშვნელოვანი სიახლე!🧑‍🎓 მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ საქართველოს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმ...
13/11/2025

ქართული🇬🇪/English 🌍
✨🎉 მნიშვნელოვანი სიახლე!

🧑‍🎓 მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ საქართველოს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის ასოციაცია გახდა ევროპული ენდოკრინოლოგთა საზოგადოების (European Society of Endocrinology – ESE) ასოცირებული წევრი! ✨

ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება ემყარება ჩვენი ასოციაციის პრეზიდენტისა და მმართველი გუნდის მრავალწლიან აკადემიურ, სამეცნიერო, კლინიკურ გამოცდილებას, ასევე საერთაშორისო მონაწილეობის, პარტნიორობისა და წარმატებული თანამშრომლობების მდგრად განვითარებას.

🧑‍🎓 ESE აერთიანებს მსოფლიოს წამყვან სამედიცინო საზოგადოებებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ენდოკრინოლოგიის სფეროს კვლევისა და პრაქტიკის გაძლიერებაზე.
მისი ხედვაა:
„ენდოკრინოლოგიის მომავლის ფორმირება მეცნიერების, ცოდნისა და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად“.
ESE ამასთანავე აერთიანებს, მხარს უჭერს და წარმოადგენს ენდოკრინოლოგიის პროფესიულ საზოგადოებებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს საუკეთესო სამეცნიერო და კლინიკური ცოდნის გავრცელება.

🌍 ასოცირებული წევრობის სტატუსი ჩვენს ასოციაციას უხსნის ახალ შესაძლებლობებს:

• გლობალურ სამედიცინო-საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია
• საერთაშორისო კვლევით და პროფესიულ ქსელებში აქტიური ჩართულობა
• გამოცდილების გაცვლა და ერთობლივ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა
• ენდოკრინოლოგიისა და რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის განვითარების მხარდაჭერა

💙 მოუთმენლად ველით მჭიდრო და შედეგიან თანამშრომლობას ევროპის ენდოკრინოლოგთა საზოგადოებასთან და ჩვენი საერთო მისიის — დარგის განვითარებისა და ცოდნის გაძლიერების — გაგრძელებას!

🎉🌍 Wonderful News from the Georgian Association of Reproductive and Sexual Health!

We are delighted to announce that the Georgian Association of Reproductive and Sexual Health has become an Associate Member of the European Society of Endocrinology (ESE)! ✨

This recognition reflects the strong academic, scientific, and clinical achievements of our President and leadership team, as well as the Association’s expanding engagement and contributions on the international stage.

🌍 ESE unites leading medical societies worldwide that are dedicated to advancing research and clinical practice in endocrinology.
Its vision is “to shape the future of endocrinology to improve science, knowledge, and health.”
ESE brings together and supports the global endocrine community, fostering collaboration and enabling the development and sharing of the highest standards in endocrine science and medicine.

🌍 Becoming an Associate Member creates significant new opportunities for our Association, including:
• deeper integration into the global medical and scientific community
• participation in international research and professional networks
• exchange of expertise and involvement in collaborative projects
• contributing to the advancement of endocrinology and reproductive endocrinology

We look forward to strengthening our collaboration with the European Society of Endocrinology and continuing our shared mission of advancing the field! 💙

Elene Asanidze Mariam Kharaishvili Tiko Gorshkova Nuka Abesadze Anna Jibladze Maka Chipashvili Sandro Asanidze Mancho Urjumelashvili Eka Gorgoshidze Shorena Tchiokadze Alexandra Shorena Gogokhia Ia Chapidze Sopho Kvaliashvili Luda Barbakadze Natalia Karelishvili დავით სხირტლაძე მაკა მაზმიშვილი

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgian Association of Reproductive and Sexual Health posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram