PrEP / პრეპი

PrEP / პრეპი PrEP პროგრამა - აივ/შიდსის პრევენციის უფასო და კონფიდენციალური გზაა.

ჩაწერა ონლაინ : https://calendly.com/prepge/1 აივ ინფექციის პრევენცია 1 აბით!

გაცნობებთ, რომ 8 ივლისიდან ორგანიზაციის ოფისი გადადის  ახალ მისამართზე. ჩვენი ახალი სათემო ცენტრი მდებარეობს ია კარგარეთ...
06/07/2024

გაცნობებთ, რომ 8 ივლისიდან ორგანიზაციის ოფისი გადადის ახალ მისამართზე.
ჩვენი ახალი სათემო ცენტრი მდებარეობს ია კარგარეთელის #2 ნომერში.

We would like to inform you that from July 8, the our office moves to the new location. Our new community center is located at
Ia Kargareteli str. #2

სიტუაციური VS. ყოველდღიური პრეპი?  #ყოველდღიურად მიღება რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ხშირი სქესობრივი კონტაქტი აქვს. ვი...
29/11/2023

სიტუაციური VS. ყოველდღიური პრეპი?

#ყოველდღიურად მიღება რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ხშირი სქესობრივი კონტაქტი აქვს. ვისაც არ ძალუძს სექსის წინასწარ პროგნოზირება

#სიტუაციურად მიღება რეკომენდებულია არახშირი სქესობრივი კონტაქტისას. მათთვის, ვისაც ძალუძს სექსის წინასწარ პროგნოზირება.

ინექციური პრეპი ხანგრძლივად მოქმედი მედიკამენტის კომბინირებული ინექციაა, რომელიც იცავს აივ ინფექცია/ შიდსისგან. 💉ინექცია...
28/11/2023

ინექციური პრეპი ხანგრძლივად მოქმედი მედიკამენტის კომბინირებული ინექციაა, რომელიც იცავს აივ ინფექცია/ შიდსისგან.

💉ინექცია კეთდება 2 თვეში ერთხელ, მედიკამენტი 2 თვის განმავლობაში ინარჩუნებს ეფექტიანობას, და იგი ტაბლეტებისგან განსხვავებით, ნელა გამოიყოფა ორგანიზმიდან.

🌎 სამწუხაროდ, ინექციური პრეპი არ არის მსოფლიოში ფართოდ ხელმისაწვდომი. მათ შორის, არც საქართველოში.

🤝 WHO რეკომენდაციას უწევს ქვეყნებს, დანერგონ ინექციური პრეპი, როგორც დამატებითი პრევენციული საშუალება.

🖼️ PrEPster

27 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით პრეპის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეული აღინიშნება. 🎉“თანასწორობის მოძრაობისა” დ...
27/11/2023

27 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით პრეპის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეული აღინიშნება. 🎉

“თანასწორობის მოძრაობისა” და “დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” ერთობლივი ძალისხმევით 2017 წელს, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, სადაც პრეპის საპილოტე პროგრამა დაიწყო.

ამ წლების განმავლობაში ჩვენ შევძელით:

⏺️ 1600-ზე მეტი ადამიანისთვის პრეპის შეთავაზება;
⏺️ პროგრამის გეოგრაფიული მოცვის გაფართოება საქართველოს 3 დიდ ქალაქში; (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი)
⏺️პრეპის სათემო ცენტრის ბაზაზე მიწოდება;
⏺️ პროგრამის სამიზნე ჯგუფების გაფართოება;
⏺️ სიტუაციური პრეპ რეჟიმის დანერგვა;
⏺️ პროგრამის სამედიცინო პაკეტის გამრავალფეროვნება.

13/11/2023

🅿️ პრეპი –( პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა) აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის მეთოდია, რომელიც აივ ინფექციისგან დაცვას 99%-მდე უზრუნველყოფს.

🅿️ პრეპ მედიკამენტის მიღების ორი რეჟიმი არსებობს. ესენია : მედიკამენტის მიღება ყოველდღიურად და სიტუაციურად

🅿️სიტუაციური პრეპი რეკომენდებულია მაშინ, თუკი თქვენი სქესობრივი კავშირის სიხშირე არ აღემატება 2-ს კვირაში და შესაძლებელია მისი წინასწარ პროგნოზირება.

💉 სეზონური გრიპის ვაქცინით აცრა უფასოა PrEP/არვ პაციენტებისთვის და ხელმისაწვდომია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.
21/10/2023

💉 სეზონური გრიპის ვაქცინით აცრა უფასოა PrEP/არვ პაციენტებისთვის და ხელმისაწვდომია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

დღეიდან PrEP/არვ მომხმარებლებისთვის სეზონური გრიპის ვაქცინით აცრა უფასო იქნება. რა ვაქცინით მიმდინარეობს აცრა? ვა...

როგორ ჩავერთოთ პრეპის პროგრამაში?
11/06/2023

როგორ ჩავერთოთ პრეპის პროგრამაში?

პრეპის დაწყება მას შემდეგ, რაც პრეპ პროგრამაში ჩართვას გადაწყვეტ, უნდა მიმართო „თანასწორობის მოძრაობას“. გაიარ.....

PrEP პაციენტთა სკოლა არის შეხვედრების ციკლი პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკის პროგრამაში ჩართულ ან/და ჩართვის მსურველი ბენე...
27/02/2023

PrEP პაციენტთა სკოლა არის შეხვედრების ციკლი პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკის პროგრამაში ჩართულ ან/და ჩართვის მსურველი ბენეფიციარებისთვის, რომლის ფარგლებშიც მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, გაიგონ მეტი პრეპის შესახებ, დაუსვან კითხვები ექიმ-ინფექციონისტს და მოისმინონ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

27 თებერვალს, 19:00 საათზე შეხვედრა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში.

შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
1. რა არის PrEP?;
2. რა არის PEP?;
3. სიტუაციური VS. ყოველდღიური პრეპი.

შეხვედრას გაუძღვება ექიმი-ინფექციონისტი ნინო რუხაძე.

შეხვედრის ბმული: https://meet.google.com/qte-noar-adh

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when PrEP / პრეპი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to PrEP / პრეპი:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram