02/03/2026
💥 თბილისის გეშტალტ ინსტიტუტში კიდევ ერთი განსაკუთრებული სემინარი ჩატარდა.
✨ ჩვენი მე-4 კურსის სტუდენტები ძალიან მნიშვნელოვან თემას — რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან ფსიქოთერაპიულ მუშაობას შეეხნენ.
ეს იყო პროცესი, სადაც თეორიაზე მეტად ემოციურმა სიღრმემ დაიკავა ადგილი. ამ გზაზე მეგზურობას გვიწევდა ჩვენი ტრენერი ვილნიუსიდან — ანნა მატულაკი. 🇱🇹
🌿 გეშტალტთერაპიისთვის რეპროდუქციული ჯანმრთელობა მხოლოდ სამედიცინო საკითხი არ არის — ეს არის ადამიანის მთლიანობა, მისი სენსიტიურობა და ის ღრმა მხარდაჭერა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში გვჭირდება.
ჩვენი სტუდენტებისთვის ასეთ აქტუალურ თემებზე უცხოელ ექსპერტებთან ერთად მუშაობა ფასდაუდებელი გამოცდილებაა.
დიდი მადლობა ანნას იმ პროფესიული შთაგონებისა და ცოდნისთვის, რომელიც ჩვენს მომავალ თერაპევტებს ასე გულუხვად გაუზიარა ❤️
#გეშტალტთერაპია #თბილისისგეშტალტინსტიტუტი