18/10/2025
📣 გაცნობებთ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ 28 და 29 ნოემბერს თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკაში ტარდება ტრენინგი:
“ბავშვთა ასაკის გადაუდებელი მდგომარეობების მართვის თანამედროვე ასპექტები”.
📌 ხანგრძლივობა: 2 დღე
🕕 დრო: დღეში 6 სთ
🏷️ ღირებულება: 200 ლარი
🩺 ტრენინგს ატარებს თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკის პედიატრები და ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტები:
👩⚕️ ფიქრია ლურსმანაშვილი - თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკის სასწრაფო - გადაუდებელი და ამბულატორიული სამსახურის უფროსი, ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის რეზიდენტურის პროგრამ- დირექტორი.
👩⚕️ ნინო სანოძე - მედიცინის დოქტორი, თსსუ-ის პედიატრიის N2 კათედრის ასისტენტ-პროფესორი. ბავშვთა გადაუდებელი დახმარების ექიმი, პედიატრი.
👩⚕️ ნანო შვანგირაძე - ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის ექიმი, პედიატრი, ამერიკის გულის ასოციაციის BLS, ACLS, PALS და PHTLS-ის პროვაიდერი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინსტრუქტორი.
✅ პროგრამაში განხილულია სხვადასხვა გადაუდებელი მდგომარეობების დიაგნოსტირების და მართვის უახლოესი რეკომენდაციები;
✅ მონაწილეებისათვის გაიცემა 12 უპგ ქულა და დამადასტურებელი სერთიფიკატები;
✅ კურსში განხილული თემების სილაბუსი შეგვიძლია მოგაწოდოთ პირად შეტყობინებაში.
ტრენინგის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს: პედიატრია, ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა, გადაუდებელი მედიცინა, რეანიმატოლოგია, ანესთეზიოლოგია, ბავშვთა ნევროლოგია.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომრებზე:
☎️ 558105011; 599584928.
📍გივი ჟვანიას ქუჩა N11,15
#თსსუ